„რუსულ კანონსაც ეხება, მიმდინარე თემებსაც ეხება“ - მამუკა მდინარაძე პარტაქტივთან შეხვედრებზე

პოლიტიკა 1680175195

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე

მმართველი გუნდი ადასტურებს, რომ რეგიონებში საკუთარ პარტ აქტივთან შეხვედრებზე რუსულ კანონსაც განიხილავს. როგორც მამუკა მდინარაძემ ხელვაჩაურის ორგანიზაციის წევრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, პარტიულ კონფერენციაზე ამ თემაზე საუბრისას ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, თუ როგორ იმუშავა „ფეიკ“ კამპანიამ აღნიშნული საკანონმდებლო პროექტის წინააღმდეგ.

„რუსულ კანონსაც ეხება, მიმდინარე თემებსაც ეხება, ოღონდ პროცენტულად რომ წარმოიდგინოთ, 2-3% შეიძლება ვილაპარაკეთ ამ „რუსულ კანონზე“, იქიდან გამომდინარე, რომ თქვენ მიერ მონათლული რუსული კანონი, სინამდვილეში სულ არ არის რუსული და როგორი „ფეიკი“ დაალაგეთ თქვენ, ამაზე ველაპარაკებით.საათანხევრიდან, შეიძლება, 5 წუთის განმავლობაში.

 

უამრავი სხვა თემაა და ეს არ არის ერთ-ერთი მიმდინარე საკითხი, ე.წ. „ფეიკ“ კამპანია, რომელსაც ალაგებს „ნაცმოძრაობა“ და მისი დამკვეთები, პატრონები, რიგ შემთხვევაში, გლობალური ომის პარტიის სხვა წარმომადგენლები და აქედან გამომდინარე, ამ თემასაც ვეხებით. ამიტომ, ნუ განიხილავთ პარტიულ კონფერენციებს ისე, რომ „ფეიკ“ კამპანიებს ეძღვნება ის. რაღაც ნაწილში, როდესაც საერთო თემებსა და გამოწვევებზე ვსაუბრობთ, ამ თემასაც, მათ შორის, ვეხებით“,- განაცხადა მდინარაძემ.უკვე მესამე დღეა ქართული ოცნება რეგიონებში შეხვედრებს მართავს საკუთარ მხარდამჭერებსა და პარტაქტივთან.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ღარიბაშვილი
"ხელს ნუ აფარებთ მკვლელებს" - გორში ღარიბაშვილს შვილმკვდარი მშობლები პროტესტით დახვდნენ

“ხელისუფლება ჩემი მტერია”, “ხელს ნუ აფარებთ მკვლელებს”,  - ამ ტრანსფარანტებით დახვდნენ გორში ჩასულ ირაკლი ღარიბაშვილს საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი თორნიკე მერებაშვილის მშობლები. მერებაშვილებმა ღარიბა...

პოლიტიკა 1713625944

მდინარაძე
"რა დროს სასამართლოა..." - მამუკა მდინარაძე სასამართლოს გამჭვირვალობაზე დასმულ შეკითხვას არ პასუხობს

"ოცნების" უმრავლესობის ლიდერი და რუსული კანონის ინიციატორი მდინარაძე, რომელიც არასამთავრობო სექტორისა და მედიის "გამჭვირვალობის" აუცილებლობაზე საუბრობს და პუტინისტური კანონის მიღების საჭიროებას ამით ხ...

პოლიტიკა 1713625837

იოსელიანი
„ძალადობის მომხრე ვერ ვიქნები, ალეკო კი არა, ჩემი შვილი რომ იყოს“ - ლევან იოსელიანი

ძალადობის მომხრე ვერ ვიქნები, ალეკო [ელისაშვილი] კი არა, ჩემი შვილი რომ იყოს, ერთი წამით არ უნდა იფიქროს ვინმემ, რომ ვინმეს მოვუწონო საქციელი ჩემი მეგობრობის ან ჩემი ახლობლობის გამო – ამის შესახებ სახ...

პოლიტიკა 1713625369

ნანუკა გულუა
„თუ უფალი ინებებს, სიამოვნებით გავაჩენ მესამესაც… საყვარელი ადამიანისგან შვილის გაჩენა დიდი ბედნიერებაა და მინდა მივმართო ქალებს, ვინც შედარებით გვიან დაოჯახდა, 40 წლის ასაკში გავაჩინე მეორე შვილი…“ - ნანუკა გულუა

ტელესახე და მსახიობი ნანუკა გულუა ახლახან მეორე შვილის დედა გახდა. მას და მის მეუღლეს, კახა კაშიას ქალიშვილი ნინა და ვაჟი – იკუნა ჰყავთ. ნანუკა და კახა თავადაც აქტიურად არიან ჩართულები შვილების მოვლაშ...

საზოგადოება 1713625183

ქალები ათუმი
"რუსეთში დაბრუნება არ გვინდა" - ქალების მარშს ბათუმიც შეუერთდა

"რუსეთში დაბრუნება არ გვინდა" - ქალების მარშს ბათუმიც უერთდება.   აქციის მონაწილეებმა მსვლელობა უკვე დაიწყეს. მანამდე კი ბათუმისს ცენტრალურ პარკში შეკრებილმა მოქალაქეებმა ევროკავშირის დიდი დროშა გაშალ...

პოლიტიკა 1713623509

ქალები რუსთაველი
ქალები რუსული კანონის წინააღმდეგ - რუსთაველის გამზირი დღესაც გადაიკეტა

ქალები რუსული კანონის წინააღმდეგ  - საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები უკვე პარლამენტთან არიან. რუსთაველის გამზირი დღესაც გადაიკეტა.   "ქალები ვირჩევთ ევროპას" - ამ სლოგანის ქვეშ დღეს სხვადასხვა ასაკის...

პოლიტიკა 1713623175