რატომ არ მიიწვიეს საქართველო ვარშავაში, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე - ფიშერის განმარტება
პოლიტიკა • 1746781310
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი განმარტავს, რატომ არ მიიწვიეს საქართველო ვარშავაში, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე
“გასული წლის ივნისში ევროკავშირმა გადაწყვიტა, შეეჩერებინა საქართველოს მთავრობასთან მაღალი დონის კონტაქტები, სანამ ის არსებულ კრიზისს არ მოაგვარებს“,- ამბობს ის.
ელჩი იმედოვნებს, რომ საქართველო სწორ გზას დაუბრუნდება.
იმედი მაქვს, საქართველო, როგორც ქვეყანა, ყველა თავის მოქალაქით, დაუბრუნდება სწორ გზას. იმედი გვაქვს, თუმცა ეს საქართველოზეა დამოკიდებული. და რა არის საქართველო? საქართველო არის ქართველი ხალხი და ევროკავშირში გაწევრიანებისას არა მხოლოდ მთავრობა წევრიანდება, არა მხოლოდ პარლამენტი წევრიანდება, არა მხოლოდ ბიზნეს სექტორი, არამედ ყველა. ასე რომ, გასაწევრიანებლად საჭიროა დიდი ეროვნული ძალისხმევა. ჩვენ შემოგთავაზეთ კანდიდატობა, საუკეთესო რამ, რისი გაკეთებაც შეგვიძლია“, - აღნიშნა ელჩმა.
ევროპის დღე ევროპაში საქართველოს გარეშე - ვარშავაში, სადაც ევროკავშირის ლიდერების არაფორმალური შეკრება გაიმართა, "ქართული ოცნების" არცერთი წარმომადგენელი არ დაუპატიჟებიათ. არადა, შეკრებაზე ალიანსის წევრობის ყველა კანდიდატი ქვეყნის წარმომადგენელი მიიწვიეს. დაპატიჟეს უკრაინა, მოლდოვა და თურქეთიც.
ევროპის დღეს პოლონეთში ევროკავშირის ლიდერები კანდიდატი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად აღნიშნავენ, თუმცა მაკა ბოჭორიშვილი სტუმრების სიაში ვერ მოხვდა.
19 მაისი, საქართველოში ოფიციალურად ამოქმედდა პროგრამა, რომელიც ქართველ ახალგაზრდებს კარს უხსნის ევროპის მასშტაბით 25 000 ფასდაკლებაზე. პროგრამას თბილისის მერია ახორციელებს, რომელიც ევროპული ახალგაზრდუ...
საზოგადოება • 1779211757
"შესაძლოა, ირანს კიდევ ერთი დიდი დარტყმა მივაყენოთ, გუშინ დარტყმამდე ერთი საათი იყო დარჩენილი, როდესაც გადაწყვეტილება შევცვალე. ისინი ითხოვენ შეთანხმების დადებას, მაგრამ შესაძლოა, კიდევ ერთი ძლიერი და...
მსოფლიო • 1779211622
თბილისის მერი მედიასთან გამოეხმაურა შინაგან საქმეთა სამინისტროში ახალი სამმართველოს შექმნას, რომელიც სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის წინააღმდეგ იმუშავებს. კახა კ...
პოლიტიკა • 1779211556
„რაში სჭირდება ხელისუფლებას, ისედაც განულებულ ოპოზიციას რამე დაუგეგმოს და აქტივობებში ხელი შეუშალოს?“ - ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განცხადებ...
პოლიტიკა • 1779211414
თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სხვადასხვა მიმართულებით გაფორმებული ახალი ხელშეკრულებები, მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია. როგორც მან შესაბამისი შეკითხვის საპ...
პოლიტიკა • 1779211364
„დანიაში იყო მშვიდობიანი მიტინგი, საქართველოში კი კონკრეტული კრიმინალური ჯგუფები პოლიციელებს ესროდნენ „მოლოტოვის კოქტეილებს“, ჰქონდათ მცდელობა, რომ ცოცხლად დაეწვათ ადამიანები, აყენებდნენ ფიზიკურ შეურა...
პოლიტიკა • 1779211308












