"როგორც კი დადგება ამის დრო, სამხრეთ ოსეთი ისევ რუსეთის ნაწილი იქნება" - ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტი
პოლიტიკა • 1652538406 202

ოკუპირებული ცხინვალის ახალი ე.წ. პრეზიდენტი, ალან გაგლოევი ამბობს, რომ რუსეთთან მიერთება ოსი ხალხის "საუკუნოვანი ოცნებაა".
მისი თქმით, როდესაც კრემლი უკრაინაში "სამხედრო ოპერაციას" დაასრულებს, "სამხრეთ ოსეთი" ისევე იქნება რუსეთის ნაწილი, "როგორც ეს ადრე იყო".
"ამ გეგმას აჟღერებდა სამხრეთ ოსეთის თითქმის ყველა პრეზიდენტი და საერთოდ, ეს არის სამხრეთ ოსეთის ხალხის საუკუნოვანი ოცნება. ამის შესახებ ცნობილი ადამიანებიც საუბრობდნენ, პრაქტიკულად ბოლო 2 საუკუნის განმავლობაში. ჩვენ წინასაარჩევნო პროგრამაშიც გვქონდა ამის შესახებ საუბარი და აქ საქმე მხოლოდ ის კი არ არის, რომ გაერთიანებაა საჭირო, არამედ ის, თუ რა მექანიზმები უნდა ვიპოვოთ.
აქ ყველაფერი არ არის დამოკიდებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაზე. ჩვენ გვყავს სტრატეგიული პარტნიორი რუსეთის ფედერაციის სახით და ასეთი ნაბიჯები უნდა გადაიდგას ურთიერთშეთანხმებით. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით გეოპოლიტიკურ ცვლილებებს რეგიონში. გვესმის, რომ რუსეთის ფედერაცია ახლა ატარებს ოპერაციას უკრაინაში ნეო ფაშისტების წინააღმდეგ, ამიტომ, როგორც კი დადგება ამის დრო, სამხრეთ ოსეთი ისევე იქნება რუსეთის ფედერაციის ნაწილი, როგორც ეს ადრე იყო.
რაც შეეხება რეფერენდუმს, ჩვენ ის ადრეც ჩაგვიტარებია და მზად ვართ, ახლაც ჩავატაროთ. შესაბამისი ნაბიჯების შეთანხმების შემდეგ", - თქვა გაგლოევმა.

The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, აშშ კიევში, საელჩოს დასაცავად, სპეცრაზმის გაგზავნის საკითხს განიხილავს. გამოცემას ამის შესახებ ადმინისტრაციასთან დაახლოებულმა პირმა განუცხადა. "ბაიდენთან ჯერჯერ...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1653251699

დაღესტანში, დასახლება იზბერბაშში, ერთ-ერთ სკოლაში ბოლო ზარის ზეიმზე გოგონამ, რომლის ვინაობაც არ სახელდება გამოსვლა შემდეგი შეძახილით დაასრულა: "არა ომს! თავისუფლება უკრაინას! პუტინი ეშმაკია!" ბუნებრივ...
სოცმედია • 1653250483

Guardian-ის ინფორმაციით, უკვე რამდენიმე კვირაა რუსეთში სირიიდან ჩასული 50 სპეციალისტი იმყოფება, რომლებიც ოკუპანტებს ე.წ. "კასრის ბომბების" დამზადებასა და გამოყენებას ასწავლიან. "კასრის ბომბი" არის გა...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1653249501

The Telegraph წერს, რომ უკრაინასთან ომის დაწყების შემდეგ, რუსეთი მესამე დონის ქვეყანა გახდა, პუტინი კი ყველაზე მარტოსული ადამიანი დედამიწაზე. „პუტინმა საბოლოოდ გააერთიანა მთელი ცივილიზებული სამყარო მი...
მსოფლიო • 1653248011

მომღერალი სტეფანე მღებრიშვილი, რომელის ფილარმონიაში კონცერტის მსვლელობისას "აიქოსის" გამონაბოლქვით შეწუხდა, ფეისბუქის გვერდზე პოსტს აქვეყნებს: "ფანტასტიკურ კონცერტზე ვარ ფილარმონიაში , გიგაშა, ნინი, ჯ...
სოცმედია • 1653247242

"გირჩი - მეტი თავსუფლების" ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის თქმით, არანაირი დრაივი ან მოტივაცია, რომ ამ წუთში, რაიმე გააკეთონ ოპოზიციაში, არ არსებობს. მისი განმარტებით, არ ჰგონია, რომ პარლამენტიდან გამოსვლით რ...
პოლიტიკა • 1653244602