საგანმანათლებლო პროგრამა "ერუდიტი" განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობას წყვეტს

პოლიტიკა 1732984308

ერუდიტი

"ქართული ოცნების" მიერ ევროკავშირთან მოლაპარაკებების პროცესის შეჩერების გამო, საგანმანათლებლო პროგრამა "ერუდიტი" განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობას წყვეტს.

"ერუდიტი" ივანიშვილის გუნდს მოუწოდებს, დაიცვას საქართველოს კონსტიტუცია, დაიცვას შეკრების და მანიფესტაციის შესახებ საქართველოს ორგანული კანონი და აღასრულოს საქართველოს მოსახლეობის ნება.

მოგახსენებთ, რომ „ერუდიტი“ დაფუძნების დღიდან ახორციელებს სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო და შემეცნებით ახალგაზრდულ პროექტებს.

„ერუდიტი“ აქტიურად თანამშრომლობდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, ახალგაზრდობის სააგენტოსთან, გარემოს დაცვის სამინისტროსთან და სხვა სახელმწიფო ორგანოებთან...

როგორც საქართველოს მოსახლეობის 77%-ზე მეტი „ერუდიტშიც“ ვთვლით, რომ საქართველო უნდა გახდეს ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი.

საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის შესაბამისად სახელმწიფო უწყებებმა უნდა მიიღონ ყველა შესაბამისი ზომა, რომ მოხდეს საქართველოს ინტეგრაცია ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში.

საქართველოს მთავრობის ბოლო დროის გადაწყვეტილებით შეჩერებულია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ეტაპები და საქართველოს მთავრობა 2028 წლამდე არ აპირებს ევროკავშირში წევრობის განაცხადების წარდგენას.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით დაირღვა:

1) საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი;
2) საქართველოს ისტორიული პოლიტიკური კურსი;
3) საქართველოს მოსახლეების 77%-ის ნება (2008 წლის რეფერენდუმი ოფიციალური მონაცემები). 
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას მოჰყვა მოსახლეობის და განსაკუთრებით სტუდენტების, ახალგაზრდების პროტესტი.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების მხრიდან მოხდა არაპროპორციული ძალების გამოყენება რა დროსაც დაშავდა არაერთი სტუდენტი და ახალგაზრდა.

ჩვენთვის მიუღებელია ახალგაზრდებზე, სტუდენტებზე და ზოგადად მოსახლეობაზე სახელმწიფოს მხრიდან ნებისმიერი ფორმის ძალადობა...

ჩვენთვის მიუღებელია სახელმწიფოს გადაწყვეტილება ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერებაზე...

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენ ვაუქმებთ განათლების სამინისტროსთან, ახალგაზრდობის სააგენტოსთან, გარემოს დაცვის სააგენტოსთან და ყველა სახელმწიფო უწყებასთან ნებისმიერი ფორმით გაფორმებულ ხელშეკრულებებს, აქტებს, კონტრაქტებს და სხვა...

ჩვენ არ ვიზიარებთ ხელისუფლების კურს !

მოვუწოდებთ ხელისუფლებას:

დაიცვას საქართველოს კონსტიტუცია;დაიცვას შეკრების და მანიფესტაციის შესახებ საქართველოს ორგანული კანონი;დაიცვას და აღასრულოს საქართველოს მოსახლეობის ნება. საქართველო აუცილებლად გახდება ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი !" ნათქვამია განცხადებაში.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ლენტიი
განზრახ მკვლელობა მეტროსადგურში - მოქალაქეს ბრალი წარედგინა

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, მეტროსადგურ სახელმწიფო უნივერსიტეტში დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე მოქალაქეს ბრალი წარედგინა. "შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გ...

კრიმინალი 1733996810

ზაზა ოქუაშვილი
რას პასუხობს ზაზა ოქუაშვილი გიორგი გაბუნიას და ნიკა გვარამიას

„მთავარი არხის“ დამფუძნებელი, ზაზა ოქუაშვილი არხის გენერალური დირექტორის გიორგი გაბუნიას განცხადების საპასუხოდ, აცხადებს:    „გიორგი გაბუნიას განცხადების პასუხად ვაცხადებ, რომ მთავარი არხის დახურვის გ...

პოლიტიკა 1733996741

ნანუკა ოქუაშვილი
„ჩვენს გადაკიდებას, ბატონო ზაზა, გირჩევნიათ ისევ ბიძინა გერჩოდეთ… „მთავარი“ არ დაიხურება, დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები!“ - ნანუკა ჟორჟოლიანი

„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, გიორგი გაბუნიას განცხადებას, რომლის თანახმად, ტელეკომპანიის დამფუძნებელმა, ზაზა ოქუაშვილმა გადაწყვიტა, „მთავარი არხი“ დახუროს, ტელეჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი ს...

სოცმედია 1733996664

ნინო კვიტაიშვილი
"ასობით ადამიანი წარსდგა პოლიტიკური მართლმსაჯულების წინაშე, მე ერთ-ერთი ვარ მათ შორის" - ნინო კვიტაიშვილი

 17 ნოემბერს ჭავჭავაძის გამზირის გადაკეტვის საქმეზე 11 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.  საქმეს მოსამართლე ზვიად ცეკვავა განიხილავს, რომლის აცილების შუამდგომლობაც ადვოკატებმა ტექნიკური შესვენები...

პოლიტიკა 1733996595

ოქრიაშვილი
"ყაველაშვილი არის დე ფაქტო, არალეგიტიმური „პრეზიდენტის პოსტზე“ დანიშვნის პროცესში, საქართველოს წაართვეს პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნები" - კახა ოქრიაშვილი

ახლოვდება დე-ფაქტო, არალეგიტიმური „საპრეზიდენტო არჩევნები“ და მინდა, მოკლედ გამოვხატო ჩემი აზრი ამასთან დაკავშირებით. საქართველოში პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევნები ნიშნავს იმას, რომ პრეზიდენტი არის...

პოლიტიკა 1733996477

ლაგოდინსკი
„მხარს ვუჭერთ მიზანმიმართულ სანქციებს“ - ლაგოდინსკი

ჩვენ, როგორც ევროპარლამენტის წევრები, მხარს ვუჭერთ მიზანმიმართულ სანქციებს. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ამ მიმართულებით ზეწოლა, როგორც ევროკავშირზე, ასევე წევრ ქვეყნებზე, რათა მათ დააწესონ კონკრეტული სანქცი...

პოლიტიკა 1733995326