საარჩევნო კოდექსში მორიგი ცვლილებები იგეგმება: უქმდება საოლქო კომისიების მიერ შედეგების შეჯამება და იზღუდება გასაჩივრების უფლება
პოლიტიკა • 1793710800
„ქართული ოცნების“ დეპუტატების ინიციატივით, საარჩევნო კანონმდებლობაში მორიგი მასშტაბური ცვლილებები ხორციელდება. პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტის თანახმად, კენჭისყრის შედეგები საარჩევნო ოლქებში აღარ შეჯამდება და ამ ფუნქციას პირდაპირ ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) საუბნო ოქმების საფუძველზე განახორციელებს.
კანონპროექტით უქმნდება კანონის ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც საოლქო საარჩევნო კომისიები საუბნო შემაჯამებელი ოქმების საფუძველზე ოლქში ჩატარებულ არჩევნებს აჯამებდნენ. ამასთან, ყველა ტიპის არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამების ვადა 15 დღით განისაზღვრება.
დაგეგმილი ცვლილებების ფარგლებში, ცესკოსა და საოლქო კომისიებისთვის მინიჭებული რიგი უფლებამოსილებები უშუალოდ ცესკოს თავმჯდომარისა და საოლქო კომისიის თავმჯდომარის ინდივიდუალურ უფლებამოსილებად ხდება:
სადამკვირვებლო ორგანიზაციების რეგისტრაციის ან რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ განკარგულებას კომისიების ნაცვლად, შესაბამისი კომისიის თავმჯდომარე გამოსცემს.
საარჩევნო ბიულეტენებისა და შემაჯამებელი ოქმების დაბეჭდვის პროცესზე დამკვირვებელთა დანიშვნის თაობაზე განკარგულების გამოცემის უფლებაც ცესკოს თავმჯდომარეს გადაეცემა.
ახალი ინიციატივით მნიშვნელოვნად იზღუდება შედეგების გასაჩივრების შესაძლებლობაც. კანონპროექტის მიხედვით, ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრება მხოლოდ ტექნიკური საფუძვლით — მონაცემების არასწორად ან არასრულად ასახვის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი.
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ (საია) თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის შეფასებით, აღნიშნული ცვლილებები არჩევნების შედეგების გასაჩივრების შესაძლებლობას ფაქტობრივად აუქმებს, რადგან სასამართლოში არსებითი საარჩევნო დარღვევების გასაჩივრებისთვის სივრცე აღარ რჩება.
„შემაჯამებელი ოქმი არჩევნების შედეგებს აჯამებს და თუ მისი გასაჩივრება მხოლოდ ტექნიკური საფუძვლით იქნება შესაძლებელი, გასაჩივრების გარეშე დარჩება არსებითი დარღვევები.
მაგალითად, ეს წესი 2024 წლის არჩევნების დროს რომ ყოფილიყო, ფორმალურადაც ვერ გასაჩივრდებოდა ფარულობის დარღვევა და თეთრიწყაროს სასამართლოს პრეცედენტიც არ იარსებებდა“, — აცხადებს ქურდოვანიძე.
UFC-ის ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი აბუ-დაბიში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.„მინდა ყველას გაცნობოთ, რომ გამათავისუფლეს, კარგად ვარ, ჯანმრთელად და მზად ვარ გზის გასაგრძე...
სპორტი • 1794602917
14 ნოემბრის ენერგიები გამოირჩევა შინაგანი ჰარმონიის აღდგენით, კვირის ბოლოსკენ ძალების შეჯამებითა და განტვირთვის აუცილებლობით. კოსმოსური ფონი გვიბიძგებს, გადავხედოთ გასულ დღეებს, გავაანალიზოთ მიღწეული...
ეს საინტერესოა • 1794600374
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ 2026 წლის ბიუჯეტიდან დარჩენილი სახსრების განაწილების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც საბჭოს წევრებისთვის ერთჯერადად გაზრდილ ჰონორარებსა და დამატებითი ე...
საზოგადოება • 1794598054
ჩრდილო-აღმოსავლეთ ინდოეთში, ასამის შტატში, ავტობუსისა და სატვირთო ავტომობილის შეჯახების შედეგად სულ მცირე 24 ადამიანი დაიღუპა, 11 კი დაშავდა. ავტოსაგზაო შემთხვევა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის...
მსოფლიო • 1794595089
სტამბოლში, ზეითინბურნუს რაიონის სანაპიროსთან ღუზაზე მდგომი ორი სატვირთო გემი ერთმანეთს შეეჯახა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა ორივე ხომალდი დაზიანდა. არსებული ინფორმაციით, ლიბანიდან რუმი...
მსოფლიო • 1794591096
როგორც „რადიო თავისუფლებისთვის“ გახდა ცნობილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ლუკა ეხვაიას თანამდებობიდან გათავისუფლება ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის, ხან ჭენგის ვიზიტს უკავშირდება. არსებული ინფორმაცი...
პოლიტიკა • 1794584851










