პოლიტიკა • 1721231665
მაშინ, როდესაც “ქართული ოცნება" რუსული კანონის მიღების მთავარ მიზნად მედიისა და არასამთავრობო სექტორის გამჭვირვალობას ასახელებს, ამ კანონის მიმღები დეპუტატების ქონება, წლებია გაუმჭვირვალეა. ერთ-ერთი ასეთი დეპუტატის, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ლევან კობიაშვილის ქონებრივ დეკლარაციაზე ინფორმაციას "ფლანგვის დეტექტორი" ავრცელებს და წერს, რომ კობიაშვილი დეკლარაციას "ცუდად ავსებს".
ლევან კობიაშვილი ქონებრივ დეკლარაციას 2016 წლიდან ავსებს. პირველივე დეკლარაციიდან ირკვევა, რომ ანტი-დასავლური კანონპროექტის მხარდამჭერის ორივე შვილი გერმანიის სხვადასხვა ქალაქში, ფრაიბურგსა და დუისბურგში არიან დაბადებულები.
ლევან კობიაშვილის ბოლო, 2023 წლის დეკლარაციიდან ვიგებთ, რომ ის არა მხოლოდ საქართველოში, არამედ გერმანიაშიც არა ერთ უძრავ ქონებას ფლობს. 2020 წელს ლევან კობიაშვილმა და მისმა მეუღლემ, თამარა წულეისკირმა, ბერლინში 110კვ.მ ბინა შეიძინეს, რაშიც 945,000 ევრო გადაიხადეს. ლევან კობიაშვილი ბერლინში ასევე ფლობს 2014 წელს შეძენილ საცხოვრებელ სახლსა და მიწის ნაკვეთს. თამარ წულეისკირის დეკლარაციიდან ვიგებთ, რომ 2014 წელს შეძენილი ბინის ფასი 1,690,000 ევროა. მიუხედავად იმისა, რომ როგორც ბოლო დეკლარაციიდან ვიგებთ, ლევან კობიაშვილმა ბერლინში 700 კვ.მ მიწის ნაკვეთი 2014 წელს შეიძინა, აღნიშნული ჩანაწერი 2016-2019 წლების დეკლარაციებში არ გხვდება და პირველად სწორედ 2020 წლის დეკლარაციაში ჩნდება.
აღსანიშნავია ისიც, რომ 2018 წელს საჯარო სამსახურის ბიუროს კომისიამ ლევან კობიაშვილის დეკლარაცია შეარჩია მონიტორინგისთვის. როგორც აღმოჩნდა, პარლამენტის წევრი დეკლარაციაში სამეწარმეო საქმიანობაში მონაწილეობისა და მეუღლის სახელფასო შემოსავლების დამალვის გამო საჯარო სამსახურის ბიურომ დააჯარიმა. ლევან კობიაშვილი 2023 წელს შესამოწმებელი თანამდებობის პირების სიაშიც მოხვდა. სავარაუდოდ, მოიტორინგის შედეგები მალე გამოქვეყნდება.
ოჯახის წევრი სახელმწიფო უწყებაში
2019 წლის სექტემბრიდან ლევან კობიაშვილის მეუღლე, თამარა წულეისკირი საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ-ის “ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის” დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა.
“ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრს” არც ერთხელ არ დაუგმია ის ანტიდასავლური განცხადებები, რასაც საქართველოს მთავრობა ქვეყნის პარტნიორების მისამართით ყოველდღიურ რეჟიმში აკეთებს, საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ-ს არ გაუკეთებია კომენტარი მაშინაც, როდესაც ყოფილმა პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომი ნატოს გაფართოების გამო დაიწყო.
ცხადია, სსიპ-ი არ გამოხმაურებია არც ქართული ოცნების მიერ ორჯერ დაინიცირებულ და საბოლოოდ მასობრივი პროტესტის ფონზე მიღებულ რუსულ კანონს, რასაც ამერიკის მხრიდან რიგი მაღალჩინოსნებისა და მათი ოჯახის წევრების მიმართ სავიზო შეზღუდვების დაწესება მოჰყვა, ევროკავშირის მხრიდან კი ჩვენს გაწევრებაზე მოლაპარაკებების შეჩერება. ერთადერთი, რასაც მთელი ამ ხნის განმავლობაში თამარა წულეისკირი გამოეხმაურა, ლევან კობიაშვილის მიერ 2023 წელს რუსული კანონის მხარდაჭერა იყო. წულეისკირმა დაწერა, რომ Facebook-დან უნდა წაეშალა ყველას, ვინც თვლიდა, რომ მისი ქმარი მოღალატეა.
ვიდეო - აქციაზე აკრძალული ფეიერვერკებიც დაბრუნდა
პოლიტიკა • 1739215853
ვიდეო - ლევან გოგიჩაშვილის დაკავების კადრები
პოლიტიკა • 1739215484
რეჟისორი დათა თავაძე რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციას შეუერთდა - მისი განმარტებით, სამართალდამცველები ყოველდღიურად ცდილობენ, რომ დედაქალაქის მთავარი გამზირი მოქალაქეებმა არ გადაკეტონ. რ...
პოლიტიკა • 1739214828
მომიტინგეებმა, რუსთაველის გამზირი, რამდენიმე მცდელობის შემდეგ, მაინც გადაკეტეს, თუმცა ოლიგარქის პოლიცია მოქალაქეების სავალი გზიდან გაყვანას ისევ ცდილობდა. ამ დროისთვის, ადგილზე დიდი რაოდენობით საპოლიც...
პოლიტიკა • 1739214754
ოლიგარქის პრემიერმინისტრს, ირაკლი კობახიძეს ჰგონია, რომ "ქართული ოცნება" "ჯერჯერობით, წარმატებით იცავს დემოკრატიას გამოწვევებისგან". ეს განცხადება კობახიძემ შვეიცარიულ ყოველკვირეულ ჟურნალ Die Weltwoch...
პოლიტიკა • 1739204073
სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენელია - წერია ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ მომზადებული რეზოლუციის ერთ-ერთი პრორექტში, რომლის ავტორიც ევროპის სახალხო პარტიაა....
პოლიტიკა • 1739202888
ეს საინტერესოა • 1730230380
30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი