"სააკაშვილმა თავისი თავდადებით არაფრად ჩააგდო დევნისა და ციხის საფრთხე და ამ თავგანწირვამ რეჟიმი გაბზარა" - მელია

პოლიტიკა 1634232634

მელია

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე და თბილისის მერობის საერთო ოპოზიციური კანდიდატი ნიკა მელია თავისუფლების მოედანზე მიმდინარე აქციაზე შეკრებილ საზოგადოებას მიმართავს და მადლობას უხდის საზოგადოებას. 

როგორც მელიამ თქვა, "ვიდრე უთავმოყვარეო ჯამბაზებს ჰყავთ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი ციხეში, მშვიდად ვერ ვიქნებით".

მისივე თქმით, დღეს "გეგმა არის გამარჯვება და არაფერი მეტი სხვა".

"როგორც არასდროს დღეს ყველა ამ ქვეყანაში და არამხოლოდ ამ ქვეყანაში თქვენი შემხედვარე არის ამაყი და დიდი მადლობა ამ ყველაფრისთვის. დიდი მადლობა, რომ არსებობთ. დიდი მადლობა, რომ გული გიძგერთ... დღეს ძალიან ემოციური დღეა... ძალიან ბევრი ემოცია ირევა და პირველ რიგში, პირველი ემოცია, ეს არის ბრაზი, ბრაზი იმიტომ, რომ აქ და ახლა, ჩვენს თვალწინ, საქართველოში ისტორიული უსამართლობა ხდება. თითოეული ჩვენგანი ძალიან მაგრად გაბრაზებულა ისტორიულ უსამართლობაზე საქართველოს ისტორიის წიგნებს როცა ვკითხულობდით. სადაც ბევრჯერ განგვიდევნია, შეგვივიწროვებია ან მოგვიკლავს კიდეც საქართველოს ერთგული, დიდი ქართველი. სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ეტაპზე ქვეყნის განვითარების მანძილზე.

მაგრამ დღეს, ის რა ხდება, ამ ყველაფერს დღეს წიგნებში არ ვკითხულობთ... და დღევანდელი დღე საწინდარია იმისა, რომ კიდევ ერთი, ძალიან სამარცხვინო, საქართველოს ისტორიის ფურცლის დაწერის ნაცვლად, ძალიან მალე თქვენ და კიდევ ბევრი სხვა, საამაყო ფურცელს დაწერს. დღეს თქვენ ეს დაამტკიცეთ უკვე. მოყვარესაც დაუმტკიცეთ და მტერსაც. მეორე ემოცია, რომელიც ამ ემოციებში ირევა, ეს არის იმედი. და რატომ იმედი - იმიტომ რომ ის, რაც უკვე მოხდა, მოხდა და ისტორიას ვეღარ შევცვლით. მაგრამ დღევანდელობას შევცვლით, შევცვლით თქვენი სიმრავლით, თქვენი სიმტკიცით და თქვენი სიმართლით. აი, ამ ყველაფრით შევცვლით ჩვენ რეალობას და დღევანდელობას.

კიდევ ერთი ემოცია რომელიც ირევა ახლა აქ, ეს არის სოლიდარობა. ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვიცით, ყველამ, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებისა, მანამ სანამ ხელისუფლების უთავმოყვარეო ჯამბაზებს ქვეყნის მესამე პრეზიდენტი ჰყავთ ციხეში გამოკეტილი, ჩვენ მშვიდად ვერ ვიქნებით, ჩვენ ხელებს არ ჩამოვუშვებთ მანამ, სანამ სამართლიანობა არ იზეიმებს.

სააკაშვილმა თავისი თავდადებით არაფრად ჩააგდო დევნისა და ციხის საფრთხე და ამ თავგანწირვამ რეჟიმი გაბზარა, უსამართლობა დაასუსტა... 30 ოქტომბერს ან ივანიშვილი შეეგუება რომ მარცხდება, ან გპირდებით, ბრძოლა იქნება ბოლომდე", - ამბობს მელია. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
იოანე მახარაძე
„დასავლური ფულით გადარჩა ათასობით ადამიანის სიცოცხლე. რუსეთმა მოაწყო გენოციდი, სიცოცხლე მოუსპო ათასობით უდანაშაულო ქართველს“ - იოანე მახარაძე

 გეოგრაფიის სპეციალისტი იოანე მახარაძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე პოსტს აქვეყნებს: დასავლური ფულით საქართველოში დაფინანსდა С ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, გადარჩა ათასობით ადამიანის სიცოცხლე. დასავლური...

სოცმედია 1713267788

ფოტიგა
„ჯერ კიდევ იმედი მაქვს, რომ საქართველოს მთავრობა თავს შეიკავებს ისეთი ნაბიჯებისგან, რომლებმაც, შესაძლოა, ქვეყანას ევროატლანტიკური გზიდან გადაახვევინოს“ - ანა ფოტიგა

ქართველებმა კარგად იციან, რომ მათი ქვეყნისთვის რეალური საფრთხე დასავლეთიდან კი არ მოდის, არამედ სხვა კონკრეტული მიმართულებიდან, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი, ანა ფოტიგა „ფეისბუქზე“ წერს. მისი თქმით...

პოლიტიკა 1713267702

ახალგაზრდეი
"ჩვენზეა დამოკიდებული, გავიმარჯვებთ ჩვენ თუ რუსეთი" - ახალგაზრდები დანებებას არ აპირებენ

რუსული კანონის წინააღმდეგ ახალგაზრდების პროტესტი არ წყდება. სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტები დღესაც პარლამენტთან არიან შეკრებილები. ისინი პირდაპირ ამბობენ, რომ მსგავსი არადემოკრატიული სტილის მმარ...

პოლიტიკა 1713267371

ალუდა ღუდუშაური
„სალომე ზურაბიშვილი როცა ეფლირტავებოდა, ეკეკლუცებოდა ლავროვს…“ – ალუდა ღუდუშაური

პრეზიდენტ ზურაბიშვილის გუშინდელ განცხადებას ასე ეხმაურება „ოცნების“ დეპუტატი, ალუდა ღუდუშაური: „სალომე ზურაბიშვილი როცა ეფლირტავებოდა, ეკეკლუცებოდა ლავროვს…შეგახსენებთ მის ერთ-ერთ ჟურნალისტთან გაკეთებ...

პოლიტიკა 1713267260

კახა კალაძე
„გამორიცხულია, ხელისუფლებამ გადადგას ისეთი ნაბიჯი, რომელიც სცდება კანონის ფარგლებს“ - კახა კალაძე მეთიუ მილერის განცხადებაზე

ვერ ვნახეთ, ვერცერთი ფაქტი და მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდება მოსამართლეების დანაშაული,  - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, მეთიუ მილერის განცხადე...

პოლიტიკა 1713267202

თაკო ჩარკვიანი
„ბავშვებს დაშლით? – დედა გეტირებათ! ხომ ჩემზე უკეთ იცით?!“ – თაკო ჩარკვიანი

პარლამენტის დეპუტატი, თაკო ჩარკვიანი პლენალურ სხდომაზე აცხადებს: „ცუდი სანახაობაა ყოველთვის ასეთი ცემა-ტყეპა. მე განმიცდია ეს ყველაფერი ქუთაისის აეროპორტში. მე და ჩემი შვილი ვიყავით და მეუღლე გვახლდა....

პოლიტიკა 1713267140