როგორ მუშაობენ “ოცნებასთან“ დაკავშირებული პროპაგანდისტული მედია და ტროლები პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულების წინააღმდეგ-ISFED-ის კველვა

პოლიტიკა 1753976109

 ტროლები

„სამართლიანი არჩევნები“ ახალ კვლევას აქვეყნებს, სადაც „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული პროპაგანდისტული მედიას, „ექსპერტებს“ და ტროლებს ამხელს, რომლებიც მათი თქმით, პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულების წინააღმდეგ მოქმედებენ.

კვლევის თანახმად, სოციალურ მედიაში დაპატიმრებული პირების წინააღმდეგ დისკრედიტაციის  ოპერაციები გააქტიურდა და ამის თვალსაჩინოებისთვის ფოტო სქრინებია დართული, სადაც ჩანს, პროპაგანდისტული მედიის მიერ გამოქვეყნებული მასალები.

„გავრცელებული პოსტებით ცდილობდნენ შეექმნათ წარმოდგენა, თითქოს ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაკავება ხალხის მოთხოვნა იყო და სამართლიანობის აღდგენას ემსახურებოდა“-ვკითხულობთ კვლევაში.

თბილისისა და ბათუმის სასამართლოებში პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული პირების საქმეების სხდომების გაშუქებისას მედიასაშუალებებმა ბრალდებულთა პოლიტიკურად მოტივირებული დევნის დამადასტურებელი არაერთი მასალა გაავრცელეს. ამის პარალელურად, მოქალაქეების აზრზე გავლენის მოხდენის მიზნით, სოციალურ მედიაში დაპატიმრებული პირების წინააღმდეგ დისკრედიტაციის  ოპერაციები გააქტიურდა.მას შემდეგ, რაც მოსამართლე პატიმარს დამნაშავედ სცნობდა და სასჯელს მიუსჯიდა, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი პროპაგანდისტული მედიასაშუალებები „იმედი“, „POSTV“ და საინფორმაციო სააგენტოები განაჩენის გამართლებას და საკუთარ ფეისბუქგვერდებზე დაკავებულის მადისკრედიტირებელი პოსტების გავრცელებას იწყებდნენ. ამის შემდეგ ექსპერტად პოზიციონირებადი, „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებული პირები და ანონიმური ანგარიშები აქტიურდებოდნენ, რომლებიც სოციალურ მედიაში იდენტურ გზავნილებს ავრცელებდნენ.გარდა ამისა, სოციალური მედიის პლატფორმებზე ანონიმურად მოქმედ ანგარიშებზე „ქართული ოცნების“ მიერ უკანონოდ შექმნილ დროებით საპარალმენტო საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო დაკავებული პოლიტიკოსების საწინააღმდეგო კამპანიაც აქტიურად მიმდინარეობდა. გავრცელებული პოსტებით ცდილობდნენ შეექმნათ წარმოდგენა, თითქოს ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაკავება ხალხის მოთხოვნა იყო და სამართლიანობის აღდგენას ემსახურებოდა, - წერია ინფორმაციაში.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ზელენსკიი
"ჩვენ ვაგრძელებთ დიპლომატიას, რომელიც ომის დასრულებისკენ არის მიმართული“ - ზელენსკი

"ჩვენ ვაგრძელებთ დიპლომატიას, რომელიც ომის დასრულებისკენ არის მიმართული. საჭიროა შევხვდეთ და ვიმუშაოთ, რათა ომის დასრულებისთვის ღირსეული პირობები შევქმნათ. არ უნდა დაგვავიწყდეს, საიდან გაჩნდა ეს ომი ე...

რუსეთ-უკრაინის ომი 1765829803

დოროთე ყურაშვილ
ვიდეო: „დღეს აღმოჩნდა, რომ ის სიმართლე, რომელიც მე ქრისტემ მომცა, ძალიან აწუხებთ იმ უსამართლოებს, რომლებიც არიან ერთი რუსის ეგზარხოსი, მეორე რუსის ემისარი და მესამეც რუსის ემისარი“ — არქიმანდრიტი დოროთე

„დღეს აღმოჩნდა, რომ ის სიმართლე, რომელიც მე ქრისტემ მომცა, ძალიან აწუხებთ იმ უსამართლოებს, რომლებიც არიან ერთი რუსის ეგზარხოსი, მეორე რუსის ემისარი და მესამეც რუსის ემისარი, ეს ორი დეკანოზი ემისრები ა...

პოლიტიკა 1765829693

ხაინდრავა
გოგა ხაინდრავა კინოცენტრის კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულია და 955 000 ლარს მიიღებს

ოცნების პროპაგანდისტი გოგა ხაინდრავა კინოცენტრის კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულია და მათგან 955 000 ლარს მიიღებს | როგორც ეროვნული კინოცენტრის ვებგვერდზეა აღნიშნული, ხაინდრავამ სრულმეტრაჟიანი მხატვრულ...

პოლიტიკა 1765829449

არქიმანდრიტ დოროთე
არქიმანდრიტ დოროთეს საპატრიარქომ მღვდელმსახურების უფლება შეუჩერა

არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილს) საპატრიარქომ მღვდელთმსახურების უფლება შეუჩერა. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.   განცხადებაში აღნიშნულია, რომ მიზეზი საეკლესიო კანონიკური ეთ...

პოლიტიკა 1765814591

აქტივისტი ქალი
„ვითხოვდი წყალს, ვუთხარი, რომ შესაძლებელი იყო, ხელში ჩავკვდომოდი “- აქტივისტი ქალი "გამტაცებელს" ასახელებს

სამოქალაქო აქტივისტი, ნენე გაბლაია, რომელიც რამდენიმე დღის წინ, რუსთაველის გამზირიდან პოლიციის თანამშრომლებმა აიყვენეს, სოციალურ ქსელში მისი "გატაცების" დეტალებს ყვება.   ქალი აქტივისტი ყვება, რომ "გა...

პოლიტიკა 1765810555

ზარქუა
"კარგად დაიწყო, მაგრამ..." - ზარქუა ტრამპით უკმაყოფილოა

"ქართული ოცნება" უკმაყოფილოა შტატების პრეზიდენტის ქმედებებით და მისგან უფრო მეტს ელოდება.   "კარგად დაიწყო, რატომ გაჩერდა ვერ ვხვდები" - ამბობდნენ დღეს ივანიშვილის პარტიაში. განსაკუთრებით უკმაყოფილო ა...

პოლიტიკა 1765809136