რუსეთის რკინიგზის ყოფილი სანქცირებული ხელმძღვანელი ვლადიმირ იაკუნინი საქართველოშია
პოლიტიკა • 1745757536

ტელეკომპანია ფორმულას ინფორმაციით, რუსეთის რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელი და პუტინის ახლო გარემოცვის წევრი, ვლადიმირ იაკუნინი ამჟამად თავის შვილთან ერთად საქართველოში იმყოფება.
ვლადიმირ იაკუნინი ჯერ კიდევ 2014 წლის მარტში, ყირიმის ანექსიის შემდეგ, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქცირებული პირების სიაში შეიყვანა. ხოლო რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ იაკუნინს სანქციები გაერთიანებულმა სამეფომ 2022 წელს დაუწესა. იაკუნინი ასევე სანქცირებულია ავსტრალიისა და კანადის მიერ.
ამერიკა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკურ სანქციებს ამკაცრებს
ფორმულას ინფორმაციით, იაკუნინი გაჩერდა სიღნაღში, სასტუმროში, რომელიც ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილს ეკუთვნის. ჩხარტიშვილი პარტია ქართულ ოცნებასთან დაახლოებული ბიზნესმენია. გავრცელებული ცნობებით, იაკუნინმა სწორედ ამ სასტუმროში აღნიშნა თავისი შვილის, ანდრეი იაკუნინის, დაბადების დღე, სადაც დაახლოებით 200 სტუმარი იყო შეკრებილი.
ვლადიმირის შვილი, ანდრეი იაკუნინი 2022 წლის ოქტომბერში, ნორვეგიაში სამხედრო ობიექტებთან დრონის უკანონო გამოყენებისთვის დააკავეს, რაც უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაწესებული სანქციების ფარგლებში რუსეთის მოქალაქეებისთვის აკრძალულია.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, არხის კორესპონდენტმა ვლადიმირ იაკუნინს კახეთში, ბოდბის მონასტერში ესაუბრა. იაკუნინს დაუსვეს კითხვა ბიძინა ივანიშვილთან შესაძლო ურთიერთობის შესახებ, რაზეც მან უპასუხა, რომ ივანიშვილს არ იცნობს. რაც შეეხება ვლადიმირ პუტინთან მეგობრულ კავშირს, ყოფილმა მაღალჩინოსანმა ამ თემაზე კომენტარისგან თავი შეიკავა. ფორმულას ინფორმაციით, რუსი ბიზნესმენი მისი უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელთან ერთად გადაადგილდებოდა.

გივი თარგამაძე: ეს პორტნოვია, იანუკოვიჩის თანაშემწე. ის იყო პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ რეპრესიების არქიტექტორი. ის ცვლიდა საკანონმდებლო ბაზას ისე, რომ ოპონენტთა დევნა სულ უფრო გააფთრებული ყოფილ...
სოცმედია • 1747827953

სასამართლოში ელემენტარული საპროცესო უფლებებიც კი წამართვეს - ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ე.წ. საზღვრის კვეთის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ ზეპირი მოსმენის გარ...
პოლიტიკა • 1747827635

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის ყოფილი მრჩეველი, ანდრეი პორტნოვი, მადრიდთან ახლოს მოკლეს. მედიის ცნობით, პორტნოვს გულმკერდის არეში ოთხი, თავის არეში კი ერთი ცეცხლნასროლი ჭრილობა აქვს მ...
მსოფლიო • 1747827507

თბილისის მერი კახა კალაძე მოუწოდებს მოქალაქეებს, დაემორჩილონ კანონს და სანამ მშენებლობას დაგეგმავენ, ნებართვის მისაღებად მერიის შესაბამის სამსახურებს მიმართონ. როგორც მან დღეს დედაქალაქის მთავრობის...
საზოგადოება • 1747826851

იპოდრომის ყოფილ ტერიტორიაზე მიმდინარე მშენებლობის დროს უსაფრთხოების ნორმები დაირღვა, რაზეც თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ მყისიერი რეაგირება მოახდინა. როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილი...
საზოგადოება • 1747826786

ჩელე ყურუა სოცქსელში წერს: ზვიად ცეცხლაძე ვინახულემითხრა რომ წერილი მან დაწერასაკანში მასთან ერთად სხედან ვალერი თეთრაშვილი, გურამ მირცხულავა და საბა ჯიქია, მათ საკანშივე მოაწერეს ხელი14 მაისს სასამარ...
პოლიტიკა • 1747825728