"რუსეთი ბალტიისპირეთში შეიჭრება, თუ უკრაინის მიწას მიიღებს" – მიხეილ სააკაშვილის წერილი  

პოლიტიკა 1707803071    304

მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თქმით, რუსეთი ბალტიისპირეთში შეიჭრება, თუ უკრაინის მიწას მიიღებს.

სააკაშვილი მოუწოდებს დასავლეთს, გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერა, რათა მომავალში NATO-ს ქვეყნებში ომი თავიდან აიცილოს. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის წერილშია ნათქვამი, რომელსაც ბრიტანული გამოცემა Telegraph აქვეყნებს.

"თუ რუსეთი შეძლებს უკრაინის ნაწილზე კონტროლის გაყინვას, ომი დროებითი გაყინვის შემდეგ, მალევე გავრცელდება უკრაინის, მოლდოვასა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში.

თავისუფალი სამყაროს ბედი ახლა უკრაინაში წყდება. პუტინის ნდობა არ შეიძლება და რუსეთის პრეზიდენტი არ შეწყვეტს ექსპანსიონისტურ ამბიციებს, თუ უკრაინაში მშვიდობა ტერიტორიული დათმობების ხარჯზე დადგება", - წერს სააკაშვილი.

ამასთან, ბრიტანული გამოცემა ყურადღებას ამახვილებს სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესებაზე.

"სააკაშვილმა ციხეში სხეულის წონის ნახევარი დაკარგა მას შემდეგ, რაც 2021 წელს ის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით 6 წლით დააპატიმრეს, რაც მისი მხარდამჭერების თქმით, არის პოლიტიკური სასჯელი მმართველი [პარტიის], ქართული ოცნების მიერ, რომელიც ფართოდ განიხილება, როგორც პრორუსული.

საქართველოს ხელისუფლება ამტკიცებს, რომ მას ადეკვატური სამედიცინო დახმარება გაუწიეს, მაგრამ Amnesty International და ევროპის საბჭოს უფლებადამცველი ორგანიზაცია ეთანხმება ოპოზიციურ პარტია ერთიან ნაციონალური მოძრაობას, რომ ის პოლიტიკური პატიმარია", - წერს გამოცემა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
საბა ჭიკაიძე
უნდა გაიკეთოს თუ არა აბორტი ქალმა, თუ მეორე ნახევარს ბავშვი არ უნდა? - მამა საბა ჭიკაიძის პასუხი (ვიდეო)

უნდა გაიკეთოს თუ არა აბორტი ქალმა, თუ მეორე ნახევრის ოჯახი ემუქრება და თვითონ მეორე ნახევარსაც არ უნდა ბავშვი? - მამა საბა ჭიკაიძე ქართველი ემიგრანტის კითხვას პასუხობს.  

სოცმედია 1708546920

მარტოხელა
რა თვისებები უშლის ხელს ქალს, რომ ნამდვილ სიყვარულს შეხვდეს

ფსიქოლოგების აზრით, არსებობს ელემენტარული "ცუდი ჩვევები", რომელიც, შეიძლება, ქალს ნამდვილი სიყვარულის პოვნაში  უშლიდეს ხელს. აგრძელებთ წარსულ ურთიერთობებში ცხოვრებას გაინტერესებთ თქვენი ყოფილი - როგორ...

ეს საინტერესოა 1708546620

ხოფერია
"ვზივარ ჩემთვის წყნარად, თვინიერად… რაც მთავარია, მშვიდად… მშვიდად ვარ, იმიტომ, რომ ბიძინა დაბრუნდა პოლიტიკაში" - ხათუნა ხოფერია

“აუფ… სად, რატომ, რა პონტში გავახსენდი დავით დარჩიაშვილს?! ვზივარ ჩემთვის წყნარად, თვინიერად… რაც მთავარია, მშვიდად… მშვიდად ვარ, იმიტომ, რომ ბიძინა დაბრუნდა პოლიტიკაში. ჰო, ვენდობი ამ ადამიანს ერთი უ...

სოცმედია 1708546380

ჰალკი
ძალიან ლამაზი ხარო - მითხრა ერთმა ქალბატონმა, მერე დავშორდი... მივხვდი, რომ აფერისტი იყო - "ქართველი ჰალკი" (ვიდეო)

ქართველმა მკლავჭიდელმა, ლევან საგინაშვილმა გადაცემა „იმედის დღის“ ეთერში საკუთარ ცხოვრებასა და კარიერაზე ისაუბრა. ქართველი „ჰალკი“ იხსენებს პირველ გამარჯვებას - როდესაც კლასელს გადაუწია ხელი. "ყველაზე...

საზოგადოება 1708546080

ჩხუბ
"შენ ვის არტყამ ხელს, ქალო?" - მარკეტიდან ფიზიკური დაპირისპირების კადრები ვრცელდება

"შენ ვის არტყამ ხელს, ქალო?" - ერთ-ერთ სუპერმარკეტში მაღაზიის თანამშრომელი და მომხმარებელი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. მომხმარებელი მეორე მოლარეს ითხოვდა, ამბობდა, რომ სამსახურში აგვიანდებოდა, რასაც და...

სოცმედია 1708545720

სასამართლო
ოჯახურ ძალადობაში ბრალდებული პოლიციელი თანამდებობას ინარჩუნებს - რა ჩვენება მისცა სასამართლოს მისმა მეუღლემ

ძალადობაში ბრალდებული პოლიციელი სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. მიუხედავად იმისა რომ გამოძიების მასალებით დგინდება რომ განსაკუთრებულ  დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ცოლზე სისტემატურა...

სამართალი 1708545180