„სადაც სააკაშვილია, იქ ქვეყნის ინტერესი არაა.... ვიყო ივანიშვილის მტერი არ ნიშნავს, რომ უნდა ვიყო სააკაშვილის პარტნიორი“ - ნიკა მელიას სკანდალური წერილი ციხიდან და პასუხი სააკაშვილს
პოლიტიკა • 1780073054
„სააკაშვილმა კვლავაც უადგილო ადგილას ჩაწყვიტა თოკი... ვინც ზურგიდან დანის ჩარტყმაში გამოცდილი მყავს, იმ კაცთან ნურავინ მთხოვს ერთობაში ყოფნას“ - ამის შესახებ ოპოზიციის ლიდერი და პოლიტიკური პატიმარი ნიკა მელია ციხიდან გაკეთებუ7ლ საგანეგბო განცხადებაში საუბრობს.
ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილს ღიად უპირისპირდება და ამბობს, რომ სააკაშვილის ქვეყანაში ჩამოსვლის მიზეზი „დაუძლ;ეველი ეჭვიანობა“ იყო. გარდა ამისა, მელიას თქმით, “ის კაციც” და სხვებიც ეუბნებოდნენ, თუ ის არ ჩამოვიდოდა საქართველოში, მელია მას პარტიას წაართმევდა“.
„ჰოდა, ვამჟღავნებ ამ წერილში ჩემ საიდუმლოდ ნალოლიავებ პოზიციას, რითაც იხსნება მისი ბოღმის შადრევნის ამოხეთქვები. რას ვიზამთ, მან კვლავაც ძალიან უადგილო ადგილას ჩაიწყვიტა თოკი.
ვახსენე 2021-2022 წლები. რაც შეეხება უშუალოდ მის ჩამოსვლას ადგილობრივი არჩევნების წინ: ის საკუთარმა დაუძლეველმა ეჭვიანობამ აიძულა ჩამოსულიყო.
პლუს, სააკაშვილს “ის კაციც” და სხვებიც ეუბნებოდნენ, თუ ის არ ჩამოვიდოდა საქართველოში, მელია მას პარტიას წაართმევდა. თუმცა ის ამ ფობიით უკვე ისედაც შეპყრობილი იყო…
ამას დაემატა მაშინდელი, დღემდე უპრეცედენტო ოპოზიციური ერთობა, რამაც მისი ეჭვიანობა საშინლად გააძლიერა.
დაინახა ისიც, რომ პარტიას მსხვილი დონორი გაუჩნდა, რაც მე საზოგადოებას არ დავუმალე და ბუნებრივია, მანაც გაიგო.
მისი წვლილი იმ უმაგალითო ოპოზიციურ ერთობასა და 2021 წლის საარჩევნო კამპანიის ფინანსურ უზრუნველყოფაში იყო ნულოვანი და ამის ფონზე, მისმა ეჭვიანობამ პიკს მიაღწია და შედეგად ჩაიდინა სალტო მორტალე, რითიც საკუთარ თავს ის დამართა, რაც დამართა და უნიკალური, ძალიან პერსპექტიული პოლიტიკური პროცესი ფერფლად გადაიქცა. ამის შემდეგ კი ზემოთ უკვე ვახსენე რა ფარული ნაბიჯებიც გადადგა, რასაც საზოგადოება აუცილებლად დეტალებში გაიგებს.
ვინ იცის, ჩემ თავს რამდენჯერ შევკამათებივარ უნდა მეთქვა თუ არა თქვენთვის ეს ყველაფერი ბევრად ადრე, თუნდაც ამ მცირე დოზით. ან კი სწორი იყო უსაფუძვლო ბრალდებებს რომ არ ვპასუხობდი?! ასეა თუ ისე, დღემდე თავს ვიკავებდი! ბევრი იქნება თქვენთან სასაუბრო და სათქმელი…
ძალიან მჯერა ქვეყნის წარმატების, იმ ხელისუფლების ხალხთან მარცხის, რომელმაც თავი აქცია საკუთარი ხალხის ჩაგვრის, როგორც აქტიურ [დაჭერები, ჯარიმები, ძალადობა], ისე პასიურ [გაღარიბება] ინსტრუმენტად!
მჯერა დაღონებულ-დაფიქრებული ხალხის, თითქოს უსიცოცხლო თვალებში ნათელი სხივები ჩადგება და აქამდე განცდილი ყველა მარცხი ერთ დიდ, ძლიერ სტიმულად გადაიქცევა!
თუმცა, მოვალე ვარ ამ ხალხს გითხრათ, რომ ქართული ოცნების ცვლილება ვერასოდეს იქნება სიყალბე, ფლიდობა, ქვებუდანობა, ღალატი და ღალატის ღირსებად გასაღების მცდელობა.
საღ აზრს უნდა განვუდგე, რომ არ ვაღიარო: ამ ცხოვრებაში ყველაფერი გამოცდილებით ვიცით, ასე რომ, ვინც ზურგიდან დანის ჩარტყმაში გამოცდილი მყავს, იმ კაცთან ნურავინ მთხოვს ერთობაში ყოფნას, რამდენადაც ჩემთვის პატივცემული ადამიანებიც არ უნდა იყვნენ ამა თუ იმ პლატფორმაზე, გნებავთ დღეს და გნებავთ ხვალ.
სადაც სააკაშვილია, იქ ქვეყნის ინტერესი არაა, იქ მხოლოდ კერძო ეგოისტური ინტერესია. ვიყო ივანიშვილის მტერი არ ნიშნავს, რომ უნდა ვიყო სააკაშვილის პარტნიორი. დანარჩენს მომავალი გვაჩვენებს!
დროებით და გამძლეობა ყველას!” - ნიკა მელიას წერილი ციხიდან.
გალტ & თაგარტმა მომხმარებლებს უზბეკეთის ეროვნული საინვესტიციო ფონდის (UzNIF) პირველ საჯარო შეთავაზებაში (IPO) მონაწილეობის შესაძლებლობა მისცა. ფონდის აქციები წარმატებით დაილისტა როგორც ლონდონის, ისე ტ...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1781348689
საქართველოს ბანკი ბიზნესის ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამ მიზნით, ბიზნეს 360˚-ის შეხვედრების სერიის ფარგლებში, ვორკშოპი - „SME ლიდერობა: სწრაფი ნაბიჯებით, დიდ გზაზე“ გაიმართა. მას სალომე არ...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1781348549
"მელაძის შაბათის ანონსმა კიდევ ერთხელ გამახსენა ის საშინელება, რაც მე გადავიტანე დაკავების შემდეგ. მნიშვნელობა არ აქვს, ასე დამნაშავეს ექცევიან თუ უდანაშაულოს. სამართალი იმისთვის არსებობს, რომ ადამიან...
პოლიტიკა • 1781348435
რა უჯდება კრემლს ომის წარმოება? | გერმანიის საერთაშორისო უსაფრთხოების პრობლემების ინსტიტუტმა რუსეთის ფინანსთა სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით გამოთვალა, რომ 2026 წლის პირველ კვარტალში რუსეთის სამხე...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1781346648
"ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემობრუნებამდე ფაქტია, რომ კორუფციულ შემთხვევებთან ერთად სხვადასხვა ცალკეული პრობლემებიც იყო. ამიტომ გადაწყვიტა პოლიტიკაში დაბრუნება და თქვა კიდეც!ხელისუფლება მთლიანად კ...
პოლიტიკა • 1781346587
„თუ გავიხსენებთ წლებს, როდესაც გარე აქტორების თითის ქნევას თავს ვუხრიდით, ეს ძალიან ძვირი უჯდებოდა ჩვენს ქვეყანას“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ...
პოლიტიკა • 1781346058










