“რევოლუცია რომ აღკვეთეს, ამიტომ დაგვისანქცირეს ეს ორი პოლიციელი” – ირაკლი კობახიძე
პოლიტიკა • 1727877681

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
“ვიღაცას უნდოდა ამ ქვეყანაში რევოლუციის მოწყობა, რაც აღკვეთეს პოლიციელებმა, ამ გაღიზიანების გამოხატულებაა ის, რომ 2008 წელს ომგამოვლილი ორი ადამიანი დაგვისანქცირეს, ეს არის ქართული სახელმწიფოს შეურაცხყოფა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ორ თანამშრომელს – დეპარტამენტის უფროსს და დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს, რომლებსაც ნაბრძოლი აქვთ 2008 წლის აგვისტოს ომში, ამ ადამიანებს ომი აქვთ გამოვლილი და ასანქცირებენ ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე. თან სანქცია თავისი შინაარსით არის ისეთი, რომ უთანაბრდება სისხლის სამართლის სასჯელს. კიდევ კარგი, იცავს ქართული სახელმწიფო ამ ადამიანების ინტერესებს, თორემ წარმოიდგინეთ, მთლიანად რომ ამოგიღონ სამოქალაქო ბრუნვიდან, შეგიზღუდონ ყოველგვარი წვდომა საბანკო ტრანზაქციებზე – ეს ერთგვარი „აპოკალიპტური“ სანქციაა. მახსოვს, ბავშვობაში არსებობდა ასეთი წინასწარმეტყველება და ვერ ვიგებდი, რას შეიძლება ნიშნავდეს. თუ არ მიიღებ გარკვეულ ნიშანს, ამ შემთხვევაში ვერც ვერაფერს იყიდი, ვერც ვერაფერს გაყიდი, სულ მაინტერესებდა, ფიზიკურად როგორ შეიძლება ეს მოხდეს და ამის ერთგვარი იმიტაციაა, რაც მოხდა ამ ორი პოლიციელის შემთხვევაში. დაუპირეს სამოქალაქო ბრუნვიდან მთლიანად ამოღება, უბრალოდ სახელმწიფომ შეძლო მათ ინტერესების თვისებრივად დაცვა. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც 2008 წლის ომში იბრძოდნენ და მიუხედავად იმისა, რომ სისხლის სამართლის სასჯელის ტოლფასი სანქცია შეუფარდეს, არავითარი მტკიცებულება არ არსებობს ამასთან დაკავშირებით.
„სასამართლო დაცვის გარანტია არის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი, რაც გამომდინარეობს სამართლებრივი სახელმწიფოს იდეიდან. არის სასჯელის ტოლფასი სანქცია, შენ ვერ იცავ სასამართლო წესით თავს, სად არიან არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც თავი მოაქვთ, რომ არიან ადამიანის უფლებების დამცველები ამ ქვეყანაში. ამას ემატება ის, რომ არის ორი ადამიანი, რომელიც იბრძოდა 2008 წლის აგვისტოს ომში და ამ ადამიანებს ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე გვისანქცირებს კონკრეტული ქვეყნის ხელისუფლება. ეს არის შეურაცხმყოფელი ამ სახელმწიფოსთვის და ამ სახელმწიფოს პატრიოტი მოქალაქისთვის. ეს არის ჩვენი პოზიცია. ეს არის შანტაჟის მცდელობა, რასაც ვერავითარი ეფექტი ვერ ექნება. ეს ორი ადამიანი დასაჯეს რის გამო? ჩვენ ვსაუბრობთ არა ამერიკულ ინსტიტუტებზე, არამედ გლობალურ ომის პარტიაზე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პოლიციელი, როლანდ მესხი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ, აქციის მონაწილე ქალს თმა მოქაჩა, ვახტანგ გომელაურის პირველ მოადგილედ დაინიშნა. "შინაგან საქმეთა მინისტრის, ვიცე-პრემიერ - ვახტანგ გომელაურის პი...
პოლიტიკა • 1745520206

საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის უკრაინა-რუსეთის სამშვიდობო მოლაპარაკებების თემას და ამ ფონზე რუსეთის მიერ კიევის დაბომბვას გამოეხმაურა. ამის შესახებ BFMTV წერს. მაკრონის თქმით, "ერთადერთი აგრ...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1745512635

იურისტი და საიას ყოფილი თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი წერს, რომ მოქალაქეებს, რომლებმაც გზის გადაკეტვაზე მიღებული ჯარიმები გაასაჩივრეს უარს ეუბნებიან საჩივრის დაკმაყოფილებაზე. იურისტი სოციალურ ქსელში რჩ...
პოლიტიკა • 1745512091

„ოცნების“ ინფრასტრუქტურისა და რეგინული განვითარების მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ დღეს ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა და აღნიშნა, რომ ქარსელაძის თანამდებობიდან წას...
პოლიტიკა • 1745510692

ლაშა მგელაძე, პარტიის „ჩვენ“ პოლიტსაბჭოს წევრი, ეკონომიკის დოქტორი: ერთი ამბავი გამახსენა წილოსანის განცხადებამ: ერთი მდიდარი ამბობს ეკლესიის შენება დავიწყეო და მეზობელი ეუბნებაშ ე ნ ი ს ე თ ი ც ხ ო ვ...
სოცმედია • 1745510452

"მიუხედავად [საქართველოსთან] არსებული პოლიტიკური უთანხმოებისა და დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობისა, ჩვენ ორმხრივ ურთიერთობებს ურთიერთპატივისცემითა და ურთიერთსასარგებლო გზით ვაშენებთ. ამ მიმართულ...
პოლიტიკა • 1745510001