„რევოლუციამდე ესკალაციაზე არაფერი მიუთითებს, დემონსტრანტები ძალიან მშვიდობიანები არიან“ - პრეზიდენტი

პოლიტიკა 1732985042

სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ქვეყანაში განვითარებულ პოლიტიკურ სიტუაციაზე გერმანულ გამოცემა Deutsche Welle-ს ინტერვიუ მისცა.

 

ჟურნალისტის კითხვაზე, ფიქრობს თუ არა ქვეყნის მთავარსარდალი, რომ არსებულმა ვითარებამ შესაძლოა რევოლუციამდე მოახდინოს ესკალაცია, სალომე ზურაბიშვილი პასუხობს, რომ "ამაზე არაფერი მიუთითებს".

პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ თბილისის ქუჩებში გამოსული დემონსტრანტები ხელისუფლების ანტიევროპულ ქმედებებს მშვიდობიანი ფორმებით აპროტესტებენ.

ამაზე არაფერი მიუთითებს, ვინაიდან ქუჩებში გამოსული დემონსტრანტები ძალიან მშვიდობიანები არიან. ისინი ორ რამეს მოითხოვენ: მოითხოვენ ევროპულ გზაზე დაბრუნებას და ახალ არჩევნებს. სხვა არანაირი სახის არავითარი მოწოდება არ არის და ყველაფერი ძალიან მშვიდობიანად იყო, სანამ პროტესტის ძალადობრივად დარბევა არ დაიწყო. თქვენ, ალბათ, ნახეთ ამის ფოტოები.

ამისდა მიუხედავად, პროტესტი ასევე გრძელდება იურიდიული ფორმებით - ადვოკატები იღებენ იმ დემონსტრანტების საქმეებს, რომლებიც სცემეს.

ასე რომ, ჩვენ ძალიან კანონმორჩილი ქვეყანა ვართ, კანონმორჩილებად უნდა დავრჩეთ და კონსტიტუციურ ფარგლებში დავრჩეთ. ვინც ახლა ბევრი რამით კონსტიტუციურ ფარგლებს მიღმა იმყოფებიან, არიან დე ფაქტო ლიდერები, რომლებიც ამ გაყალბებული არჩევნების შემდეგ გაჩნდნენ. ისინი პატივს არ სცემენ კონსტიტუციას, ისინი პატივს არ სცემენ ხალხის ნებას და ამისკენ უნდა დავაბრუნოთ და დავაბრუნოთ ქვეყანა მის კანონიერ ევროპულ გზაზე,“ - განაცხადა ზურაბიშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
გახარია საქართველოსთის
„არ ვმონაწილეობთ პრეზიდენტის არჩევის უკანონო პროცესში“ - „გახარია საქართველოსთვის“

პარტია გახარია-საქართველოსთვის განცხადებით, 14 დეკემბერს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნები ლეგიტიმური არ არის. პარტია აღნიშნავს, რომ პრეზიდენტის არჩევის უკანონო პროცესში არ მონაწილეობს და არალეგიტიმური...

პოლიტიკა 1733999161

გიორგი ბრეგვაძე
„ოთხმა სპეცრაზმელმა გამიტაცა… მომპარეს სტუდენტური სესხით ნაყიდი ტელეფონი“ – გიორგი ბრეგვაძე

სასამართლო სტუდენტების ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებს იხილავს. ამ წუთებში გიორგი ბრეგვაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, აქტივისტის, რომელიც ბეატრის გაზდელიანთან ერთად იმყოფებოდა აქციაზ...

პოლიტიკა 1733999030

ოცნება
„ევროსტრუქტურებში "ქართული ოცნების" დელეგაციებს ლეგიტიმაცია შეუწყვიტეს“ - არასამთავრობოები

არასამთავრობო ორგანიზაციებმა დღეს სპეციალური ბრიფინგი გამართეს, რომელზეც დასავლელი პარტნიორების მხრიდან საქართველოს არალეგიტიმური ხელისუფლების მიმართ გატარებული ღონისძიებები მიმოიხილეს და სანქცირების...

პოლიტიკა 1733998845

ქეთი მელუა
„უზომოდ ვღელავ ახლანდელ სიტუაციაზე, ზუსტად მესმის, რატომ უნდა ქართველ ხალხს ევროპაში“ - ქეთი მელუა

ომ­ღე­რა­ლი ქეთი მე­ლუა "ინ­სტაგ­რამ­ზე" სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებს ეხმაურება და წერს, რომ ძალიან ღელავს პროცესების გამო და ზუსტად ესმის, “რატომ უნდა ქართველ ხალხს ევროპაში.“ მისი თქმით...

სოცმედია 1733997248

ლენტიი
განზრახ მკვლელობა მეტროსადგურში - მოქალაქეს ბრალი წარედგინა

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, მეტროსადგურ სახელმწიფო უნივერსიტეტში დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე მოქალაქეს ბრალი წარედგინა. "შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გ...

კრიმინალი 1733996810

ზაზა ოქუაშვილი
რას პასუხობს ზაზა ოქუაშვილი გიორგი გაბუნიას და ნიკა გვარამიას

„მთავარი არხის“ დამფუძნებელი, ზაზა ოქუაშვილი არხის გენერალური დირექტორის გიორგი გაბუნიას განცხადების საპასუხოდ, აცხადებს:    „გიორგი გაბუნიას განცხადების პასუხად ვაცხადებ, რომ მთავარი არხის დახურვის გ...

პოლიტიკა 1733996741