საგარეომ ლიეტუვის ელჩს მოსთხოვოს პასუხი - ზარქუა აუსტრევიჩუსის მიერ "ხარებას" და სირაძის დასანქცირების მოთხოვნაზე

პოლიტიკა 1713949640

ზარქუა

გუშინ, 23 აპრილს, ევროპარლამენტში პლენარულ სესიაზე, სანქციების დაწესების მოთხოვნის ფარგლებში პირველად გაჟღერდა პოლიციის მაღალჩინოსნების სახელები.

პეტრას აუსტრევიჩუსმა ევროკომისიას მოუწოდა, სანქციები დაუწესდეს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორს, "ხარებას" - ზვიად ხარაზიშვილსა და თბილისის პოლიციის უფროსს, ვაჟა სირაძეს. ხარაზიშვილი ახსენა ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამაც.

დღეს "ოცნების" დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ევროპარლამენტარები გალანძღა და საგარეო საქმეთა სამინისტროს სთხოვა ლიეტუვის ელჩი დაიბაროს აუსტრევიჩუსის განცხადების გამო.

"ბუნებრივია არავინ სანქციას არ დაუწესებს, ეს არის მორიგი, რა ვიცი, ენას ძვალი არ აქვს ამათზეა ნათქვამი. კუბილიუსი და ის დანარჩენები კიდევ ხელმოცარულები რას იტყვიან მიკროფონთან, ესე იგი 6 კაცი, ხომ ნახეთ, ცარიელ დარბაზში შეიკრიბნენ 5 თუ 6 ევროპარლამენტარი, რომელიც არის ამ მწვალებელთა პარტიის ლობისტები და პარტნიორები და არა სახელმწიფოსი, ეს ხომ გამოჩნდა.

მინდა საგარეო საქმეთა სამინისტროს ვთხოვო, ლიეტუვის ელჩი დაიბაროს და კონკრეტულად მოსთხოვოს პასუხი იმ შეურაცხმყოფელ განცხადებებზე, რაც მათმა ევროპარლამენტარმა გააკეთა ჩვენი სამართალდამცავების მიმართულებით", - თქვა ზარქუამ. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
აქცია ფოიერვერკი
ვიდეო - აქციაზე აკრძალული ფეიერვერკებიც დაბრუნდა

ვიდეო - აქციაზე აკრძალული ფეიერვერკებიც დაბრუნდა 

პოლიტიკა 1739215853

ლევან გოგიჩაიშვილი დაკავება
ვიდეო - ლევან გოგიჩაშვილის დაკავების კადრები

ვიდეო - ლევან გოგიჩაშვილის დაკავების კადრები  

პოლიტიკა 1739215484

დათა თავაძე
„ყველაფერი ჩვენი დაშინებისთვის და გატეხვისთვის ხდება" - დათა თავაძე

რეჟისორი დათა თავაძე რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციას შეუერთდა - მისი განმარტებით, სამართალდამცველები ყოველდღიურად ცდილობენ, რომ დედაქალაქის მთავარი გამზირი მოქალაქეებმა არ გადაკეტონ. რ...

პოლიტიკა 1739214828

აქცია
მომიტინგეებმა, რუსთაველის გამზირი, რამდენიმე მცდელობის შემდეგ, მაინც გადაკეტეს

მომიტინგეებმა, რუსთაველის გამზირი, რამდენიმე მცდელობის შემდეგ, მაინც გადაკეტეს, თუმცა ოლიგარქის პოლიცია მოქალაქეების სავალი გზიდან გაყვანას ისევ ცდილობდა. ამ დროისთვის, ადგილზე დიდი რაოდენობით საპოლიც...

პოლიტიკა 1739214754

ირაკლი კობახიძე
"ოცნება" "ჯერჯერობით წარმატებით იცავს დემოკრატიას გამოწვევებისგან" - ირაკლი კობახიძე

ოლიგარქის პრემიერმინისტრს, ირაკლი კობახიძეს ჰგონია, რომ "ქართული ოცნება" "ჯერჯერობით, წარმატებით იცავს დემოკრატიას გამოწვევებისგან". ეს განცხადება კობახიძემ შვეიცარიულ ყოველკვირეულ ჟურნალ Die Weltwoch...

პოლიტიკა 1739204073

ევროპარლამენტის რეზოლუცია - დოკუმენტის სრული ტექსტი
ცნობილია, ევროპარლამენტის რეზოლუციის ტექსტი, რომელიც საქართველოს შესახებ უნდა მიიღოს

სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენელია - წერია ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ მომზადებული რეზოლუციის ერთ-ერთი პრორექტში, რომლის ავტორიც ევროპის სახალხო პარტიაა....

პოლიტიკა 1739202888