სახელმწიფომ მოძალადის მხარე დაიკავა, რაც მიუღებელია! მოვითხოვთ რეაგირებას კანონის სრული სიმკაცრით! - ოპოზიციონერი ქალი დეპუტატები

პოლიტიკა 1679917580    174

ოპოზიციის ქალი დეპიუტატები

საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერი ქალი დეპუტატები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

"ჩვენ, საქართველოს პარლამენტის წევრები, ქალი დეპუტატები, სოლიდარობას ვუცხადებთ ყველა ქალს, ვინც სექსუალური შევიწროვების თუ სხვა ტიპის უფლებადარღვევის მსხვერპლიგახდა.

სასტიკად ვგმობთ მიმდინარე დღეებში ძალადობრივი და პროპაგანდისტული მანქანებით უწყვეტ თავდასხმას თათია სამხარაძის მიმართ, რომელმაც თავისი ბრძოლით და გამბედაობით შეძლო დაერღვია ტაბუ - მან სექსუალური შევიწროვების ფაქტის დადგენის და მასზე სამართლებრივი რეაგირების პირველი პრეცედენტი შექმნა საქართველოში.

სასტიკად ვგმობთ მმართველი გუნდის ლიდერების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს ამ და სხვა სავარაუდო შევიწროვების ფაქტებზე, რაზეც უკანასკნელი დღეების განმავლობაში კიდევ4 ქალი ალაპარაკდა. მათაც საჯაროდ ამხილეს შალვა რამიშვილი, რომელიც ორი ინსტანციის სასამართლოს მიერ უკვე არის შევიწროვების ფაქტში მხილებული თათია სამხარაძის საქმეზე.

უკანასკნელი დღეების განმავლობაში ხელისუფლება გაცდა დუმილის ფაზას, რაც გვინახავს სხვა საქმეებში, და ღია მხარდაჭერას უცხადებს შემვიწროვებელს, რითიც ეუბნება ძალადობის და დისკრიმინაციის ყველა მსხვერპლს, რომ დადუმდნენ და ახალისებენ მოძალადეებს. ჩვენთვის განსაკუთრებით მიუღებელია, რომ ამ გზავნილის გასავრცელებლად ხელისუფლების წარმომადგენლებმა გამოიყენეს საპარლამენტო ტრიბუნა. ასევე, მიუღებელია პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარის პოზიცია, რომელსაც განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია, ხელი შეუწყოს არამხოლოდ ქალთა უფლებების დაცვისათვის საკანონმდებლო ბაზის, არამედ კანონების პრაქტიკაში აღსრულებისთვის სათანადო გარემოს შექმნას.

გასული დღეების განმავლობაში ჩვენ ვნახეთ ყველაზე საშიში და მანკიერი პრაქტიკა, როდესაც მოძალადის რეპუტაციის დასაცავად და მსხვერპლის დასასჯელად, გამოიყენეს სახელმწიფო ინსტიტუციები მსხვერპლის დევნისათვის და ცრუ ნარატივების კვლავ წარმოებისათვის. მიუღებელია, როდესაც უფლებების და მართლწესრიგის დაცვის მოტივით, სახელმწიფო უწყებების ჩართულობით, იჭრებიან ადამიანის საცხოვრებელ სივრცეში. აღნიშნული ინციდენტი აღრმავებს ეჭვს - უკანონო თვალთვალისა და მიყურადების პრაქტიკის გამოყენებისა და პარტიული ინტერესების დასაცავად სახელმწიფო მანქანის ბოროტად გამოყენების შესახებ. ის ფაქტი, რომ შევიწროვებაში სასამართლოს მიერ მხილებული პირი საჯაროდ იმუქრება, რომ მამხილებელი ადამიანების პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციები გასაჯაროვდება, აჩვენებს ხელშეუხებლობისა და დაუსჯელობის განცდას, რაც სახელმწიფოსა და კანონის სრულ უუნარობას ააშკარავებს.

მოვითხოვთ საგამოძიებო უწყებებისგან, შეისწავლონ და სამართლებრივი შეფასება მისცენ თათია სამხარაძის მიმართ განხორციელებულ დევნისა და ოპერაციას; ასევე შეისწავლონ და სამართლებრივი შეფასება მისცენ სხვა ქალების მიერ გაჟღერებულ ბრალდებებს შალვა რამიშვილის მიერ განხორციელებული შევიწროვების შესახებ, ტელეკომპანია „ფორმულას" ეთერში გასული ფარული ჩანაწერის ჩათვლით.

ასევე მოვუწოდებთ საქართველოს სახალხო დამცველს, გამოხატოს საჯარო პოზიცია მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით; ამასთან, მოვუწოდებთ მას,

- განახორციელოს კანონით და მისი მანდატით გათვალისწინებული სამართლებრივი რეაგირება

- დაიცვას თათია სამხარაძის უფლებები, რადგან სახეზეა დისკრიმინაციის ამკრძალავი კანონდებლობის განგრძობადი დარღვევა. კერძოდ, თათია სამხარაძე იდევნება მის მიერ სექსუალური შევიწროვების ფაქტის მხილებისა და სასამართლოში დავის მოგების გამო."

- განცხადებას ხელს აწერენ ანა ნაცვლიშვილი, თეონა აქუბარდია, ხატია დეკანოიძე, ანა ბუჩუკური, ხათუნა სამნიძე, ანი წითლიძე, სალომე სამადაშვილი, თამარ კორძაია.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
დემეტრე
1 ლარი და 1 გაზიარებაც მნიშვნელოვანია! პატარა დემეტრე რეანიმაციაში უგონო მდგომარეობაშია, მას თავის ტვინის აუტოვენური სიმსივნე აქვს, მკურნალობის 3 კურსის შემდეგ, უსახსრობის გამო ვერ შესძლო მკურნალობის გაგრძელება და მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა

დემეტრე რეანიმაციაში უგონო მდგომარეობაში არის, ასე მგონია ჩვენმა გულგრილობამ მიიყვანა დემეტრე აქამდე, 9 თვე ვაგროვებდით ფულს და ვერ შეგროვდა და ამის გამო ის ახლა რეანიმაციაშია. ვცდილობთ გადავრჩინოთ, ყ...

საზოგადოება 1685467022

მიხეილ სააკაშვილი
„ვის წარმოადგენთ, ბატონო პრემიერ-მინისტრო“ - იან კელი ღარიბაშვილს

„ცუდი ანალიზია და ამაზე უარესად შეურაცხმყოფელია უკრაინის დადანაშაულება თავისი სუვერენიტეტის ნების გამო შეუერთდეს დასავლეთს. ვის წარმოადგენთ, ბატონო პრემიერ-მინისტრო? “ - საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩ...

პოლიტიკა 1685465201

მიშელი
„ევროპული ღირებულებები ქართველი ხალხის სისხლშია“ - შარლ მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შესახებ ტვიტს აქვეყნებს და წერს, რომ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაუდასტურა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროპული კურსის მიმართ....

პოლიტიკა 1685462135

წავკისი
წავკისში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს

მთაწმინდის რაიონის  შემოერთებულ ტერიტორიებზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აქტიურად მიმდინარეობს.   ამ ეტაპზე, წავკისში, დიდგორისა და 9 ძმა ხერხეულიძის ქუჩებზე  საგზაო სამუშაოები ხორციელდება. აღნ...

საზოგადოება 1685462057

პრიგოჟინი
„ნუ ცრუობთ“ - პრიგოჟინი რუსულ პროპაგანდას სიცრუეში ამხელს

ვაგნერის ხელმძღვანელი რუსულ პროპაგანდას აკრიტიკებს და ამბობს, რომ მსგავსი ცრუ ინფორმაციების გავრცელებით რუსული ჯარი წინ ვერ წავა. ევგენი პრიგოჟინი ასევე უკრაინულ არმიას აქებს და ამბობს, რომ ისინი ფრონ...

რუსეთ-უკრაინის ომი 1685460921

ხაინდრავა
„გოვორიტ მოსკვა“ - რას წერს გოგა ხაინდარავა რასა იუკნევიჩიენზე

„გოვორიტ მოსკვა! გაიძახის საბჭოური ნოსტალგიის ექსტაზში გორბაჩოვის "ზა პერესტროიკუ"-ს პარტიის აქტივისტი ლяკა ხოშტარიას თანამოაზრე ევროს პარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე! ურაა ტოვარიშჩი! ბანს აძლევენ ფარი...

სოცმედია 1685460818