პოლიტიკა • 1725807825
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ლანძღავს პრეზიდენტს და ტრადიციულად აქებს ბიძინა ივანიშვილს - ირაკლი ღარიბაშვილმა ახალციხეში საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით განოსვლისას სალომე ზურაბიშვილს "მოღალატე" უწოდა.
კიდევ ერთი თვალსაჩინო აი ამ პირდაპირ ვიტყოდი მოღალატეთა შორის არის ჯერ კიდევ პრეზიდენტის პოსტზე მომუშავე ქალბატონი ზურაბიშვილი, რომელმაც ასევე გიღალატათ თქვენ, უღალატა ჩვენს ხალხს, უღალატა ჩვენს ქვეყანას და ჩვენს გუნდს, ვინც იგი მოიყვანა პრეზიდენტის თანამდებობაზე"- თქვა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილის თანახმად, "ხელისუფლებაში რომ არ მოსულიყო ბატონი ბიძინა ივანიშვილი დღეს ქვეყანა აღარ გვექნებოდა".
2012 წლის 1 ოქტომბერს ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანა გადაარჩინა! მაგრამ ნუ დაგვავიწყდება რომ ის ბოროტი ხალხი, ვისგანაც ქვეყანა დაღუპვას გადაარჩინა, საუბედუროდ ჯერ კიდევ პოლიტიკაში რჩებიან და ცდილობენ ხელისუფლებაში დაბრუნებას და დაუნდობელ რევანშს, ამიტომ 26 ოქტომბერს კიდევ ერთხელ უნდა დავდგეთ მტკიცედ ისე როგორც ეს გავაკეთეთ 1 ოქტომბერს და ქვეყანა კიდევ ერთხელ უნდა გადავარჩინოთ!
26 ოქტომბერს ხალხმა უნდა აირჩიოს ომი ან მშვიდობა! თუ ავირჩევთ „ქართულ ოცნებას“ გვექნება გარანტირებული მშვიდობა! და გვექნება ყველა ის სიკეთე რაც მოაქვს მშვიდობას და თავისუფლებას, კეთილდღეობა, ღირსეული ევროპული მომავალი. ხოლო თუ ავირჩევთ ამ ომის პარტიას, კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას და მათ სატელიტებს და კოალიციებს, აგენტურას და ენჯეოებს, გვექნება გარანტირებული ომი! გვექნება ქაოსი, ნგრევა, უბედურება და უპერსპექტივობა! მაგრამ ჩვენი ხალხი ბრძენია მეგობრებო და 26 ოქტომბერს გაიმარჯვებს მშვიდობა და გაიმარჯვებს „ქართული ოცნება“! ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი!“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მტკიცებით, რუსეთს ომის დასრულება უნდა, თუმცა ამავდროულად არ გამორიცხავს, რომ მოსკოვი "დროს აჭიანურებს". Newsmax-ის ჟურნალისტის კითხვას, ხომ არ ფიქრობს, რომ კრემლი დრო...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1742969726
ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორი, ჯონ რეტკლიფი ამბობს, რომ უკრაინელი სამხედროები შიშველი ხელებითაც გაგრძელებენ ბრძოლას, თუ მათ ხანგრძლივი მშვიდობისთვის პირობები არ ექნებათ. შესაბამისი გ...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1742969644
,,ძლიერი საქართველოს” წევრი, ალეკო ელისაშვილი: „პროკურატურა თუ მოგვადგება, მოგვადგეს. მომდგრები არ არიან? არ მივიდა საგამოძიებო კომისიაში და ერთი წლით ციხეში დაიჭერენ? დაიჭირონ, ვინმეს ეშინია მაგათი?...
პოლიტიკა • 1742969554
სანამ ოლიგარქის რეჟიმი სრულ საერთაშორისო იზოლაციაშია, სალომე ზურაბიშვილს ლიეტუვაში ხვდებიან როგორც საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტს. ასე წარადგინა სეიმის სპიკერმა ზურაბიშვილი, რომელსაც დღეს ქვეყნის უმ...
პოლიტიკა • 1742968155
ლაშა მგელაძე, პარტიის „ჩვენ“ პოლიტსაბჭოს წევრი, ეკონომიკის დოქტორი: ამოცანა გვეკითხება კონსერვატორია ტრამპი? თუ ლიბერალი? თუ არცერთი? საერთოდ რა ფასეულობის მიმართულების მატარებელია სახელმწიფო მოწყობის...
სოცმედია • 1742967741
ჟურნალისტი თამარ ნუცუბიძე რუსი დაპატიმრებული ჟურნალისტის წერილიდან ნაწილს აქვეყენბს: დღეს მინდა შემოგთავაზოთ რუსი ჟურნალისტის, მარია პონომორენკოს ბოლო სიტყვის პატარა ნაწილი სასამრთლოს სხდომაზე. მარიას...
მსოფლიო • 1742966426
ეს საინტერესოა • 1739735883
17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი