რუსული ოკუპირებულ ოჩამჩირეში: “ეს ძალიან სახიფათოა, უკრაინა განახორციელებს სარაკეტო დარტყმებს” – პაატა დავითაია

პოლიტიკა 1720618268

დავითაია

„ევროპელი დემოკრატების” ლიდერი პაატა დავითაია ამბობს, რომ სავარაუდოდ, ოჩამჩირის აკვატორიაში ძალიან მალე 8 წყალქვეშა ნავი და 5 გემი აღმოჩნდებიან და პორტი საომარ მოქმედებაში ჩაერთვება.

პაატა დავითაია ამბობს, რომ თუ ასე მოხდა, უკრაინის მხრიდანაც განხორციელდება სარაკეტო დარტყმები და საფრთხე დიდია, რომ ადგილობრივი მოსახლეობა დაზარალდეს.

ალბათ, უახლოეს ხანებში ჩვენ ვნახავთ დაახლოებით 5-მდე დიდი გემის განლაგებას ოჩამჩირის აკვატორიაში. მე როგორც მაქვს ინფორმაცია, დაახლოებით, 8 წყალქვეშა ნავის გადმოყვანაზე არის საუბარი  ნოოროსისკიდან და სევასტოპოლიდან და ოჩამჩირის საზღვაო ბაზა უკვე ჩაერთვება საბრძოლო მოქმედებებში. ამის შემდგომ, დიდი ალბათობით, უკრაინის მხრიდან განხორციელებული იქნება სარაკეტო დარტყმები ოჩამჩირეზე. ამის ტექნიკური საშუალება უკვე უკრაინას აქვს და უკრაინამ ეს უკვე დაადასტურა. დიდი ალბათობით, ეს დარტყმები ოჩამჩრის მიმართულებით განხორციელდება. აი ეს ვითარება არის შექმნილი, რაც ძალიან სახიფათოა, მინდა ხაზი გავუსვა, იმიტომ, რომ ეს არის საქართველოს ტერიტორია. რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვაკონტროლებთ მას, იქ იმყოფებიან ოკუპანტები და უკრაინას სრული უფლება აქვს, დაარტყას ოჩამჩირის საზღავო ბაზას. აქ არის პრობლემა აფხაზების, რომლებიც ჩვენი მოქალაქეები არიან და რამე შეცდომა რომ მოხდეს ეს საზღვაო ბაზა და ქალაქი ოჩამჩირე თითქმის ერთი ტერიტორიაა და შეიძლება, მშვიდობიანი მოსახლეობა დაზიანდეს”, – ამბობს პაატა დავითაია.ოჩამჩირის პორტში რუსეთის სამხედრო გემი Project 22870 გაჩერდა – ამის შესახებ ინფორმაცია მედიაში ვრცელდება.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ასტროპროგნოზი
24 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი ახლა თქვენთვის პირველ ადგილზე ოჯახი უნდა იყოს და მერე სხვა დანარჩენი. თუ რჩევას გაითვალისწინებთ და საყვარელი ადამიანების ცხოვრებით დაინტერსდებით, ნახავთ, რომ მათგან გაცილებით მეტ სითბოს და სიყვა...

ეს საინტერესოა 1721764390

ელექტროენერგია
ქუჩები, სადაც 24 ივლისს ელექტროენერგია გაითიშება

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 24 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება გლდანის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის, გლდანი...

საზოგადოება 1721735700

პოლიტიკა
„ჩვენ მივიღებთ საკონსტიტუციო უმრავლესობას... გარდა ერთისა, ვერცერთი ლახავს 5%-იან ბარიერს“ - მამუკა მდინარაძე

ჩვენ მივიღებთ საკონსტიტუციო უმრავლსობას... გარდა ძველი „ნაციონალური მოძრაობისა“ ვერცერთი პარტია ვერ ლახავს 5%-იან ბარიერს - ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, "ქართული ოცნების" აღმასრულე...

პოლიტიკა 1721733426

მსოფილიო
ვულკანის საფრთხე ტურისტებისთვის - სეზონის პიკში იტალიის ყველაზე დატვირთული აეროპორტი დაიხურა

აღმოსავლეთ სიცილიის ქალაქ კატანიაში, „ეტნადან“ ვულკანის ამოფრქვევის გამო, ზაფხულის პიკის ტურისტულ სეზონში აეროპორტი დაიხურა, რის გამოც ტურისტებს პრობლემები შეექმნათ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ე...

მსოფლიო 1721732590

ცესკო
ტვ „პირველის“ გადაცემის წამყვანმა ნოდარ მელაძემ, ჟურნალისტმა მაკა ჩიხლაძემ და ტვ „მთავარის“ წამყვანმა ეკა კვესიტაძემ ცესკოს თავმჯდომარის გიორგი კალანდარიშვილის მიმართ ჟურნალისტური ეთიკის პრინციპები დაარღვიეს - ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ დაადგინა, რომ ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემის წამყვანმა ნოდარ მელაძემ, ჟურნალისტმა მაკა ჩიხლაძემ და ტელეკომპანია „მთავარის“ წამყვანმა ეკა კვესიტაძემ ცე...

საზოგადოება 1721732144

ცბ მმ
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ვილა მოსავალი ფართოვდება

საქართველოს ბანკისთვის, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ძლიერი კერძო ფინანსური ინსტიტუტისთვის, პარტნიორი ბიზნესების განვითარებისა და გაძლიერების ხელშეწყობა უცვლელი პრიორიტეტია. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით...

ბიზნესი & ეკონომიკა 1721728200