პოლიტიკა • 1722852529
მიხეილ სააკაშვილმა უნდა მოიხადოს სასჯელი იქ, სადაც ეს განუწესა ქართულმა მართლმსაჯულებამ, სხვათა შორის, სტრასბურგის საერთაშორისო სასამართლომაც, რომელმაც თქვა, რომ სააკაშვილს განაჩენი აქვს გამოტანილი სამართლიანად და ის იხდის სასჯელს სამართლიანად, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მაჭარაშვილის თქმით, ასევე სტრასბურგის საერთაშორისო სასამართლომ თქვა, რომ არავინ აწამებს სააკაშვილს და არავითარი განუკურნებელი დაავადება არ აქვს.
„ქართული და საერთაშორისო მართლმსაჯულებების გადაწყვეტილებების შესაბამისად მან უნდა მოიხადოს სასჯელი სასჯელაღსრულების შესაბამის დაწესებულებაში. რა თქმა უნდა დასკვნები სამედიცინო პერსონალის შემდგომ უნდა იქნას მიღებული და გადაწყვეტილებას იღებს ამ შემთხვევაში იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი უწყება. სააკაშვილი ყოველდღე გამოდის და მსოფლიო პოლიტიკის დალაგების პრეტენზია გააჩნია, არაფერი მას არ სჭირს. გამომდინარე ქართული და საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებებიდან პატიმარი სასჯელს უნდა იხდიდეს შესაბამის დაწესებულებაში. რატომ ხართ იმის მომხრე, რომ სააკაშვილი განსხვავდებოდეს სხვა პატიმრებისგან, როდესაც მას ამის არანაირი მიზეზი აღარ აქვს, აღარც შიმშილობა არის, აღარც განუკურნებელი დემენცია და აღარაფერი. სააკაშვილს აღარ უსმენს გვარამია, მელია, აღარავინ უსმენს, ჩვენ რატომ უნდა გვეშინოდეს სააკაშვილის გამოსვლის? სააკაშვილის სასჯელის მოხდა უნდა მოხდეს ისე, როგორც ეს არის გაწერილი ქართულ და საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებებში“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
„ბოდიში?! რისთვის ხალხო, ჩვენი ბიჭების ჩახოცვისთვის?! ჩვენი ბიჭების უმოწყალოდ წამებისთვის?! ომის ვეტერანებს რა ვუთხრათ?! მადლობა უთხარით იმათ, რომ ცოცხლები გადარჩით თქო?! ტყვედ ჩავარდნილი ბიჭების წამე...
პოლიტიკა • 1726402101
ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი სოციალურ ქსელში UFC-ის ქართველ ჩემპიონს, მერაბ დვალიშვილს ქამრის მოპოვებას ულოცავს. „გილოცავ ძმაო“, – წერს ბერა სოციალურ ქსელში. მერაბ დვალიშვილმა შო...
სოცმედია • 1726400912
მე ვარ ეთნიკურად ოსი, თუმცა ვთვლი, რომ ქართველებს არანაირი ბოდიში არ აქვთ მოსახდელი ოსების წინაშე. პირიქით, ოსებმა კარგად უნდა გაიაზრონ თავიანთი პასუხისმგებლობა ქართველი ხალხის წინაშე. კარგად გაიაზრონ...
პოლიტიკა • 1726400750
„ბოდიში შმაგი. ბოდიში დღევანდელი საქართველოსათვის... ალბათ არ ღირდა... 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში გმირულად თავშეწირული ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენოსანი შმაგი სოფრომაძე... გული მტ...
პოლიტიკა • 1726398773
ალეკო ელისაშვილი სოცქსელში წერს: მურვან ყრუს, ჯალალ ედ დინს, თემურ ლენგს და აბას შაჰს როდის მოუხდის ბოდიშებს ბატონი ბიძინა? ძაან ვაწვალეთ ეგენიც, რაც ძალი და ღონე იყო ვეომეთ და ვერ მოგვივიდა მაგათთან...
პოლიტიკა • 1726398166
ოლიგარქის მიერ გორში გაკეთებულ ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს, სადაც ბიძინა ივანიშვილმა საქართველო აგვისტოს ომის დაწყებაში დაადანაშაულა და ოსებისთვის ბოდიშის მოხდაზე ისაუბრა, საქართველოს მესამე პრეზ...
პოლიტიკა • 1726397937
ეს საინტერესოა • 1723665143
15 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 1723232218
10 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 1723146000
9 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 1722973739
7 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი