საბა ბუაძის პროტესტი - პოლიტიკოსი „ლელო-ძლიერი საქართველოს“ პოლიტსაბჭოსა და პარტიის თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოტს ტოვებს

პოლიტიკა 1751716382

ბუაძე

 
საბა ბუაძემ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ პოლიტსაბჭო და პარტიის თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოზიცია დატოვა, თუმცა პარტიის წევრად რჩება.

ამის შესახებ ბუაძე „ფეისბუქზე“ წერს:

„ამ კვირების განმავლობაში ბევრმა ადამიანმა მკითხა როგორია ჩემი პოზიცია ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით. რადგან პარტიის პოზიცია უკვე ოფიციალურად გახდა საჯარო, მოკლედ გაგაცნობთ ჩემს გადაწყვეტილებას:

1. ძალიან დიდ შეცდომად მიმაჩნია და არ ვეთანხმები ასეთ ვითარებაში ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას. ვთვლი, რომ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა ეწინააღმდეგება იმ გზას, რომელიც ყველამ ერთად ავირჩიეთ საპარლამენტო მანდატების დატოვების შემდეგ;

2. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, წარმოუდგენლად მიმაჩნია რაიმე ფორმით ვიყო ამ მცდარი ნაბიჯის თანამონაწილე - მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო „ლელოს“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოზიცია. ასევე ვტოვებ „ლელოს“ პოლიტსაბჭოს და რიგითი წევრის სტატუსით ვაგრძელებ საქმიანობას იქამდე, სანამ მამუკა და ბადრი არ გათავისუფლდებიან. ისინი რეჟიმს სწორედ მათი ბრძოლისთვის ჰყავს გამოკეტილი;

3. ბრძოლა იქნება ბოლომდე და ჩვენს უპირობო გამარჯვებამდე!“,- წერს ბუაძე. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ირაკლი კობახიძე
კობახიძე მიდის ბაქოში, სადაც ალიევს შეხვდება და სიტყვით ურბანულ ფორუმზე გამოვა

ირაკლი კობახიძე მსოფლიო ურბანულ სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც გაეროს ადამიანთა დასახლებების პროგრამასთან (UN-Habitat) პარტნიორობით, აზერბაიჯანის დედაქალაქი ბაქო მასპინძლობს - ამის შესახებ ინფ...

პოლიტიკა 1779086118

სანქციები
აშშ-მა რუსულ ნავთობზე სანქციები აღადგინა

აშშ-მა რუსულ ნავთობზე სანქციები აღადგინა | Bloomberg-ის ცნობით ლიცენზია, რომელიც სანქცირებული ნავთობის ნაწილის გაყიდვის უფლებას იძლეოდა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ არ გაახანგრძლივა.  ირანში მიმდინარ...

მსოფლიო 1779085387

ოლენა ზელენსკა
„უკრაინის პირველი ლედის შესაძლო დაპატიმრება რუსული ფეიკია“ - უკრაინის ანტიკორუფციული ორგანოები

უკრაინის ანტიკორუფციულმა ორგანოებმა რუსული დეზინფორმაცია უწოდეს კრემლის პროპაგანდისტულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციებს, თითქოს უკრაინის პირველი ლედის, ოლენა ზელენსკას მიმართ გამოძიება მიმდინარეობს და...

მსოფლიო 1779085322

საზოგადოება
მარნეულში, სავარაუდოდ, ტორტით 6 ადამიანი მოიწამლა, მათ შორის - ბავშვებიც

მარნეულში, სავარაუდოდ, ტორტის ჭამის შედეგად 6 ადამიანი მოიწამლა, მათ შორის ბავშვებიც | ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა Aktual ge სამოქალაქო აქტივისტის, ნარმინ საფაროვაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე...

შემთხვევა 1779085177

რუსთაველის თეატრის სცენა
„კატიუშა” - რუსი სტუდენტები რუსთაველის თეატრის სცენაზე

„კატიუშა” და სხვა მელოდიები - რუსთაველის თეატრში რუსეთის თეატრალური ხელოვნების ინსტიტუტის სტუდენტებმა „Победа 81”-ის ფარგლებში წარმოდგენა გამართეს. ინფორმაციას საქართველოში შვეიცარიის საელჩოში რუსეთის...

პოლიტიკა 1779084106

მირცხულავა
„ლამის ყველა ოჯახი დაწყევლა უკვე და დანარჩენსაც მიხედავს - არ გაუჭირდება“ - გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა:პრე - ჩვენ ვყვიროდით - ცოტანი... პოსტ - თქვენ იყვირეთ - ბევრმა... და ვაი, ვაი, არ გამაგონოთ.... ლამის ყველა ოჯახი დაწყევლა უკვე და დანარჩენსაც მიხედავს - არ გაუჭირდება....

სოცმედია 1779083590