„რობინ დანიგანს, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებს, ყველა სადამკვირვებლო საერთაშორისო ორგანიზაციას“ - შალვა ნათელაშვილი მიმართვას ავრცელებს
პოლიტიკა • 1722834071

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი მიმართვას ავრცლებეს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„S O S❗️S O S❗️S O S❗️
ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში - რობინ დანიგანს
🇪🇺ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებს
ყველა სადამკვირვებლო საერთაშორისო ორგანიზაციას
გიდასტურებთ უდიდეს პატივისცემას.
ოპოზიციად წოდებულმა ტელევიზიებმა - მთავარმა არხმა, ტვ პირველმა, ფორმულამ, კვირის პალიტრამ, ხელისუფლების ტელეარხებიდან ჩვენს პარტიაზე დაწესებული ათწლიანი ცენზურის ფონზე, კვლავ გააგრძელეს ლეიბორისტული პარტიის სრული ბლოკირება: განვლილ კვირაში, არ გაშუქებულა ჩვენი არც ერთი ღონისძიება, არ აიღეს ინტერვიუები მოვლენებზე, არ მოახდინეს პირდაპირი ჩართვები, მოგვხსნეს პრაიმ-ტაიმებიდან, ამოგვიღეს ანალიზებიდან, საექსპერტო გადაცემებიდან.
ყველა ამ ტელევიზიის უკან დგას და მათ აფინანსებს კონკრეტული ოლიგარქიული ჯგუფები, ხოლო ჟურნალისტებს არ აძლევენ უფლებას თვითონ განსაზღვრონ სარედაქციო პოლიტიკა.
ჩვენ შევქმენით ცხელი ხაზი და ყოველი კვირის ბოლოს გაცნობებთ ამ აღვირახსნილი ცენზურის თაობაზე ანგარიშს, რაც დაწესებულია ჩვენს წინააღმდეგ.
იმედია აღნიშნულზე, ასევე სისტემატურად მოხდება თქვენი მთავრობების ინფორმირება.
უდიდესი პატივისცემით,
საქართველოს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი“ - წერს შალვა ნათელაშვილი.

ჩვენ გამოვაცხადეთ და ამას ბოლომდე გავიყვანთ. გინდათ გადალაგება დაარქვით, რაც გნებავთ დაარქვით - ამ ამბავს სულ რომ შევეწიროთ, საქართველოში კორუფცია ისეთ დაბალ ნიშნულზე იქნება, რომ ჩვენ მსოფლიოში სამეულ...
პოლიტიკა • 1752730533

საქართველოს გენერალური პროკურატურა "მთავარ არხში" შესვლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების განცხადებით, "მთავარი არხი"-ს და კონტრაქტორი კომპანიის უფლებამოსილ წარმომადგენლებს, საგამოძიებ...
პოლიტიკა • 1752729804

როდესაც რაიმე გვსურს — ნივთი, მოგზაურობა, სწავლა, კარიერული წინსვლა — პირველი, რაც ხშირად გონებაში ჩნდება, შეკითხვაა - „საიდან მოვიტანო ამისთვის თანხა?“ - რადგან სურვილს თან სდევს ფინანსური წნეხი. თ...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1752729642

სკოლის მოსწავლე გოგონებისთვის თიბისიმ შექმნა საზაფხულო Crash კურსები, სადაც ისინი სრულიად უფასოდ სწავლობენ ტექნოლოგიებს და ეუფლებიან მომავლის პროფესიებს. გოგონების მეტი ჩართულობისათვის თიბისი, კრეატ...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1752729572

ეკონომიკური ცნობიერების ამაღლების მიზნით, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით და ორგანიზაცია GELi-ს (საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივა) ინიციატივით ტრენინგების სერია „როგორ ვასწავლოთ ეკონომიკა...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1752729205

ჟურნალისტი ლალი მოროშკინა თავის სამი წლის წინანდელ ფეისბუქ-პოსტს აზიარებს, სადაც წერდა:,,..მე ვერ ვიქნები თქვენნაირი, Без роду, без племени! ზვიად გამსახურდიას როცა ქოლავდნენ “ახალი ქართველები”, მე კა...
სოცმედია • 1752698312