„როგორც გერმანელებმა მოაშორეს „ნაციონალ-სოციალისტები“ თავის დროზე, ასევე უნდა მოვაშოროთ ჩვენ ეს უბედურება, „კოლექტიური ნაცმოძრაობა” ჩვენს ქვეყანას“ - ირაკლი კობახიძე

პოლიტიკა 1725507820

ნინო ლომჯარია

რეალურად, მე ვფიქრობ, რომ საბოლოო ჯამში, მხოლოდ ერთი ოპოზიციური ძალა გადალახავს ბარიერს, სამწუხაროდ, ეს არის ისევ და ისევ „ნაცმოძრაობის” ბრენდის ქვეშ წარმოდგენილი 5 ნომერი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE"-ში.

პრემიერის თქმით, რაც შეეხება სხვა პარტიებს, 2 პოლიტიკური სუბიექტია დღეს ახლოს ბარიერთან, ეს არის გვარამიას და ხაზარაძის პარტია, თუმცა საბოლოო ჯამში, ეს ორი პარტიაც ვერ გადალახავს ბარიერს.

„დღეს ახლოს არიან, მაგრამ ვფიქრობ, მათაც გაუჭირდებათ ბარიერის გადალახვა. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა დავეხმაროთ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებაში საზოგადოებას, უნდა გავახსენოთ ის განცხადებები და ქცევები, რაც გამოარჩევდა ამ ადამიანებს. შეგვიძლია მარტივად ამოვიღოთ, 4 ლიდერია გვარამიას პარტიაში - გვარამია, მელია, ჯაფარიძე და ხოშტარია, უბრალოდ შეიძლება 2-2 განცხადება ამოვიღოთ ამ ადამიანების და კითხვა უნდა დაისვას, როგორ შეიძლება ამ ადამიანებს 1 ადამიანი მაინც უჭერდეს მხარს. ასეთი განცხადებები აქვთ ნაკეთები, ქმედებებს რომ თავი დავანებოთ. 2-2 განცხადებას ამოვიღებ გვარამიას, ჯაფარიძის, მელიას და ხოშტარიასი და უბრალოდ, კითხვა უნდა დაისვას, რომ როგორ შეიძლება ამ პოლიტიკურ სუბიექტს 1 ხმა მაინც ჰქონდეს არჩევნებზე. რა თქმა უნდა, ეს არის პრობლემა, რომ რაღაც ხმებს იღებენ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ბარიერის გადალახვა არის აბსოლუტურად წარმოუდგენელი. რაც შეეხება ხაზარაძეს, რომელიც იცით, რა საქმეებში იყო გახვეული “ნაცმოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის დროს. შეგახსენებთ, რა პრეტენზიები არსებობდა, რბილად რომ ვთქვათ, მაგნატის საქმე, „ელიტ ელექტრონიქსის“ საქმეზე, „კონსტანტას“ საქმეზე და ა.შ. ყველას გვახსოვს, შუაღამისას რა ხდებოდა უშიშროების შენობაში, როგორ ხდებოდა გრეიდების გაფორმება, თანხის წართმევა ბიზნესმენებისთვის და ა.შ. პარტიაში ჰყავთ ადამიანი, რომელიც საქართველოს უჩიოდა ცხინვალის დაბომბვასთან დაკავშირებით, ანა ნაცვლიშვილიც და ანა დოლიძეც, ორი ადამიანი, რომელიც საქართველოს უჩიოდა, ანუ მხარს უჭერდა რუსეთის, რეალურად, სარჩელს საქართველოს წინააღმდეგ. ასეთი ადამიანები ჰყავთ და აქვთ რაღაც პრეტენზია, რომ ბარიერი უნდა გადალახონ. ელისაშვილი ჰყავს საკუთარ პარტიაში ხაზარაძეს, რომელსაც კაცობის ნატამალი არ აქვს, თქვენ იცით მისი ქმედებები და ა.შ. დანარჩენი კომიკური სახეები, აღარ მინდა გვარების ჩამოთვლა, როგორ შეიძლება, აქაც იგივე კითხვა უნდა დაისვას, როგორ შეიძლება ასეთმა ადამიანებმა თუნდაც ერთი ხმა მიიღონ. რა თქმა უნდა, ყველა საზოგადოებაში, ასე არის, როგორც არის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, მე არ მგონია, რომ ქართულ საზოგადოებაში ასეთმა პოლიტიკურმა ძალამ შეძლოს ბარიერის გადალახვა. „ნაცმოძრაობა” რომ ლახავს ბარიერს, ეს ცალკე უბედურებაა, მაგრამ ერთი რამეც შეიძლება ითქვას, იგივე გერმანია, იცით, რამხელა კულტურის ქვეყანაა, გერმანიაში რომ დარჩენილიყო პოლიტიკაში ჰიტლერის პარტია 1945 წლის შემდეგ, ისინიც აიღებდნენ დაახლოებით 15-20%-ს. ეს ყველა საზოგადოებაში ხდება და არ არის ქართული საზოგადოების განსაკუთრებული პრობლემა, მაგრამ ეს უბედურება საბოლოოდ უნდა მოვაშოროთ ჩვენ, როგორც გერმანელებმა მოაშორეს თავის დროზე უბედურება, ძალიან მარტივად და მკაცრად, საკუთარ ქვეყანას, ასევე უნდა მოვაშოროთ ჩვენ ეს უბედურება, „კოლექტიური ნაცმოძრაობა” ჩვენს ქვეყანას. თქვენ წარმოიდგინეთ, გერმანელებს რომ დაეტოვებინათ და არ აეკრძალათ „ნაციონალ-სოციალისტები“ 40-იანი წლების შემდეგ, მუდმივ უბედურებაში იქნებოდა ეს ქვეყანა. ამაზე ვსაუბრობთ ზუსტად ჩვენ, არ შეიძლება ქვეყანა დავტოვოთ მუდმივ უბედურებაში. არ შეიძლება ასეთი ოდიოზური ადამიანები, რომლებიც ასეთი განცხადებებით გამოდიან, საკუთარ ქვეყანას უჩივიან და ა.შ. იყვნენ პოლიტიკური სისტემის ნაწილი. უბრალოდ არ შეიძლება”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ზახაროვა
„სომხეთში არჩევნები ოპოზიციაზე უპრეცედენტო ზეწოლის ფონზე ჩატარდა“ - ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას თქმით, სომხეთში საპარლამენტო არჩევნები ოპოზიციაზე "უპრეცედენტო ზეწოლის" ფონზე ჩატარდა. "7 ივნისს სომხეთში საპარლამენტო არჩევნები ოპოზი...

მსოფლიო 1780916926

პოლიტიკა
„ოპოზიციიდან, ვინც მე მაკრიტიკებს, ჩამოუყალიბდათ ლუზერის ფსიქოლოგია, რომ არაფერი გვეშველება“ - სააკაშვილი

„ჩვენ უნდა გაგვიჩნდეს გამარჯვებულის ფსიქოლოგია, სამწუხაროდ, იმ ხალხს, მათ შორის ოპოზიციიდან, ვინც მე მაკრიტიკებს, ჩამოუყალიბდათ ლუზერის ფსიქოლოგია, რომ არაფერი გვეშველება. შევარდნაძის დროსაც ასე იყო,...

პოლიტიკა 1780914416

პოლიტიკა
"ამბობენ, იჭერდნენო... თუ იჭერდნენ თავი რაზე მოიკლა, იმ საცოდავმა... პაპუნა ლოცულაშვილი რომ სცემეს, მაგ საქმის მონაწილე ყოფილა, როგორც თქვეს“ - ადგილობრივი გორში გარდაცვლილ პოლიციელზე

"ამბობენ, იჭერდნენო... თუ იჭერდნენ თავი რაზე მოიკლა, იმ საცოდავმა... [პაპუნა ლოცულაშვილი] რომ სცემეს, მაგ [საქმის] მონაწილე ყოფილა, როგორც თქვეს... ჭორის დონეზე თქვეს | ამბობს ფორმულასთან გორში გარდაც...

შემთხვევა 1780913118

4 ოქტომბერია
4 ოქტომბრის საქმეზე საპროცესო შეთანხმება კიდევ 6 ბრალდებულს გაუფორმდება

4 ოქტომბრის საქმეზე საპროცესო შეთანხმება კიდევ 6 ბრალდებულს გაუფორმდება თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე დღევანდელ სასამართლო პროცესზე ცნობილი გახდა, რომ 4 ოქტომბრის საქმეზე საპროცესო შეთანხმე...

სამართალი 1780912924

ზელენსკი ფაშინიანია
"ესაა გამარჯვება სომხეთის სუვერენიტეტისთვის, თქვენი დამოუკიდებლობისთვისა და თქვენი უფლებისთვის. იცხოვროთ ისე, როგორც ამას თავად აირჩევთ“ - ზელენსკი

"ესაა გამარჯვება სომხეთის სუვერენიტეტისთვის, თქვენი დამოუკიდებლობისთვისა და თქვენი უფლებისთვის. იცხოვროთ ისე, როგორც ამას თავად აირჩევთ. უკრაინა მზადაა, გააფართოოს თანამშრომლობა, ახლა სწორედ ის დროა,...

მსოფლიო 1780912056

ორსული
 “თავზარდაცემულები ვართ“ - ქალი, რომელიც ტყუპებზე იყო ფეხმძიმედ, მშობიარობას გადაჰყვა და ექიმებმა ვერც ბავშვების გადარჩენა შეძლეს

თბილისში ქალი, რომელიც ტყუპებზე იყო ფეხმძიმედ, მშობიარობას გადაჰყვა - ექიმებმა ვერც ბავშვების გადარჩენა შეძლეს | ინფორმაციას ამბები ჯი ავრცელებს  “თავზარდაცემულები ვართ, ის არაჩვეულებრივი ადამიანი იყო...

შემთხვევა 1780911827