"საეკლესიო სასჯელის ერთადერთი დანიშნულება არის ადამიანის გამოსწორება... ვინც არქიმანდრიტების დოროთე ყურაშვილისა და ილია თოლორაიას დასასჯელი ბრძანებები მოამზადეთ, რისგან გამოსწორებისკენ მოუწოდეთ: სამშობლოს სიყვარულისგან“ - მეუფე ზენონი
პოლიტიკა • 1762402043
"საეკლესიო სასჯელის ერთადერთი დანიშნულება არის ადამიანის გამოსწორება.ვინც არქიმანდრიტების დოროთე ყურაშვილისა და ილია თოლორაიას დასასჯელი ბრძანებები მოამზადეთ, რისგან გამოსწორებისკენ მოუწოდეთ: სამშობლოს სიყვარულისგან თუ ხალხის ტკივილის განცდისგან და ტკივილისგან? ვთქვათ რამე გადაცდომა ან შეცდომა ჰქონდათ, ნუთუ არ გეუბნებათ თქვენი გონება ან გული, რომ სამშობლოს სიყვარულით გამსჭვალულებმა, არსებული უსამართლობის ზეობისგან და ხალხის ჩაგვრისგან შეძრწუნებულებმა გისაყვედურეს გულგრილობა.იცით რით აღემატება ამ მოძღვრების მენტალობა თქვენს მენტალობას? მათ არაფერი აქვთ და არაფერს ეძიებენ. ყოველი ადამიანისთვის მოსულ ჯვარცმულ ქრისტეს გულწრფელად ქადაგებენ რადგან დანამდვილებით ითავისებენ ადამიანში ქრისტეს მყოფობას. ამიტომაც ჩანს მათი სიტყვა და გულები მხნედ და შეუპოვრად" | წერს დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპისკოპოსი ზენონ იარაჯული სოციალურ ქსელში საპატრიარქომ არქიმანდრიტ ილია თოლორაიას მღვდელმოქმედება აუკრძალა. მას ცილისწამებაში ადანაშაულებენ. საპატრიარქოს დატოვების შემდეგ, არქიმანდრიტმა განაცხადა, რომ ფაქტობრივად გამოაგდეს და მას ანდრია ჯაღმაიძე ეჯიკავებოდა. არქიმანდრიტი ილია პატრიარქთან შეხვედრას ითხოვს. მანამდე კი არქიმანდრიტი დოროთე ილია მეორემ ბეთლემის ტაძრის წინამძღვრობიდან გაათავისუფლა
16 აგვისტოს ასტროლოგიური ფონი კვირადღეს შინაგან განტვირთვას, ემოციურ წონასწორობასა და ახალი კვირისთვის ძალების მოკრებას უწყობს ხელს. დღევანდელი პლანეტარული განლაგება გვიბიძგებს, რომ დროებით გვერდზე გა...
ეს საინტერესოა • 1786827499
კომპანია „რეპსოლი“, რომელიც ქართულ ბაზარზე „ქონექთის“ (CONNECT) ბრენდის გასამართი სადგურებით ოპერირებს, ოკუპირებულ აფხაზეთში მათგან შეძენილი საწვავის რეალიზაციის საკითხს გამოეხმაურა. მედიაში გავრცელებ...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1786822857
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბახტევში, საძოვრებთან, დაკლული ცხენების ნარჩენები აღმოაჩინეს. ინფორმაციას ამის შესახებ „ქართლის ამბები“ ავრცელებს. ადგილობრივი მცხოვრების, ირინა არბოლიშვილის თქმით, სოფ...
შემთხვევა • 1786821002
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის (USGS) მონაცემებით, 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ინდონეზიაში, ფლორესის რეგიონიდან ჩრდილო-დასავლეთით 68 კილომეტრში, 10 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა. ძირითადი ბიძგი...
მსოფლიო • 1786802130
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 15 აგვისტოს დღის მეორე ნახევრიდან 18 აგვისტოს დღის მეორე ნახევრამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე შენარჩუნებული იქნება ნალექიანი ამინდები. 15 აგვისტოს მცხეთა-მთიანე...
საზოგადოება • 1786797933
დედაქალაქში 14 აგვისტოს ღამეს მოსული უხვი ნალექის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურისა და ქუჩების გაწმენდის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. პროცესში, გასული ღამის მსგავსად, ჩართულია თბილისის მერი...
საზოგადოება • 1786787163










