"რაც თქვენ ქვეყანაში ხდება ეს ევროპას ეხება...", " უნდა დასანქცირდნენ ისინი, ვინც ამ ხალხს არჩევნები გაუყალბა და მოჰპარა" - ევროპარლამენტარების განცხადებები საპროტესტო აქციაზე

პოლიტიკა 1734073162

ევროპარლამენტარები აქციაზე

საქართველოში ჩამოსული ევროპარლამენტარები სანქციების აუცილებლობაზე საუბრობენ. ევროპელმა პოლიტიკოსებმა ღია მხარდაჭერა გამოუცხადეს ქართველ ხალხს და გუშინ, ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად  რუსთავლის გამზირზე  მიმდინარე აქციას შეუერთდნენ.

 

6 ევროპარლამენტარისგან შემდგარი დელეგაცია რომელიც თბილისში  სწორედ ქართველი ხალხის მხარდასაჭერად იმყოფება, რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს შეხვდა და მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს მოქალაქეების დასავლურ მისწრაფებებს.

ევროდეპუტატებს მომიტინგეები  ტაშითა და ოვაციებით შეხვდნენ. "სანქციები ივანიშვილს" - ისმოდა აქციის მონაწილეების შეძახილი და მოთხოვნა ევროპელი პოლიტიკოსების მისამართით.

"ჩვენ უკვე ვთქვით ჩვენი პოზიცია ევროპარლამენტის რეზოლუციაში, ჩვენ ძალიან მკაფიოები ვიყავით, სანქციები უნდა იყოს არამხოლოდ ბიძინა ივანიშვილისთვის, არამედ ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც პასუხისმგებელია მოპარულ არჩევნებზე. ჩვენ ვნახეთ ძალადობა ქუჩებში, ამიტომ დასანქცირება ახლა უფრო მნიშვნელოვანია. ჩვენ უფრო მკაფიოდ ვეტყვით ევროინსტიტუტებს, რომ მალე იმოქმედონ და მიბაძონ ბალტიის ქვეყნებს, რომლებმაც უკვე აამოქმედეს სანქციები. საჭიროა ყველა ტიპის სანქციები ," - განუცხადა მედიას ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე ყოფნისას.
ევროპარლამენტარებმა დაკავებულების გათავისუფლებაზეც გაამახვილეს ყურადღება.

"ქართველი ხალხი შესანიშნავია, საქართველო ევროპაა, საქართველო არაა რუსეთი. ჩვენ ჩამოვედით ქართველი ხალხის მხარდასაჭერად, თქვენ იბრძვით თავისუფლებისთვის, ევროპული, ფუნდამენტური ღირებულებებისთვის, დაკავებულები უნდა გათავისუფლდეს და თავისუფლება უნდ დაუბრუნდეს ამ ქვეყანას. ამ კრიზისიდან გამოსავალი ქართველ ხალხშია და ჩვენ თქვენ მხარს გიჭერთ. რადგან ჩვენ ვგრძნობთ, რომ რაც თქვენ ქვეყანაში ხდება ეს ევროპას ეხება,"- აცხადებს ევროპარლამენტარი ნატალი ლუაზო.
ევროპარლამენტარი მიხალ შჩერბა მიიჩნევს, რომ სანქციები მიმართული უნდა იყოს კონკრეტულ პირებზე.

"ჩვენ აქ ჩამოვედით, რათა რეკომენდაციები მივცეთ ჩვენს ევროპულ პარლამენტს. ვხედავთ ხალხს, რომელსაც უნდა რომ ჰქონდეს ევროპული მომავალი. ამ ხალხს გაუყალბეს და მოჰპარეს არჩევნები. იძალადეს მათზე. სწორედ ამ ბრძანების გამცემი ხალხი უნდა დასანქცირდეს, სანქციები არ უნდა იყოს მიმართული მოსახლეობისკენ. სანქციები უნდა დაწესდეს კონკრეტული პირებისთვის, რომლებიც ამ ძალადობის ავტორები არიან. ძალადობა უნდა შევაჩეროთ უნდა დავიხსნათ პოლიტპატიმრები. ისინი ნამდვილი პოლიტპატიმრები არიან და უნდა გათავისუფლდნენ დაუყოვნებლივ," - აღნიშნა ევროპარლამენტარმა მიხალ შჩერბამ.აქციაზე გასვლამდე ევროპარლამენტის დელეგაციამ შეხვედრები გამართა საქართველოს პრეზიდენტთან, პროდასავლურ ოპოზიციასთან და მესამე სექტორთან.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ჭყონია
"ჩვენზე დგას ეს ქვეყანა... ჩვენ ვიხდით უშველებელ თანხებს ბიუჯეტში... ახალი არჩევნები არის დღევანდელი მოცემულობის გადამწყვეტი ფორმულა" -| თემურ ჭყონია

"ჩვენზე დგას ეს ქვეყანა... ჩვენ ვიხდით უშველებელ თანხებს ბიუჯეტში... ახალი არჩევნები არის დღევანდელი მოცემულობის გადამწყვეტი ფორმულა", - ამის შესახებ ბიზნესმენმა, თემურ ჭყონიამ  განაცხადა. "როდესაც სა...

პოლიტიკა 1737125995

გიორგი ფარცვანია
ოქროს ჯვრით" უკრაინაში მებრძოლი გიორგი ფარცვანია დააჯილდოვეს

გენერალმა სირკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების უმაღლესი ჯილდო "ოქროს ჯვრით" უკრაინაში მებრძოლი გიორგი ფარცვანია დააჯილდოვა. ფარცვანიამ 2024 წელს აგვისტოს ომის დღეებში რუსეთში საქართველოს დროშა გაშალა.

რუსეთ-უკრაინის ომი 1737124074

კობახიძე ივანიშვილი
ივანიშვილი ბრიტანული სანქციების მოლოდინში - კობახიძე პირველ კომენტარს აკეთებს

ბიძინა ივანიშვილი ბრიტანული სანქციების მოლოდინში - ირაკლი კობახიძე პირველ კომენტარს აკეთებს და ფაქტობრივად ერთი-ერთში იმეოებს "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს გუშინდელი განცხადებას. ოლიგარქის პრემიერი ირ...

პოლიტიკა 1737123966

ჯო უილსონი
"მოვუწოდებ ჩვენს ბრიტანელ მოკავშირეებს, დაუყოვნებლივ დაუწესონ სანქციები ივანიშვილს, მის ოჯახსა და მის ხელშემწყობთა ქსელს!" - უილსონი

რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი დიდი ბრიტანეთს ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე X-ზე წერს. "მოვუწოდებ ჩვენს ბრიტანელ მოკავშირეებს...

პოლიტიკა 1737123229

ლევან იოსელიანი
"რამდენიმე აქტივისტის ჭკუაზე ეს ინსტიტუტი არ ივლის. ამას უნდა შეეგუოთ მომდევნო 4 წლის განმავლობაში" - ლევან იოსელიანი

 "რამდენიმე აქტივისტის ჭკუაზე ეს ინსტიტუტი არ ივლის. ამას უნდა შეეგუოთ მომდევნო 4 წლის განმავლობაში", - ასე ეხმაურება სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი მის ოფისთან გამართულ საპროტესტო აქციას. "დღეს, ჩ...

პოლიტიკა 1737123133

ჟურნალისტების აქცია
„თავისუფლება მზია ამაღლობელს, შეუჩერდეს უფლებამოსილება დგებუაძეს“ - ჟურნალისტების აქცია თბილისსა და ბათუმში

"ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქციები ამ წუთებში თბილისსა და ბათუმში ერთდროულად იმართება. ბათუმში, პოლიციის სამმართველოსთან, თბილისში კი ორთაჭალაში მდებარე...

პოლიტიკა 1737117357