სახელმწიფო აუდიტის სამსახური: სახელმწიფო კომპანიებში მილიონობით ლარის არამართლზომიერი ხარჯები და ფინანსური დარღვევები გამოვლინდა
პოლიტიკა • 1793307279
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2023-2024 წლებში სახელმწიფო საწარმოების საქმიანობის შესაბამისობის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, რამდენიმე მსხვილ სახელმწიფო კომპანიაში მრჩევლების უკანონო შრომის ანაზღაურება, დაუსაბუთებელი პრემიები, საწვავის ხარჯვისა და სამუშაო დროის აღრიცხვის სერიოზული დარღვევები გამოვლინდა.
მთავარი მიგნებები და ფინანსური დარღვევები:
უკანონო ხელფასები მრჩევლებს: 2023-2024 წლებში, „საქართველოს რკინიგზაში“, „თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა“ და „საქართველოს ფოსტაში“ დასაქმებულ 33 მრჩეველ-კონსულტანტზე ხელფასის სახით ჯამში 2 116 864 ლარი ისე გაიცა, რომ შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელი დოკუმენტაცია ან ფუნქცია-მოვალეობები არ არსებობდა.
საზღვარგარეთ ყოფნა სამუშაო საათებში: ხუთ სახელმწიფო კომპანიაში (რკინიგზა, ფოსტა, სატრანსპორტო კომპანია, საქაერონავიგაცია, აეროპორტების გაერთიანება) გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც თანამშრომლები შვებულების ან მივლინების გარეშე, საზღვარგარეთ იმყოფებოდნენ, თუმცა ამ პერიოდში ხელფასი სრულად ჩაერიცხათ. ჯამში, 27 პირმა ამ გზით 137 429 ლარი მიიღო.
ანგარიშის მიხედვით „საქართველოს ფოსტაში“ ერთი თანამშრომელი ორი წლის განმავლობაში სამუშაო ადგილზე მხოლოდ 5 კალენდარულ დღეს ფიქსირდებოდა, ხოლო სხვა შემთხვევაში მითითებული იყო ჩანაწერი – „არ გამოცხადება“. ანგარიშში აღნიშნულია, რომ აუდიტმა ვერ მიიღო რწმუნება ამ თანამშრომელზე შრომის ანაზღაურების სახით გაცემული 159 145 ლარის მართლზომიერ ხარჯვაზე.
დაუსაბუთებელი პრემიები და დანამატები: აუდიტის ცნობით, შემოწმებულ არცერთ საწარმოში არ არსებობდა თანამშრომელთა შეფასების გამჭვირვალე სისტემა. მილიონობით ლარის პრემიები გაიცა სადღესასწაულო დღეებთან დაკავშირებით ან ხელმძღვანელების ერთპიროვნული გადაწყვეტილებით, სათანადო დასაბუთების გარეშე (მაგალითად, „საქაერონავიგაციაში“ — 3.7 მლნ ლარზე მეტი, ხოლო „საქართველოს ფოსტაში“ — 3 მლნ ლარზე მეტი საშობაო პრემია).
სატრანსპორტო და საწვავის ხარჯები: კომპანიებში დარღვევით ხდებოდა სამსახურებრივი ავტომანქანებით სარგებლობა. ხშირ შემთხვევაში ავტომობილები ჰყავდათ პირებს, რომლებსაც მთავრობის დადგენილებით ეს არ ეკუთვნოდათ, ხოლო სამორიგეო ავტოპარკის კონტროლი დოკუმენტურად არ რეგულირდებოდა.
ზარალიანი კომპანიები და მილიონები მრჩევლებს: ცალკე ანგარიშის მიხედვით, შპს „აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიამ“, რომელმაც წლები 17-მილიონიანი ზარალით დაასრულა, დირექტორის მრჩევლებს ხელფასებში 913 ათასი ლარი გადაუხადა, ხოლო თანამშრომლებზე ჯილდოს სახით 1.58 მილიონი ლარი გასცა.
აუდიტის სამსახური აღნიშნავს, რომ კანონმდებლობაში ცვლილებების შედეგად, 2025 წლის 25 ივნისიდან მრჩევლის პოზიცია სახელმწიფო საწარმოებში უკვე არაანაზღაურებადი გახდა.
UFC-ის ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი აბუ-დაბიში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.„მინდა ყველას გაცნობოთ, რომ გამათავისუფლეს, კარგად ვარ, ჯანმრთელად და მზად ვარ გზის გასაგრძე...
სპორტი • 1794602917
14 ნოემბრის ენერგიები გამოირჩევა შინაგანი ჰარმონიის აღდგენით, კვირის ბოლოსკენ ძალების შეჯამებითა და განტვირთვის აუცილებლობით. კოსმოსური ფონი გვიბიძგებს, გადავხედოთ გასულ დღეებს, გავაანალიზოთ მიღწეული...
ეს საინტერესოა • 1794600374
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ 2026 წლის ბიუჯეტიდან დარჩენილი სახსრების განაწილების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც საბჭოს წევრებისთვის ერთჯერადად გაზრდილ ჰონორარებსა და დამატებითი ე...
საზოგადოება • 1794598054
ჩრდილო-აღმოსავლეთ ინდოეთში, ასამის შტატში, ავტობუსისა და სატვირთო ავტომობილის შეჯახების შედეგად სულ მცირე 24 ადამიანი დაიღუპა, 11 კი დაშავდა. ავტოსაგზაო შემთხვევა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის...
მსოფლიო • 1794595089
სტამბოლში, ზეითინბურნუს რაიონის სანაპიროსთან ღუზაზე მდგომი ორი სატვირთო გემი ერთმანეთს შეეჯახა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა ორივე ხომალდი დაზიანდა. არსებული ინფორმაციით, ლიბანიდან რუმი...
მსოფლიო • 1794591096
როგორც „რადიო თავისუფლებისთვის“ გახდა ცნობილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ლუკა ეხვაიას თანამდებობიდან გათავისუფლება ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის, ხან ჭენგის ვიზიტს უკავშირდება. არსებული ინფორმაცი...
პოლიტიკა • 1794584851










