“სააკაშვილის გარშემო ნიანგის ცრემლების ღვრა არავის სჭირდება“- ირაკლი ქადაგიშვილი

პოლიტიკა 1722854048

ირაკლი ქადაგიშვილი

“ოცნების“ დეპუტატი, ირაკლი ქადაგიშვილი ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში ყოფნას "სპეკულაციურს" უწოდებს და აცხადებს, რომ მისი ადგილსამყოფლის შესახებ გადაწყვეტილებას იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი სამსახური, კანონის შესაბამისად იღებს.

მისი მტკიცებით, აღნიშნულ გადაწყვეტილებაში “არც კერძო კლინიკა და არც “ქართული ოცნება“ არ ერევიან“.

სააკაშვილის გარშემო ნიანგის ცრემლების ღვრა არავის სჭირდება, ის რომ წელიწად-ნახევარზე მეტია, კერძო კლინიკაში იმყოფება, გამოწვეულია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის ირგვლივ შექმნილი სიტუაციით, რომელიც როგორც ჩანს, მეტწილად სპეკულაციური იყო. რა გადაწყვეტილებას მიიღებს მსჯავრდადებულის ადგილსამყოფლის შესახებ იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი სამსახური, ამას წყვეტს კანონი და არც კერძო კლინიკა და არც “ქართული ოცნება“,- აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.მიხეილ სააკაშვილს პალატა შეუცვალეს. კლინიკა "ვივა მედი" ადასტურებს, რომ პაციენტს საავადმყოფოს მერვე სართულზე ახალი ოთახი გამოუძებნეს. მიხეილ სააკაშვილის დედა ირწმუნება, რომ მისი შვილი იზოლირებულ პალატაში გადაიყვანეს, სულ სხვა სართულზე და მოშორებით ხალხისგან. სააკაშვილის გარემოცვა ვარაუდობს, რომ მესამე პრეზიდენტს პალატაში აღარც ტელევიზორი აქვს, რაც მისთვის ინფორმაციის მიღების ერთადერთი წყარო იყო.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ეპისტოლე
ქრისტე აღდგა! - სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლე: "საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წ...

რელიგია 1745094180

აღდგომა
ქრისტე აღდგა! "ნიუპოსტი" გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!

"ნიუპოსტი" გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს! ქრისტე აღსდგა!

საზოგადოება 1745092500

ქაშ
გმირთა მოედნიდან მსვლელობის მონაწილეები ქაშვეთის ტაძართან მივიდნენ, სადაც აქციის სხვა მონაწილეებთან ერთად აღდგომის დღესასწაულს შეხვდებიან

გმირთა მოედნიდან აქციის მონაწილეები მსვლელობით ქაშვეთის ტაძართან მივიდნენ, სადაც მათ აქციის მონაწილეების ნაწილი დროშებით, ტაშითა და ანთებული ფანრებით დახვდნენ. ასევე, მათ ქაშვეთის ტაძართან საქართველოს...

პოლიტიკა 1745092200

წმინდა ცეცხლი
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, წმინდა ცეცხლი გადმოვიდა (ვიდეო)

19 აპრილს, 15 საათსა და 36 წუთზე, იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან, კუვუკლიადან წმინდა ცეცხლი იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარ...

რელიგია 1745063098

ცესკო
ვერიფიკაციის აპარატების შეძენა-შემოწმებაში ცესკო $2.8 მილიონს ხარჯავს

საარჩევნო ელექტრონული აპარატურის შემოწმებაში, ასევე დამატებით ტექნიკისა და სხვა საჭირო საქონლის შესაძენად ცესკო  2 853 928 აშშ დოლარს ტენდერის გარეშე დახარჯავს. ამის შესახებ "ბათუმელები" წერს. „საარჩე...

პოლიტიკა 1745062061

გელა ხასაია
"კოალიცია ცვლილებისთვის" წევრი გელა ხასაია პატიმრობაში რჩება

"კოალიცია ცვლილებისთვის" წევრი გელა ხასაია პატიმრობაში რჩება. სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა საჩივარი მისი გათავისუფლებისა და საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ. ამის შესახებ ინფორმაციას მისი...

პოლიტიკა 1745061853