სახის ნიღბით დაფარვის, ასევე გზის გადაკეტვის პირველივე შემთხვევა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას - "ოცნებას" კანონში ცვლილებები შეაქვს

პოლიტიკა 1760421818

სპეცრაზმი ახალი

"ქართულ ოცნებას" ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში ცვლილებები შეაქვს. ამის შესახებ ივანიშვილის გუნდის წევრმა ირაკლი კირცხალიამ ბრიფინგზე განაცხადა.

 

მისი თქმით, სახის ნიღბით დაფარვის, ცრემლსადენი ან/და მომწამვლელი ნივთიერების ქონის, ასევე გზის გადაკეტვის ან დროებით კონსტრუქციის მოწყობის პირველივე შემთხვევა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო თუ სამართალდამრღვევი ორგანიზატორია ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით.

ასევე, ახალი ცვლილებებით, იმგვარ შეკრებაში ან მანიფესტაციაში მონაწილეობა, რომელიც შსს-ს მოთხოვნით შეწყვეტას ექვემდებარება, პირველივე შემთხვევაში გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით.

ირაკლი კირცხალიას ცნობით, სისხლის სამართლის კოდექსს ემატება ახალი მუხლი, რომლითაც სისხლის სამართლებრივი პასუხისგება დაეკისრება იმ პირს, რომელიც სამართალდამცვაი ორგანოს თანამშრომელს მესამედ მიაყენებს შეურაცხყოფას, ან არ დაემორჩილება მის კანონიერ განკარგულებას. აღნიშნულ პირს შეეფარდება თავისუფლების აღკვეთა 1 წლამდე.

 

რიგი ცვლილებები შევა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში.  კერძოდ, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილის მიერ სახის ნიღბით დაფარვის, ცრემლსადენი ან/და მომწამვლელი ნივთიერების ქონის, ასევე გზის გადაკეტვის ან დროებით კონსტრუქციის მოწყობის პირველივე შემთხვევა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო თუ სამართალდამრღვევი ორგანიზატორია ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით. იმგვარ შეკრებაში ან მანიფესტაციაში მონაწილეობა, რომელიც შსს-ს მოთხოვნით შეწყვეტას ექვემდებარება, პირველივე შემთხვევაში გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით, ასევე 60 დღემდე ვადით ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდება იმ პირს, რომელიც შეკრებისას იქონიებს იარაღს, პიროტექნიკას ან იქონიებს ისეთ საგანს, რომელიც გამოიყენება სხვა პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის ზიანის მისაყენებლად. ამგვარი აკრძალული ქმედებების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას 1 წლამდე ვადით. ხოლო, მესამე და ყოველი შემდეგი იგივე კანონსაწინააღმდეგო ქმედება 2 წლამდე ვადით.

ასევე სისხლის სამართლის კოდექსს ემატება ახალი მუხლი, რომლითაც სისხლის სამართლებრივი პასუხისგება დაეკისრება იმ პირს, რომელიც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელს მესამედ მიაყენებს შეურაცხყოფას, ან არ დაემორჩილება მის კანონიერ განკარგულებას, აღნიშნულ პირს შეეფარდება თავისუფლების აღკვეთა 1 წლამდე, ხოლო რეციდივის შემთხვევაში კი თავისუფლების აღკვეთა 2 წლამდე ვადით, ამასთანავე არ იქნება გამოყენებული სხვა სახის სასჯელი," - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.     

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
კალაძე კახა 1
ეს ბიზნესსაქმიანობაა და სახელმწიფოს მხრიდან მასში უხეშად ჩარევა, ეწინააღმდეგება იმ პრინციპებს, რომელსაც 2012 წლიდან მოვყვებით - კალაძე "ინტერრაოს" დასანქცირებაზე

„ეს ბიზნესსაქმიანობაა და სახელმწიფოს მხრიდან მასში უხეშად ჩარევა, რა თქმა უნდა, ეწინააღმდეგება იმ პრინციპებს, რომელსაც 2012 წლიდან მოვყვებთ“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ევროკავშირის მი...

პოლიტიკა 1786096179

საქბანკი
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება

მცირე ბიზნესის ჯაჭვი ქალაქში ადგილობრივი ბიზნესების გაერთიანებას განაგრძობს. პროექტის მთავარი იდეა ერთმანეთის მხარდაჭერაა და წახალისებაა, წესები კი მარტივია: სტუმრობ ერთ ობიექტს, სადაც გხვდება სპეციალ...

ბიზნესი & ეკონომიკა 1786095246

დაკავება კომპიუტერულ მონაცემებზე
უცხო ქვეყნის მოქალაქის საბანკო ანგარიშიდან 58 000$ მიითვისეს - კომპიუტერული მონაცემების ხელყოფის ბრალდებით 1 პირი დააკავეს, მეორეს მიმართ დევნა დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ფინანსური სარგებლის მიზნით,  წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ კომპიუტერული მონაცემების ხელყოფის  ბრალდებით, 1 პირი დააკავეს,...

კრიმინალი 1786094675

გურამ დადიანიძე
"კახა, არ მიმატოვო, გეხვეწები" - ვიდეო, რომელშიც სავარაუდოდ 12 წლის წინ დაკარგული ბიჭის ხმა ისმის

17 წლის გურამ დადიანიძე 2014 წელს გაუჩინარდა. ის, დუშეთის რაიონის სოფელ ქვემო მლეთაში, ლომისობის დღესასწაულზე ექსკურსიაზე იმყოფებოდა. საქმე დღემდე გაუხსნელად ითვლება, ვინაიდან გურამ დადიანიძის კვალს ვ...

საზოგადოება 1786090620

თურქები დაკავება
თურქეთის მიერ ძებნილი 2 პირი აჭარაში დააკავეს - ბრალად იარაღის უკანონო ტარება და საზღვრის კვეთა ედებათ

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თურქეთის რესპუბლიკის მიერ ძებნილი 2 პირი, ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-...

კრიმინალი 1786086000

საქბანკი
საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება - ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის

საქართველოს ბანკი მომხმარებლებისთვის ციფრული გამოცდილების გაუმჯობესებას განაგრძობს. მობილბანკის მორიგი განახლების ფარგლებში მომხმარებლებს ახალი ფუნქციონალები და დამატებითი შესაძლებლობები დახვდებათ, მა...

ბიზნესი & ეკონომიკა 1786028400