„რუსეთის ნავთობის გარეშე ბინძური, გაუნათლებელი, გალოთებული და გარყვნილი სოფელია” – გიორგი თავდგირიძე

პოლიტიკა 1767965906

გიორგი თავდგირიძე

საზოგადოებრივი მოძრაობა „ფარის“ თანადამფუძნებელი, პოლკოვნიკი გიორგი თავდგირიძე:დავუშვათ, რომ აშშ-ის მთელი პოლიტიკა ნავთობის ირგვლივ ტრიალებს ( ნუ, ძალიან სუსტი დაშვებაა, ეგეთი სწორხაზოვანი და პრიმიტიული სტრატეგიები და ტაქტიკური ნაბიჯები ამერიკას არახასიათებს, მაგრამ მსჯელობის სიმარტივისთვის დავუშვათ ). რუსეთის შემთხვევაში კი ასეთი დაშვება ზუსტი იქნება, რუსეთი ნავთობისა და ბრეჟნევის დაგროვილი არსენალის გარეშე დიდი სოფელია ( ბინძური, გაუნათლებელი, გალოთებული და გარყვნილი ). გლობალური ომის საჭიროებისა და კანონზომიერების გათვალისწინებით, აშშ-ი უპირატესობის მისაღებად ატარებს წარმატებულ სამხედრო ოპერაციას ვენესუელაში ( 30 წუთიანს), ანადგურებს რუსეთის მოკავშირის ბირთვულ პროგრამას, აკავებს რუსული ჩრდილოვანი ფლოტის გემებს, თამაშობს მილიარდიანი მოსახლეობის მქონე ქვეყნების ეკონომიკით, დაკავებულია დამყაყებული საერთაშორისო ურთიერთობების დაქოქვით, იმისაც კი არ ერიდება, ყველაზე ძლიერი სამხედრო ბლოკის კონფიგურაცია გადააწყოს დაწყებული ომის პირობებში.რუსეთი შეშფოთებულია, აღშფოთებულია, პროპაგანდა დორბლის ყრით იოხებს გულს, პუტინს ალიასკაში გაშლილი წითელი ხალიჩის ეიფორია ჯერაც არ გასვლია, ინდოეთს ნავთობის ყიდვას ეხვეწება, ჩინეთს ფეხქვეშ ეგება, სარდლად გერასიმოვი ყავს და მეგობრად არარსებული ერის, შეკოწიწებული სახელმწიფოს, სასაცილოდ ბრაზიანი ლიდერი (ოკუპირებულ აფხაზეთში ). მეგობარი რეჟიმის ლიდერები პანტაპუნტით კარგავენ ტახტებს და რუსეთში ბომჟად ემიგრირებენ.მოკლედ ისეთ დათვად იქცა პუტინის რუსეთი, რომც გერეოდეს, აი ძალიან ქოცი უნდა იყო, ბაბაიას დაძახება არ იუკადრისო.და ჩვენ ამ ორ სახელმწიფოს შორის რუსეთთან მეგობრობა ვირჩიეთ. აშშ-თან სტრატეგიულ და ღრმა სამხედრო თანამშრომლობაზე უარი ვთქვით და რუსეთს გავუწოდეთ მეგობრობის ხელი ( ნუ, ჯერ რამდენიც ხელი გავუწოდეთ იმდენი დაგვაფურთხა ხელზე, რუსულ იდენტობის ნაწილია ეგეც).რუსეთის დაკნინების და დამცრობის შეუქცევადი პროცესი გრძელდება, შესაბამისად სულ უფრო თამამად და ხისტად უნდა დავუპირისპირდეთ ივანიშვილის დიქტატურას. რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაღწიოთ თავი რუსულ ჭაობს.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ზოდიაქო
11 სექტემბრის კოსმოსური გზამკვლევი: რას გვიმზადებენ ვარსკვლავები დღეს?

11 სექტემბრის ენერგიები გამოირჩევა შინაგანი სიღრმეების გააზრებით, ინტუიციის გაძლიერებითა და პრაქტიკული გონივრულობით. კოსმოსური ფონი გვეხმარება, ემოციური და გონებრივი რესურსები სწორი მიმართულებით წარვმ...

ეს საინტერესოა 1789072649

გვარამია და იაგო
„გირჩი“ არის „ქოცების“ პარტია, ხვიჩია - მათი აგენტი“ - ნიკა გვარამია

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ გადაცემა „რეაქციაში“ „გირჩის“ პოლიტიკურ როლზე ისაუბრა და იაგო ხვიჩია მმართველ გუნდთან თანამშრომლობაში ღიად დაადანაშაულა. გვარამიას თქმით, „ნაციონალური...

პოლიტიკა 1789071801

ნიკა გვარამია
ნიკა გვარამიამ ენმ-ს ზოგიერთი წევრი ბიძინა ივანიშვილისგან ფულის აღებაში დაადანაშაულა

"კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ „ნაციონალური მოძრაობის“ ზოგიერთი წევრი ბიძინა ივანიშვილისგან ფულის აღებაში დაადანაშაულა. გვარამიამ გადაცემა „რეაქციაში“ ერთ-ერთი მათგანიც დაასახელა და...

პოლიტიკა 1789070226

ამაღლობელი
„უსინდისობის დემონსტრირება იყო“ - მზია ამაღლობელი შალვა პაპუაშვილის განცხადებას ციხიდან პასუხობს

სინდისის პატიმარი მზია ამაღლობელი პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და მას „უსინდისობის დემონსტრირებას“ უწოდებს. 9 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე პაპუაშვი...

საზოგადოება 1789067079

თორნიკე რაზმაძე სიმონიანი
შსს ბლოგერს რუსი პროპაგანდისტის, სიმონიანის გინებას ედავება - მოგვიანებით საქმეში კობახიძის შეურაცხყოფაც გამოჩნდა

შინაგან საქმეთა სამინისტრო ბლოგერსა და ოპოზიციონერ აქტივისტ თორნიკე რაზმაძეს Facebook-ზე დაწერილი კომენტარის გამო სამართალდამრღვევად ცნობას სთხოვს. უწყება მას წვრილმან ხულიგნობას (166-ე მუხლი) ედავება...

პოლიტიკა 1789060240

დავით ნარიმანიძე
არასრულწლოვანი, რომელიც თბილისში, გამთენიისას მოკლეს, 17 წლის დავით ნარიმანიძეა

არასრულწლოვანი, რომელიც თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოკლეს, 17 წლის დავით ნარიმანიძეა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაულში ბრალდებული არასრულწლოვანი ცხელ კვალზე უკვე დაკავე...

საზოგადოება 1789052172