რუსული კანონის განხილვა - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილია

პოლიტიკა 1728465140

სასამართლოო საკონს

რუსული კანონის განხილვა - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილია. გადაწყვეტილება სასამართლომ რამდენიმე წუთის წინ გამოაქვეყნა.

 

მოსამართლეთა კოლეგიამ კანონის ამოქმედება არ შეაჩერა და საქმე არსებითად განსახილველად წარმოებაში მიიღო.

არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე. 

 

 

საოქმო ჩანაწერს დაერთოს მოსამართლეების – გიორგი კვერენჩხილაძისა და თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებული აზრი სადავო ნორმების შეჩერების შესახებ მოსარჩელე მხარის შუამდგომლობის არდაკმაყოფილების თაობაზე. 

 

 

საოქმო ჩანაწერს დაერთოს მოსამართლე ევა გოცირიძის განსხვავებული აზრი №1828 და №1834 კონსტიტუციური სარჩელების „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლთან მიმართებით, არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნის ნაწილში არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით.

 

საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი.

საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად", - წერია გადაწყვეტილებაში. 
გადაწყვეტილება სრულად ნახეთ აქ.

 

შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში რუსულ კანონთან დაკავშირებით 4 სარჩელი იყო შეტანილი. სარჩელების განხილვა საკონსტიტუციო სასამართლომ 1 სექტემბერს დაასრულა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ზოდიაქო
16 აგვისტოს კოსმოსური გზამკვლევი: რას გვიმზადებენ ვარსკვლავები დღეს?

16 აგვისტოს ასტროლოგიური ფონი კვირადღეს შინაგან განტვირთვას, ემოციურ წონასწორობასა და ახალი კვირისთვის ძალების მოკრებას უწყობს ხელს. დღევანდელი პლანეტარული განლაგება გვიბიძგებს, რომ დროებით გვერდზე გა...

ეს საინტერესოა 1786827499

ქონექთი
„სცდება ჩვენი პასუხისმგებლობის ფარგლებს“ - „რეპსოლი“ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის რეალიზაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

კომპანია „რეპსოლი“, რომელიც ქართულ ბაზარზე „ქონექთის“ (CONNECT) ბრენდის გასამართი სადგურებით ოპერირებს, ოკუპირებულ აფხაზეთში მათგან შეძენილი საწვავის რეალიზაციის საკითხს გამოეხმაურა. მედიაში გავრცელებ...

ბიზნესი & ეკონომიკა 1786822857

ცხენის ნარჩენები ნაბახტევში
ხაშურის სოფელ ნაბახტევში დაკლული ცხენების ნარჩენები იპოვეს — ადგილობრივები ეპიდემიოლოგიურ საფრთხეზე საუბრობენ

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბახტევში, საძოვრებთან, დაკლული ცხენების ნარჩენები აღმოაჩინეს. ინფორმაციას ამის შესახებ „ქართლის ამბები“ ავრცელებს. ადგილობრივი მცხოვრების, ირინა არბოლიშვილის თქმით, სოფ...

შემთხვევა 1786821002

ინდონეზია მიწისძვრა
ინდონეზიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის (USGS) მონაცემებით, 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ინდონეზიაში, ფლორესის რეგიონიდან ჩრდილო-დასავლეთით 68 კილომეტრში, 10 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა. ძირითადი ბიძგი...

მსოფლიო 1786802130

ამინდი
15-18 აგისტოს საქართველოში ამინდი გაუარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 15 აგვისტოს დღის მეორე ნახევრიდან 18 აგვისტოს დღის მეორე ნახევრამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე შენარჩუნებული იქნება ნალექიანი ამინდები. 15 აგვისტოს მცხეთა-მთიანე...

საზოგადოება 1786797933

სტიქია თბილისი
რა ვითარებაა 14 აგვისტოს ღამეს მოსული უხვი ნალექის შემდეგ დედაქალაქში - თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

დედაქალაქში 14 აგვისტოს ღამეს მოსული უხვი ნალექის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურისა და ქუჩების გაწმენდის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. პროცესში, გასული ღამის მსგავსად, ჩართულია თბილისის მერი...

საზოგადოება 1786787163