"საჭირო იყო დეივანიშვილიზაცია, მაგრამ ახლა დეკრემლიზაცია უკეთესია" - ევროპარლამენტარების თქმით, საქართველოსთან მოლაპარაკებების გახსნა შეუძლებელია

პოლიტიკა 1721239476

ევროპარლამენტი

ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში წლის ბოლოს საქართველოსთან მოლაპარაკებების გახსნას უკიდურესად სკეპტიკურად აფასებენ. ევროპარლამენტიდან უცვლელი გზავნილები ისმის.

საქართველოს ევროპული პერსპექტივა ოლიგარქის ხელისუფლების პირობებში შეუძლებელია, დღის წესრიგში ახლა უკვე არა დებიძინიზაცია, არამედ ქვეყნის დერუსიფიკაცია დგას. გარდამტეხი რომ საპარლამენტო არჩევნები იქნება ამაზე ევროპელი კანონმდებლები ღიად საუბრობენ და 26 ოქტომბრის არჩევნებს რეფერენდუმად მოიხსენიებენ.

"როდესაც მმართველი პარტიის პრეზენტაციაზე გლობალური ომის პარტიის შესახებ მოვისმინე არ გამკვირვებია, რადგან ეს იგივე ნარატივია რასაც კრემლი ავრცელებს, ისინი კი ზუსტად კრემლის მიმდევრები არიან. ისინი ცდილობენ ეს პროპაგანდა გაავრცელონ საქართველოში და გაავრცელონ ევროპის ქვეყნებში. ასე რომ არაფერი ახალი.

 

თქვენი მთავრობა, მმართველი პარტია , ისინი არიან კრემლის ქსელის ნაწილი, რომლებიც იბრძვიან დემოკრატიის წინააღმდეგ. ისინი იბრძვიან ევროკავშირის წინააღმდეგ, რაც რა თქმა უნდა, არ არის ქართველი ხალხის სურვილი.

 

მოლაპარაკებების გახსნა ამ ვითარებაში საქართველოსთვის შეუძლებელია. ყველაფერი დამოკიდებული იქნება ქართველ ხალხსა და არჩევნებზე. არჩევნებს რეფერენდუმის როლი ექნება, რომელიც გვაჩვენებს ქართველი ხალხი რჩება ევროპული გზის ერთგული, თუ სურს რუსული სამყაროს ნაწილი გახდეს.

 

ვწუხვარ, მაგრამ ვერავინ გამოასწორებს ამ ვითარებას თქვენს გარდა. რუსული კანონის უკან გაწვევა მხოლოდ ერთი საქმეა. მნიშვნელოვანია რომ შეიცვალოს ანტიევროპული ქცევა, ქმედებები ,რომელსაც სჩადის საქართველოს ხელისუფლება. მე ვთქვი რომ საჭირო იყო დეივანიშვილიზაცია, მაგრამ ახლა ვიტყვი რომ დეკრემლიზაცია უკეთესია. დეკრემლიზაცია ! რადგან საქართველო ნაბიჯ-ნაბიჯ შორდება ევროპას და რუსეთი კი ყველანაირად ცდილობს საქართველო რუსულ სამყაროში დააბრუნოს, "რუსკი მირს" რომ ეძახიან," - ამბობს "მთავარ არხთან" რასა იუიკნევიჩიენე.
ევროპარლამენტარ ნატალია ლუაზოს თქმით კი, ევროპას სურს საქართველოსთან მოლაპარაკებების გახსნა, თუმცა სანამ არ იქნება უტყუარი მტკიცებულება, რომ საქართველოს ხელისუფლება ევროპულ გზას დაუბრუნდა, ყველანაირი საუბარი დახურულია.

"ჩვენ ძალიან გვინდა რომ საქართველოსთვის გაიხსნას მოლაპარაკებები. ჩვენს ქვეყნებს უნდათ ამის გაკეთება, მაგრამ სანამ ჩვენ არ გვექნება უტყუარი მტკიცებულებები რომ საქართველოს ხელისუფლებას სურს ევროპულ გზაზე სიარული, ყველანაირი საუბარი მოლაპარაკებების გახსნაზე შეუძლებელია და დახურულია.

 

თქვენ მეკითხებით რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ რუსულ კანონს გაიწვევს უკან ხელისუფლება? - გპასუხობთ - ყველაფერი საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის ხელშია.

 

ჩვენ ძალიან, ძალიან გვაღელვებს უცხოური გავლენის შესახებ კანონი, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო. რუსული კანონი მიმართულია სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ, სამოქალაქო საზოგადოების გარეშე კი არ არსებობს დემოკრატიული ქვეყანა. ასეთი რამ არ შეეფერება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანას.

 

რა თქმა უნდა, არჩევნების პროცესი უმნიშვნელოვანესი იქნება. საუკეთესო მეთოდი ევროპული გზის დამტკიცების იქნება არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარება. მნიშვნელოვანია ვინ დააკვირდება არჩევნებს, ექნება თუ არა ქართველ ხალხს შესაძლებლობა თავისუფლად გამოხატონ საკუთარი ნება. ეს იქნება მნიშვნელოვანი ეტაპი რომ ქვეყანა დაუბრუნდეს ევროპულ განვითარებას," - თქვა ლუაზომ "მთავარ არხთან".

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ანდრო ჭიჭინაძე და დედა
„ამ უსამართლობას მოვერევით ! ძალას ვიკრებ და მთას გადავდგა“ - ლიკა გუნცაძე შვილს

ლიკა გუნცაძე, ანდრო ჭიჭინაძის დედა: ანდრუშკა შენ ხარ ჩემი სიცოცხლე!სიამაყე! ძალიან მიჭირს უკვე უშენობა! ზუსტად ვიცი რომ ამ უსამართლობას მოვერევით ! ძალას ვიკრებ და მთას გადავდგამ! იცოდე რომ გვერდში დი...

სოცმედია 1743048516

ჯაფარიძე წულუკიანი ბიძინა
ვიდეო: „წულუკიანს დავალება პირადად ივანიშვილმა მისცა... ეს კომისია პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის შექმნეს“ - ბადრი ჯაფარიძე

"ძლიერი საქართველოს" ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე დარწმუნებულია, რომ საგამოძოებო კომიისის შექმნის დავალება თეა წულუკიანმა პირადად ბიძინა ივანიშვილისგან მიიღო. ჯაფარიძე "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში ოლიგარქი...

პოლიტიკა 1743047379

ნანუკა კობახიძე გილაურის ძმა
„წარმოუდგენელი სიგიჟე იყო მისი ძმის შეხვედრა ირაკლი კობახიძესთან... ამ სახით კობახიძეზე ყურება რანაირად?“ - ნანუკა ჟორჟოლიანი გილაურის ძმაზე

ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი:,,საკუთარ თავთან მაქვს ორი დღეა კონფლიქტი და ვიდრე ბრაზში გადამივა უნდა ვთქვა… ძალიან ვაფასებ ნიკა გილაურმა რაც გააკეთა მისი ფონდით, ძალიან ბევრ ადამიანს დაეხმარა, ასევე ს...

სოცმედია 1743046396

ხაბე
„ირაკლი გილაური ისეთივე პუტინისტი, მძარცველი ოლიგარქია, როგორც ივანიშვილი!” – ლევან ხაბეიშვილი

ნაცმოძრაობის ყოფილი თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი ირაკლი გილაურის ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის ფოტოს აქვეყნებს და წერს:,,ირაკლი გილაური ისეთივე პუტინისტი, მძარცველი ოლიგარქია, როგორც ივანიშვილი! მისი...

პოლიტიკა 1743046099

მაკრონი ზელენსკი
„უკრაინას დამატებით 2 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარებას გადავცემთ“ - მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის თქმით, საფრანგეთი უკრაინას დამატებით 2 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარებას გადასცემს. ამის შესახებ მაკრონმა პარიზში ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გა...

რუსეთ-უკრაინის ომი 1743045447

პოლიტიკოსები
„მხედრიონის დროს, იარაღი შუბლზე მქონდა დადებული და იმათ არ გავრიგებივარ. 54 დღის განმავლობაში, ოჯახის წევრი მყავდა მოტაცებული და მათთან არ წავსულვარ კომპრომისზე და როგორ შეიძლება, ენმ-ს დროს, ჩვენ რაიმე გარიგებაში ვყოფილიყავით" - ხაზარაძე

"მე წინა ხელისუფლების ჩინოვნიკებთან კონტაქტი არ მქონდა. რატომ არ მქონდა, გეტყვით: 2003 წლიდან, როგორც კი მთავრობაში მოვიდნენ, 2006 წლამდე, ჩემი და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ სააკაშვილის ხელისუფლებამ ს...

პოლიტიკა 1743021475