„რომ ვიცოდეთ, სად ვართ“ - მComcom-ი ნინო ჯანგირაშვილისთვის აშშ-დან ჩარიცხული თანხის წარმომავლობას სწავლობს
პოლიტიკა • 1771257942
Comcom-ი ჯანგირაშვილისთვის აშშ-დან ჩარიცხული თანხის წარმომავლობას სწავლობს. ამის შესახებ ჟურნალისტი სოციალურ ქსელში წერს და კომუნიკაციების კომისიის წერილს აქვეყნებს.
ნინო ჯანგირაშვილი აღნიშნავს, რომ "ტელეკომპანია კავკასიას" ღიად აქვს გამოცხადებული თავისი ანგარიში და შემოწირულობებს ითხოვს. მისი თქმით, მარეგულირებელმა აღმოაჩინა, რომ ტელეკომპანიის ერთ–ერთი შემომწირველი აშშ–დან არის.
"მთავარი ამ წერილით ნათქვამია: უცხოეთში მცხოვრები ქართველები "უცხო ძალად" ცხადდებიან" - წერს ნინო ჯანგირაშვილი.
რომ ვიცოდეთ სად ვართ. მოგეხსენებათ, კავკასია შემოწირულობებს იხვეწება, ღიად გვაქვს გამოცხადებული ჩვენი ანგარიში. გვირიცხავენ თანხებს სრულიად უცნობი ადამიანები, რაც განსაკუთრებით მიჩუყებს გულს. საუბარია ისეთ თანხებზე, იმედის პროპაგანდისტები ერთ ლანჩში რომ იხდიან. ხოდა, თურმე მარეგულირებელმა აღმოაჩინა, რომ ჩვენი ერთ–ერთი შემომწირველი აშშ–დან არის. მართლა არ ვიცი ვინ არის ეს ძვირფასი ადამიანი. გვარი და სახელი ქართული აქვს. შეიძლება ორმაგი მოქალაქეც არის. არ ვიცი სად უნდა გამოვიძიო. და აი, ამათ რა უნდა ვუპასუხო. შემომწირველს რა მომსახურება გავუწიე? რა ინვოისი გავუგზავნე? ან რაში დავხარჯე? ალბათ დენის ფული გადავიხადეთ ან ხელფასი გავისტუმრეთ. რა ვიცი. სხვა რა უნდა გვექნა ამ ფულით? ამათ უნდათ უბრალოდ დაგვღალონ, შეგვაშინონ რომ მოგვბეზრდეს ცხოვრება და აქედან წავიდეთ. ვერ მოესწრებით დოქსოფულოებო.
P.S. მთავარი ამ წერილით ნათქვამია: უცხოეთში მცხოვრები ქართველები “უცხო ძალად“ ცხადდებიან. ბევრი რომ აღარ ვიმკითხაოთ, რა იქნება მომავალში, გრანტების ახალი კანონის ამოქმედების შემდეგ. ემიგრანტების გადმორიცხვებიც რეჟიმის რეპრესიებს დაექვემდებარება," - წერს ნინო ჯანგირაშვილი.
16.02.26 19:29გაზიარება

"ფიგურული ცურაობა" - მიხეილ ყაველაშვილი
პოლიტიკა • 1773078330
რუსული სამთავრობო მედიის ინფორმაციით, ვლადიმირ პუტინმა აშშ-ისრაელის იერიშების შედეგად მოკლული აიათოლა ალი ხამენეის ვაჟს, მოჯთაბა ხამენეის ირანის ახალ უზენაეს ლიდერად არჩევა მიულოცა. გავრცელებული ინფორ...
მსოფლიო • 1773078042
მოჯთაბა ხამენეიმ უზენაესი ლიდერის რანგში პირველი მიმართვა გაავრცელა. „მშვიდობა დიდებულ, მამაც და ღირსეულ ირანელ ერს, რომელმაც მტკიცედ გაუძლო ყველა განსაცდელს.დღეს ჩვენ ვდებთ პირობას, რომ ერთგულად გავა...
მსოფლიო • 1773077710
დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას პროცესი გაიმართა. "ივანიშვილი არის დასამხობი" - ახალაიას ამ ფრაზის გამო, რომელიც მან სასამ...
პოლიტიკა • 1773077061
ფარულ ჩანაწერში ქალი, რომელიც მოქალაქეს 60 ათასი დოლარის ქრთამის სანაცვლოდ მერიაში გარანტიებს ჰპირდება, რიმა ოთარაშვილია - "ქართული ოცნების" სტაჟიანი გულშემატკივარი და მარნეულის მერიის თანამშრომელი....
კრიმინალი • 1773074848
ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა: „ევროპული ბიუროკრატია საით მიაქანებს ევროკავშირს, ეს მართლა არ ვიცი. ჩვენ ვსაუბრობთ, მათ შორის ეკონომიკაზე, მსოფლიო ეკონომიკაში 30 პროცენტი იყო ევროკავშირის...
პოლიტიკა • 1773061331