„რომ მიხედოთ თვენსკენ ნამდვილ ნარკომანებს , მომხმარებლებს, გამსაღებლებს და მათ მფარველებს ურიგო არ იქნება“ - ზურაბიშვილი „ოცნებას“

პოლიტიკა • 1773054324

სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი:

ყაჩაღობაზე, კორუფციაზე, ძალადობაზე, მკვლელობაზე (თუ ვითომც თვითმკვლელობაზე), უწესო ცხოვრებაზე და კიდევ რაზე არა, ოცნების მაღალ თანამდებობების პირები თუ დაბალი ჩინოვნიკები არიან შემჩნეულები, კიდევაც დაჭერილნი და ზოგს აღიარებულიც აქვს საკუთარი დანაშაული.აქეთ კი უწესიერესი ახალგაზრდები, ღირსეული და პრინციპული ქალები, შეუპოვარი პატრიოტები იხდიან უსამართლო სასჯელს. დანაშაულს არ აღიარებენ, რაც არ უნდა დაუჯდეთ ეს, საპროცესოზე თუ შეწყალების მოთხოვნაზე უარს ამბობენ, რამეთუ სიმართლე მათ მხარეს არის და ეს აძლევს მათ ძალას და იმედს. ასეთია დათო ჩხეიძეს საქმეშიც : იმიტომ რომ ადამიანს ვერაფერი მოუხერხეს, იმდენად ღვთის და ერის კანონს უფრთხილდება, იმდენად წესიერად ცხოვრობს და ღირსეულად აპროტესტებს ქვეყნის წართმევას, ამიტომ ცდილობენ მოუგონონ ყველაზე აბსურდულ ბრალდება. ვინც იცნობს (და ვინც გაიცნობს) ყველამ იცის რამდენად უსუსურია მათი ასეთი ქმედება.სინმდვილეში მეცოდებით თქვენ, ვინც ასეთ ძველ საბჭოთა პრაკტიკას მიყვებით, ვინც წვალობთ რომ დააშინოთ საზოგადოება ისე, როგორც თვითონ გეშინიათ. მეცოდებით იმიტომ, რომ შიში სახოგადოებაში თქვენი ხელით დათესილი, დღეს თქვენს ბანაკში (ისედაც დავიწროვებული) გადმოინაცვლა.ამ შიშს ებრძვით თქვენშივე, და ამიტომ ცდილობთ ხან დათო ჩხეიძე, ხან ანდრო ჭიჭინაძე, ხან მზია ამაღლობელი დააშინოთ … მაგრამ ამაოდ ! ამ ბრძოლასაც აგებთ და დღითიდღე კიდევ უფრო გიტაცებთ შიში ხვალინდელ დღისა. ამას არ შველის ახალი კანონები, მუქარის კორიანტელი არც ტყუილი ბრალდებები. არ შველის, რამეთუ იცით ყველაზე კარგად, სამართალი ვის მხარეს არის !!!!პს. ისე რომ მიხედოთ თვენსკენ ნამდვილ ნარკომანებს , მომხმარებლებს, გამსაღებლებს და მათ მფარველებს ურიგო არ იქნება!!!

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ზოდიაქო
7 ნოემბრის კოსმოსური გზამკვლევი: რას გვიმზადებენ ვარსკვლავები დღეს?

7 ნოემბრის ენერგიები გამოირჩევა ახალი ენერგიული მუხტით, საქმიანი აქტივობითა და გონებრივი კონცენტრაციით. კოსმოსური ფონი გვეხმარება სწრაფად გადავრთოთ ყურადღება პრაქტიკულ ამოცანებზე და წინ წავწიოთ პროფეს...

ეს საინტერესოა • 1794001636

ზელენსკი
მტერი ახალ დარტყმას ამზადებს, სამიზნე ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, დნეპრის ხიდები და სამოქალაქო ობიექტებია - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთი ახალ დარტყმებს ამზადებს და მთავარი სამიზნე სამიზნე ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, დნეპრის ხიდები და სამოქალაქო ობიექტებია. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეო...

რუსეთ-უკრაინის ომი • 1793998946

მატარებელი თოვლში
რუსეთში რკინიგზის ფოტოგრაფიით დაინტერესება სახიფათო ხდება - მოსკოვში მატარებლების ფოტოების 2 კოლექციონერი დააკავეს და 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ

მოსკოვის სასამართლომ მატარებლების მოყვარულთა პოპულარული ფოტოსაიტის, RailGallery-ის დამფუძნებლები, დენის ესკოვი და ანატოლი ნაგორნოვი დააპატიმრა. გამოძიება მათ სახელმწიფო რკინიგზის დახურულ ბაზებში უკანო...

მსოფლიო • 1793997466

კენიელი სექტის ლიდერი
კენიური სექტის ლიდერს 190 ბავშვის მკვლელობისთვის ორასი წლით პატიმრობა მიესაჯა

კენიის სასამართლომ აპოკალიპტური კულტის ლიდერს, პოლ მაკენზის 200 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ 190 ბავშვისა და ერთი ზრდასრულის მკვლელობაში, ასევე ადამიანების შიმშილით სი...

მსოფლიო • 1793990912

საქბანკი
საქართველოს ბანკმა ბიზნესისთვის ფინანსური მიმზიდველობის თემაზე ვორკშოპი გამართა

საქართველოს ბანკმა, ბიზნეს 360˚-ის შეხვედრების სერიის ფარგლებში, Countman-თან პარტნიორობით, ბიზნესის ფინანსური მდგრადობისა და დაფინანსების მოზიდვის შესაძლებლობებზე ვორკშოპი გამართა. შეხვედრას გიორგი ბ...

ბიზნესი & ეკონომიკა • 1793978807

ჯაღმაიძე
საპატრიარქო კაზინოებისთვის დაწესებულ საგადასახადო შეღავათებს აკრიტიკებს

საქართველოს საპატრიარქომ აზარტული თამაშებისა და კაზინოებისთვის დაწესებული საგადასახადო შეღავათები ღიად გააკრიტიკა. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ანდრია ჯაღმაიძის განცხად...

საზოგადოება • 1793976450