პოლიტიკა • 1634153149
ჟენევის მოლაპარაკებების 54-ე რაუნდის შემდეგ რუსეთი ოკუპირებული რეგიონების "საზღვრების" დელიმიტაცია/დემარკაციის ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში:
„რუსეთისა და მისი აფხაზი და სამხრეთოსური მოკავშირეების მტკიცებით, ჟენევის ფორმატის მთავარ პრიორიტეტად რჩება საკითხების კომპლექსი, რომლებიც დაკავშირებულია სამხრეთ კავკასიაში მტკიცე უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან. ამ სტრატეგიული მიზნის მისაღწევად, აუცილებელია ფოკუსირება ერთი მხრივ, იურიდიულად დამავალდებულებელი შეთანხმების დადებაზე საქართველოსთან და მეორე მხრივ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან. ამ ამოცანის იმპერატიულობა იზრდება დასავლეთის აქტიური ძალისხმევის ფონზე, თბილისის ნატოში მიზიდვასთან დაკავშირებით, რასაც მოწმობს უშუალოდ საქართველოს ტერიტორიაზე რეგულარული სამხედრო სწავლებები, მათ შორის ალიანსის ცოტა ხნის წინანდელი მრავალეროვნული მანევრი - „მტკიცე სული - 2021“.
ჟენევის დისკუსიის მონაწილეთა უმეტესობის შეფასებით, საქართველო-აფხაზეთის და საქართველო-სამხრეთ ოსეთის საზღვრის პირას ვითარება რჩება შედარებით სტაბილური. რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, რუსული მხარის შეთავაზებაა დაიწყოს საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის საზღვრის დელიმიტაციის პროცესი მათი შემდგომი დემარკაციით. ამაში მოსკოვს აქტიურად უჭერენ მხარს სოხუმი და ცხინვალი.
რუსეთის დელეგაციამ ყურადღება გაამახვილა საქართველოს დესტრუქციული ხაზის კონტრპროდუქტიულობაზე. კონფრონტაციული პოზიციის დაკავებით და ტენდენციური დოკუმენტების გატანით საერთაშორისო ფორმატებში, რომლებშიც არ მონაწილეობენ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, ქართული მხარე ამით თავად ბლოკავს მთელ რიგ საკითხებს ჟენევის მოედანზე. უპირველეს ყოვლისა, საუბარია თბილისის მიერ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ყოველწლიურად განსახილველად გამოტანილ რეალობას მოწყვეტილ რეზოლუციაზე გადაადგილებულ პირთა და დევნილთა შესახებ. მსოფლიო საზოგადოებისთვის საკუთარი ცალმხრივი და უკიდურესად პოლიტიკური თვალსაზრისის მოხვევა გაეროს ტრიბუნიდან, რომლისადმი წვდომაც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს არ აქვს, შეუძლებელს ხდის დიალოგს ამ პრობლემის ირგვლივ ჟენევის დისკუსიების ეგიდით“ , - ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.
18 აპრილს საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი. 19-20 აპრილს ზოგან გაწვიმდება, შესაძლებელია ელჭექიც. დასავლეთ საქართველოში 19 აპრილს ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს, ხოლო ქვეყნის აღმო...
საზოგადოება • 1713382574
ვერძი დღე დახუნძლულია სხვადასხვა მოვლენებით, იყავით აქტიური, პოზიტიური და ხალისიანი, თქვენი განწყობა გადამდებია სხვებისთვისაც. შესაძლოა, საკმაოდ საინტერესო საქმიანი წინადადება შემოგთავაზონ. კურო მოქმე...
ეს საინტერესოა • 1713382289
"მოთხოვნა შეიცვალა და გახდა: არა რუსულ მთავრობას!", - ამის შესახებ პარტია "ახალის" თანათავმჯდომარე ნიკა გვარამია მთავრობის ადმინისტრაციასთან საუბრობს. კანცელარიის მიმდებარედ ამ დროისთვის აქციის მონაწი...
პოლიტიკა • 1713382011
"პოლონეთში რომ როზეტა მოკლა ქმარმა და სამუდამო მიუსაჯეს, ხო გახსოვთ? ხოდა დღეს ჰელსინკის ფონდიდან ჩვენ პარტნიორებს შევხვდი. დავგეგმეთ, როგორ ვაგებინოთ პასუხი პოლიციას გულგრილობისთვის და პოლონეთს ეგეთი...
სოცმედია • 1713381960
სდსს-ს უფროსი ანზორ ჩუბინიძე კანცელარიაში მივიდა. მთავრობის ადმინისტრაციაში სავარაუდოდ უსაფრთხოებს ზომებს აძლიერებენ. შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც ხელისუფლებისთვის მიცემული 1 საათიანი ვადა ამოიწურა, ა...
პოლიტიკა • 1713381891
"ოცნების მომხრეებს ვურჩევდი, მეგობრებო, ნუ ჩაყვებით სამარეში ამათ, ისევ გაიწვევნ კანონს, აი ნახავთ თუ არა და თქვენ დარჩებით შეურაცხყოფილი. მოვა ამერიკის ელჩი და დაარწმუნებს, სანქცირების ირიბი მუქარით...
სოცმედია • 1713381300
ეს საინტერესოა • 1713382289
18 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 1713296400
17 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 1713122762
15 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი