„რატომ უნდა დასანქცირდეს ბიძინა ივანიშვილი, იმის გამო, რომ იცავს საკუთარი ქვეყნის ინტერესს?“ - კახა კალაძე

პოლიტიკა 1737783235

კალაძე

თბილისის მერის განცხადებით, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებისთვის არავითარი საფუძველი არ არსებობს.

 

ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებს დიდი ბრიტანეთის მხრიდან მოსალოდნელი სანქციების შესახებ დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.

 

„დღევანდელ მსოფლიოში ისეთი წარმოუდგენელი რამეები ხდება, რომ რთულია, რაიმეზე წინასწარ გააკეთო განმარტება. რატომ უნდა დასანქცირდეს ბიძინა ივანიშვილი, რის გამო? იმის გამო, რომ იცავს საკუთარი ქვეყნის ინტერესს, საკუთარი ქვეყნის მოსახლეობას, არავის აძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ქვეყანაში გაიხსნას მეორე ფრონტი, ქვეყანა მიერთებოდა სანქციებს და ამით დაგვეზარალებინა ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკონომიკა, მშრომელი ადამიანი,  მცირე და საშუალო ბიზნესი? ამის გამო დასანქცირება წარმოუდგენელია. ისეთი უსამართლობები ხდება მსოფლიოში, წარმოუდგენელია. თუმცა, ვფიქრობ და მინდა მჯეროდეს იმის, რომ ძალიან ბევრი რამ შეიცვლება, ბევრი რამ გადალაგდება და ყველაფერი დაუბრუნდება სამართლიანობას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

მისივე თქმით, მათ ვერანაირი განმარტება ვერ მოისმინეს იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ დასანქცირდა ბიძინა ივანიშვილი.

 

„ყველაფერს რუსულს არქმევენ, როდესაც საქმე ეხება პატრიოტიზმს და  ქვეყნის ინტერესების დაცვას. ბევრჯერ გაგვიკეთებია განმარტება და კიდევ გავიმეორებ, ყოველთვის ვიდგებით იქ, სადაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას, მის მომავალს. არავის მივცემთ შესაძლებლობას, რომ საქართველოს ინტერესები გამოყენებული იყოს სხვა, დიდი ქვეყნის ინტერესების გასატარებლად და ამით დაზიანდეს ჩვენი ქვეყანა და მისი მოსახლეობა. ზოგიერთმა ქვეყანამ და მისმა წარმომადგენელმა ახლა გაიგო, რომ მოატყუეს ისინი, უბედურებაში აცხოვრეს, ახლაც უბედურება ხდება იმ ქვეყანაში და დღეს გაიგო თურმე, რომ მოტყუებულია და ძალიან მძიმე მდგომარეობაში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ივანიშვილი აქტივები
"სანქცირებული ოლიგარქი ივანიშვილი აქტივებს სახლისკენ ეზიდება" - "აი ფაქტი"

"სანქცირებული ოლიგარქი ივანიშვილი აქტივებს სახლისკენ ეზიდება" - ამ სათაურით აქვეყნებს "აი ფაქტი" ვრცელ სტატიას, სადაც ბიძინა ივანიშვილის მიერ უცხოეთიდან საქართველოში ქონების გადმოზიდვისა და ქართული ეკ...

პოლიტიკა 1739805198

ზურა ჩხაიძე ვივა მედი
ზურაბ ჩხაიძე მზია ამაღლობელის ახლობლებს მიმართავს

კლინიკა „ვივამედის“ კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის ახლობლებს მიმართავს. „[მზია ამაღლობელის] ზოგადი მდგომარეობისთვის დამახასიათებელია ყველ...

პოლიტიკა 1739804012

საქბანკი ბიზნესღონისძიება
საქართველოს ბანკის ინიციატივით,  ბიზნესებისთვის შეხვედრა „როგორ შევარჩიოთ ბიზნეს პარტნიორი“ გაიმართება

საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკის ინიციატივით, ბიზნეს შეხვედრები გრძელდება და ამჯერად, 19 თებერვალს  შეხვედრა - „როგორ შევარჩიოთ ბიზნეს პარტნიორი“ ჩატარდება....

ბიზნესი & ეკონომიკა 1739800834

რიმა ბერიძე
„რატომ უნდა ესროლა „ქართულ ოცნებას" კვერცხები, „ოცნება" არავის არაფერს არ უგზავნის“ - რიმა ბერაძე გახარიაზე

„გიორგი გახარიას ნათქვამს ახლა მთლად ნუ დაიჯერებთ, რატომ უნდა ესროლა „ქართულ ოცნებას" [კვერცხები], „ოცნება" არავის არაფერს არ უგზავნის.იმიტომ, რომ ძალიან ბევრ სიცრუეს ლაპარაკობს... აღარ გვჯერა იმიტომ,...

პოლიტიკა 1739800689

მაჭარაშვილი
„ვინ იყო ან ვინ იქნებოდა დღეს გიორგი გახარია, რომ არა „ქართული ოცნება“ - გურამ მაჭარაშვილი 

„ვინ იყო ან ვინ იქნებოდა დღეს გიორგი გახარია, რომ არა „ქართული ოცნება“?! არავინ! ის არავის აინტერესებდა და არც არავის დააინტერესებდა“ - გურამ მაჭარაშვილი 

პოლიტიკა 1739800593

ზელენსკი
„საუდის არაბეთში დაგეგმილ შეხვედრაზე უკრაინამ არაფერი იცოდა, ასეთი მოლაპარაკებებით მიღწეულ შეთანხმებებს არ ვაღიარებთ“ - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მისი ვიზიტი საუდის არაბეთში, კავშირში არაა აშშ-რუსეთის მოლაპარაკებებთან, რომელიც სამშაბათს იგეგმება. მისივე თქმით, უკრაინისთვის ამ მოლაპარაკებების შესახებ არაფერი იყო...

რუსეთ-უკრაინის ომი 1739800408