საეჭვოა, მოსკოვმა სერიოზულად განიხილოს "სამხრეთ ოსეთის" შემოერთების საკითხი, ამით მხოლოდ პრობლემებს მოიმრავლებს - ნიკა მელია
პოლიტიკა • 1652516631 209

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია ოკუპირებულ ცხინვალში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებსა და ანატოლი ბიბილოვის მიერ რუსეთთან მიერთების საკითხზე "რეფერენდუმის" ჩანიშვნას ეხმაურება.
როგორც ის Facebook-ზე წერს, საეჭვოა, მოსკოვმა უახლოეს მომავალში "სამხრეთ ოსეთის" მიერთების საკითხი განიხილოს, რადგან ამით ოკუპანტი ქვეყანა მხოლოდ პრობლემებს მოიმრავლებს.
"ე.წ "სამხრეთ ოსეთში" ე.წ. "საპრეზიდენტო არჩევნებში" ბიბილოვის დამარცხება განაპირობა ორმა ფაქტორმა:
ა) "სამხრეთ ოსეთის" მოსახლეობა კატასტროფულად უკმაყოფილოა იმით, რომ ოსები, რომლებიც ცხინვალთან მდებარე რუსულ სამხედრო ბაზაზე კონტრაქტით მსახურობდნენ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ, ბიბილოვის წინადადებით, უკრაინაში საომრად გააგზავნა...ბევრი იქ დაიღუპა, სხვები გამოიქცნენ და ბიბილოვს ადანაშაულებდნენ: იქ რა გვინდოდა, უკრაინასთან ომის ჩვენი საქმე არ არის, ის ჩვენი ომი რატომ უნდა ყოფილიყოო.
და მათზე არ ჭრიდა არგუმენტი, რომ რუსეთის არმიის მოქმედი სამხედრო მოსამსახურეები არიან და უბრძანეს.
ოსებს დღემდე ეგონათ, რუსეთს მხოლოდ საქართველოს წინააღმდეგ სჭირდებოდათ და თურმე უკრაინის წინააღმდეგაც სჭირდებათ!ამიტომაც გამოიქცნენ ვინც ომს გადაურჩა და მშობლიურ 'სამხრეთ ოსეთს' შეაფარეს თავი.
ბ) ამ ისტორიამ მოსკოვი გააცოფა მთლიანად ოს სეპარატისტებზე:
ფაქტობრივად, მოხდა უკრაინის წინააღმდეგ ომის დისკრედიტაცია.
აქედან გამომდინარე, ძალიან საეჭვოა მოსკოვმა უახლოეს მომავალში სერიოზულად განიხილოს "სამხრეთ ოსეთის" შემოერთების საკითხი, ამ ტერიტორიის შემოერთებით მხოლოდ პრობლემებს მოიმრავლებს. ბიბილოვი იმიტომ ამოხტა შარვლიდან' და ათასამდე ოსი "საზარბაზნე ხორცად" გააგზავნა უკრაინაში, რომ ეგონა: მოსკოვი ამისთვის დამაჯილდოებს მეც, ოსებსაც და რუსეთის ფედერაციის 86-ე სუბიექტად მიგვიღებსო
ამიტომ, მიმავალი ბიბილოვის მიერ რეფერენდუმის თარიღის ჩანიშვნა ჯერ ბევრს არაფერს ნიშნავს…", - წერს ნიკა მელია.

The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, აშშ კიევში, საელჩოს დასაცავად, სპეცრაზმის გაგზავნის საკითხს განიხილავს. გამოცემას ამის შესახებ ადმინისტრაციასთან დაახლოებულმა პირმა განუცხადა. "ბაიდენთან ჯერჯერ...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1653251699

დაღესტანში, დასახლება იზბერბაშში, ერთ-ერთ სკოლაში ბოლო ზარის ზეიმზე გოგონამ, რომლის ვინაობაც არ სახელდება გამოსვლა შემდეგი შეძახილით დაასრულა: "არა ომს! თავისუფლება უკრაინას! პუტინი ეშმაკია!" ბუნებრივ...
სოცმედია • 1653250483

Guardian-ის ინფორმაციით, უკვე რამდენიმე კვირაა რუსეთში სირიიდან ჩასული 50 სპეციალისტი იმყოფება, რომლებიც ოკუპანტებს ე.წ. "კასრის ბომბების" დამზადებასა და გამოყენებას ასწავლიან. "კასრის ბომბი" არის გა...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1653249501

The Telegraph წერს, რომ უკრაინასთან ომის დაწყების შემდეგ, რუსეთი მესამე დონის ქვეყანა გახდა, პუტინი კი ყველაზე მარტოსული ადამიანი დედამიწაზე. „პუტინმა საბოლოოდ გააერთიანა მთელი ცივილიზებული სამყარო მი...
მსოფლიო • 1653248011

მომღერალი სტეფანე მღებრიშვილი, რომელის ფილარმონიაში კონცერტის მსვლელობისას "აიქოსის" გამონაბოლქვით შეწუხდა, ფეისბუქის გვერდზე პოსტს აქვეყნებს: "ფანტასტიკურ კონცერტზე ვარ ფილარმონიაში , გიგაშა, ნინი, ჯ...
სოცმედია • 1653247242

"გირჩი - მეტი თავსუფლების" ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის თქმით, არანაირი დრაივი ან მოტივაცია, რომ ამ წუთში, რაიმე გააკეთონ ოპოზიციაში, არ არსებობს. მისი განმარტებით, არ ჰგონია, რომ პარლამენტიდან გამოსვლით რ...
პოლიტიკა • 1653244602