რუსული Yandex-ით მიყენებული ეკონომიკური ზარალი - როგორ ატყუებს კომპანია ქართველ მძღოლებს?

პოლიტიკა • 1724997900

იანდექს ტაქსი

„იანდექს ტაქსი“ მძღოლების შრომის უფლებებს არღვევს.

რუსული Yandex-ის რომლის ქართულ ბაზარზე მონოპოლისტობა ერთის მხრივ სახელმწიფოებრივ უსაფრთხოებაზე გადის, ამასთან ერთად, არაკეთილსინდისიერ დამოკიდებულებას იჩენს იანდექს ტაქსის აპლიკაციით მოსარგებლე მოქალაქეების მიმართ. კერძოდ, საუბარია მძღოლებზე, რომელთა დიდი ნაწილი უკმაყოფილებას უკვე ღიად გამოხატავს. ნიუპოსტის ინფორმაციით, რეიტინგი რომელიც მძღოლებს მგზავრების შეფასების შედეგად უგროვდებათ, მათთვის გაუგებარი მიზეზით კომპანიის მიერ აკლდებათ, ხშირ შემთხვევაში იანდექსის ანგარიშზე მათთვის განკუთვნილი თანხაც ქრება. როგორც იქ დასაქმებული ადამიანები ამბობენ, მაღალანაზღაურებადი შეკვეთების, მათ შორის ქალაქგარეთ გამოძახებები, ხშირად ებლოკებათ, მიუხედავად 100%-იანი რეიტინგისა. მძღოლები, რომლებიც საკუთარი ავტომობილებით მუშაობენ და რომლის შეკეთების ხარჯებსაც თავად ფარავენ საჭიროების შემთხვევაში, ამბობენ, რომ იანდექსი კარგი შეკვეთების დროს მათ ბლოკავს და თავისივე ავტომობილებს აძლევს შეკვეთით სარგებლობის საშუალებას.

„ამხელა  ფასიანი მანქანა სამ და ხუთ ლარად მამუშავებინეთ, მანქანა მოვსპე და იმის მაგივრად მადლობა უთხრათ ხალხს, ატყუებთ... იგონებთ რეიტინგებს და ბლოკავთ... იცით, რომ უჭირთ ქართველებს და ახვეწნინებთ... რა ქნას ხალხმა, თორემ საერთოდ არ უნდა იმუშაოს თქვენთან ადამიანმა“ - წერს ერთ-ერთი მძღოლი (დავით მამაგეიშვილი) სოციალურ ქსელში და იქვე კოლეგებს აფრთხილებს: „არ მოგატყუონ ხალხნო, გამოუშვებენ და ცოტა ხანში დაგბლოკავენ...“

„ნიუპოსტი“, რომელიც ბოლო პერიოდში აქტიურად მუშაობს იანდექსის საქართველოში გაფართოების თემით,  რომლის კავშირებიც ოკუპანტი სახელმწიფოს სპეცსამსახურებთან  მნიშვნელოვან რისკებს შეიცავს, ამჯერად დაინტერესდა ეკონომიკური ზარალით, რომელიც შეიძლება მიადგეთ საკუთარი ავტომობილებით მომუშავე მძღოლებს. ჩვენი ჟურნალისტი დაუკავშირდა ერთ-ერთ მათგან, რომელმაც „ნიუპოსტთან“ ღიად ისაუბრა.  მინდია გოგოლაძე გვიყვება, რომ იანდექსში 10 მანქანა ამუშავა და ყოველთვის იგივე პრობლემას აწყდებოდა, მიუხედავად რეიტინგისა, რის გამოც ათივე ჩამოაშორა კომპანიას.

„ვმუშაობდი და არაერთხელ გამოვცადე საკუთარ თავზე... მინიმუმ ათი ადამიანი ვიცი, ვინც ამ დღეში აღმოჩნდა... მე რომ მაგას მივხვდი ჩემი მანქანებიც ჩამოვაშორე კომპანიას, რაოდენობა შეადგენდა ათს და ყველას ასე ემართებოდა, არ ჰქონდა მნიშვნელობა რეიტინგს“ - გვეუბნება მინდია გოგოლაძე.

ანალოგიურ პრობლემაზე წერს სოციალურ ქსელში კიდევ ერთი მძღოლი: „მეც მაგიტომ დავანებე, როგორც კი ქალაქგარეთ მოვიდოდა შეკვეთა ნორმალური ტარიფით, ეგრევე მითიშავდნენ“

ნიუპოსტი შეეცადა „იანდექს ტაქსის“ წარმომადგენლობასთან დაკავშირებას, თუმცა უშედეგოდ.  მათ მიმართ საზოგადოებაში დაგროვილი შეკითხვების პასუხის მისაღებად, რამდენად არის დაცული მომხმარებელთა ბაზები? თანამშრომლობს თუ არა კომპანია რუსულ ჰედ. ოფისთან და შესაბამისად რუსულ სპეცსამსახურებთან? გავრცელებული ინფორმაციით იანდექსისთ სწორედ რუსეთის მოქალაქეები სარგებლობენ ხოლო დასაქმებული ქართველი მოქალაქეები ხშირად არიან კომპანიის მიხრიდან დაზარალებულნი.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
საქართველო-ევროკავშირი
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ

ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე, რომელიც ლუქსემბურგში დღეს, 12 ოქტომბერს გაიმართება, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოს საკითხსაც განიხილავენ, - ინფორმაცია ევროკავშირის ოფიციალურ ვებგვერ...

პოლიტიკა • 1791794102

ავარია ძამა
ძამას ხეობაში ექსკურსიის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა - შემთხვევის შედეგად 6 პირი დაშავდა

ძამას ხეობაში ექსკურსიის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 6 პირი დაშავდა, მათგან 4 არასრულწლოვანია. ინფორმაციას „ქართლის ამბები“ ავრცელებს. შემთხვევ...

შემთხვევა • 1791792613

საქბანკი
საქართველოს ბანკმა Citi-სგან ვაჭრობის დაფინანსებისთვის $50 მილიონის ოდენობის ფინანსური რესურსი მოიზიდა

საქართველოს ბანკმა Citi-სთან ერთწლიან, 50 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სავაჭრო დაფინანსების შეთანხმებას მოაწერა ხელი. სტრატეგიული შეთანხმება, 2011 წელს მიღებული ხელშეკრულების- Continuing Agreement for...

ბიზნესი & ეკონომიკა • 1791791311

ზოდიაქო
12 ოქტომბრის კოსმოსური გზამკვლევი: რას გვიმზადებენ ვარსკვლავები დღეს?

12 ოქტომბრის ენერგიები გამოირჩევა ახალი სამუშაო კვირის აქტიური დაწყებით, საქმიანი მიზანმიმართულობითა და ორგანიზატორული უნარების გაძლიერებით. კოსმოსური ფონი გვეხმარება, სწრაფად გადავრთოთ ყურადღება დასვ...

ეს საინტერესოა • 1791749100

ზელენსკი
დონალდ ტრამპმა ენერგეტიკული ზავის შესახებ გამოაცხადა — კიევი მზადყოფნას გამოთქვამს, მოსკოვი დუმს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე იერიშების შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდა. „დღეიდან ძალაში შედის ე...

რუსეთ-უკრაინის ომი • 1791746430

პატრიარქი შიო
ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა ადამიანი ტექნოლოგიას, ცოდნამ არ უნდა დაგვაშოროს რწმენას, პროგრესმა არ უნდა დაგვავიწყოს სულიერება - პატრიარქი

ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა ადამიანი ტექნოლოგიას. ცოდნამ არ უნდა დაგვაშოროს რწმენას, პროგრესმა არ უნდა დაგვავიწყოს სულიერება, - ამის შესახებ პატრიარქმა, შიო მესამემ საქართველოში ქრის...

საზოგადოება • 1791726325