რუსული კანონის მოქმედება შესაძლოა, საკონსტიტუციომ შეაჩეროს - სასამართლოში სარჩელი პრეზიდენტის ხელმოწერით შევა?

პოლიტიკა 1720697423

სალომე ზურაბიშვილი

რუსული კანონის მოქმედება შესაძლოა, საკონსტიტუციო სასამართლომ შეაჩეროს - პრეზიდენტის სასახლეში ამ წუთებში სარჩელის თემაზე კონსულტაციები მიდის. საქართველოს მთავარ სასამართლოში რუსული კანონის ანტიკონსტიტუციურად ცნობას სამოქალაქო სექტორი მოითხოვს, თუმცა რადგან პრეზიდენტთანაა კონსულტაციები, შესაძლოა, სარჩელი პრეზიდენტის სახელით შევიდეს.

ცოტა ხნის წინ "პირველებმა" გადაიღო კადრები, როგორ შედიან  პრეზიდენტთან შეხვედრაზე სამოქალაქო სექტორის და ოპოზიციის ოპოზიციის წარმომადგენლები.

 

"პირველების" ინფორმაციით, სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში ორშაბათს შევა. რამდენიმე წუთის წინ, ორბელიანების სასახლეში მივიდა ეკა ბესელია.

 

როგორც მან TV პირველს განუცხადა, რუსული კანონის აღსრულება მინიმუმ სასამართლოს დასრულებამდე უნდა შეჩერდეს.

 

რაც შეეხება პრეზიდენტის როლს, როგორც ეკა ბესელია აღნიშნავს, კონსტიტუციაში არსებული სპეციალური ჩანაწერის,  78-ე  მუხლის გასაჩივრება მხოლოდ პრეზიდენტს შეუძლია.

 

უმრავლესობა ამ ორგანიზაციების არ აპირებს რეგისტრაციაში გავლას, ამიტომ საკონსტიტუციო სასამართლოში ამ კანონის გასაჩივრება არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ შეჩერდეს ამ კანონის მოქმედება და მისი საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ის მაინც უნდა მოხდეს სასამართლოს მიერ, რომ იმისთვის, რომ თავიდან იყოს აცილებული გამოუსწორებელი ზიანი, რომელიც შეიძლება მიადგეს სექტემბერში ამ კანონის ამოქმედებას, შეაჩეროს სასამართლომ მისი მოქმედება. ამ სარჩელის მომზადების პროცესში ჩართულია ბევრი ადამიანი, არასამთავრობო სექტორი.

პრეზიდენტს აქვს მხოლოდ უფლება, განსხვავებით სამოქალაქო სექტორისგან, 78-ე მუხლი, რომელიც არის სპეციალური ჩანაწერი კონსტიტუციაში ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით, ამ მუხლით გასაჩივრდეს", - ამბობს ბესელია.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
სტამბოლის მერ
სტამბოლის დაპატიმრებულმა მერმა საპრეზიდენტო პრაიმერიზში თითქმის 15 მილიონი ხმა მიიღო

ვირას, 23 მარტს, თურქეთის ოპოზიციური რესპუბლიკური სახალხო პარტიის (CHP) პრაიმერიზში თითქმის 15 მილიონმა ამომრჩეველმა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატად სტამბოლის მერი ექრემ იმამოღლუ აირჩია....

მსოფლიო 1742785660

მღვდელი რუსეთი
რუსეთში მღვდელი 11 წლის წინ უკრაინის დროშასთან ერთად გადაღებული სურათის გამო დააკავეს

სანქტ-პეტერბურგში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელი, ნიკოლაი სავჩენკო 2014 წელს უკრაინის დროშასთან ერთად გადაღებული სურათის გამო 14 დღით დააკავეს. აღნიშნული ინფორმაცია რუსულმა Фонтанка-მ სანქტ-...

რუსეთ-უკრაინის ომი 1742785614

მაია ორჯონიკიძე.PNG
„ეს იყო ფსბ-ს პირდაპირი დაკვეთა, შესრულებული გრუზინი არაკაცების მიერ... ქოცებო, თქვე პირუტყვებო, მოგიხანთ უსამშობლოო დედების ფანჩატურები“ - მაია ორჯონიკიძე

მხატვარი მაია ორჯონიკიძე: ეს იყო ფსბ-ს პირდაპირი დაკვეთა, შესრულებული გრუზინი არაკაცების მიერ-ბოთლების დაშენა სომეხი სტუმრებისთვის. ქოცებო, თქვე პირუტყვებო, მოგიხანთ უსამშობლოო დედების ფანჩატურები.

სოცმედია 1742785228

ტაბლიაშვილი ივანიშვილი
„იმ კონკრეტული პირების უკან, რომლებმაც საკუთარი "ქართველობა" სტუმრების გინებით, მათთვის შეურაცხყოფის მიყენებით, ბოთლებისა და სხვა საგნების სროლით "დაამტკიცეს", დგას, არც მეტი, არც ნაკლები, ბიძინა ივანიშვილი“ - ირაკლი ტაბლიაშვილი

ჟურნალისტი ირაკლი ტაბლიაშვილი: გაგიკვირდებათ და, იმ კონკრეტული პირების უკან, რომლებმაც დღეს საკუთარი "ქართველობა" სტუმრების გინებით; მათთვის შეურაცხყოფის მიყენებით; ბოთლებისა და სხვა საგნების სროლით "...

სოცმედია 1742785001

მიქაუტაძე მიცლოცა დედა
ფოტო: "გილოცავ დე“ -  მიქაუტაძე გოლის გატანის შემდეგ  

"გილოცავ დე“ -  მიქაუტაძე გოლის გატანის შემდეგ  

სპორტი 1742746350

ნაკრებიიი
საქართველომ სომხეთი გამანადგურებელი ანგარიშით დაამარცხა და კვლავ B დივიზიონში ითამაშებს

საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის B დივიზიონის პლეი ოფის საპასუხო მატჩში „დინამო არენაზე“ სომხეთის ნაკრებს უმასპინძლა, 6:1 დაამარცხა-ჯვაროსნები კვლავ B დივიზიონში ითამაშებენ.    

სპორტი 1742745731