„საკმარისი ასოებით ვარ უკვე ჩაწერილი მსოფლიოს ისტორიაში და მეცოდება ყველა, ვისაც ჰგონია, რომ ამ გაუბედურებულ ქვეყანაში რაიმე თანამდებობის დაკავებაში კონკურენტი ვარ“ - მიხეილ სააკაშვილი
პოლიტიკა • 1739201128
მინდა, ვუთხრა ყველას, ვინც მეჯიბრება, მეცინება, რომ მართლა ჰგონიათ, ამ გაუბედურებულ, პატარა ქვეყანაში მე ვარ თქვენი კონკურენტი რაიმე თანამდებობის დაკავებაში. მე საკმარისი ასოებით ვარ უკვე ჩაწერილი მსოფლიოს ისტორიაში, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.
სააკაშვილის თქმით, პარტიულობის თამაში უნდა დამთავრდეს. მიხეილ სააკაშვილმა წინააღმდეგობის საერთო ფრონტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
"მინდა, ვუთხრა მათ, ვინც დღევანდელ მდგომარეობაში კიდევ აგრძელებს პარტიულ თამაშს. მეგობრებო, ნუთუ ვერ ხვდებით, რომ ეს თამაში უკვე დასრულებულია. საქართველოს მატარებელი, რომელიც ჩქარი ტემპით მიდიოდა იმ საამაყო 9 წელიწადში, ჯერ დამუხრუჭდა და ახლა საბოლოოდ შევიდა დეპოში. საქართველოში დამყარდა კლეპტოკრატიული დიქტატურა, რაც ნიშნავს, რომ ყოველგვარ პარტიულ თამაშს არავითარი აზრი არ აქვს. ახლა მხოლოდ ერთიანი წინააღმდეგობის ფრონტი, ყოველგვარი პარტიული განსხვავებების გარეშე, გაგვიყვანს სამშვიდობოზე.
მინდა, ასევე ვუთხრა ყველას, ვინც მე მეჯიბრება, მეცინება, რომ მართლა ჰგონიათ, ამ გაუბედურებულ, პატარა ქვეყანაში მე ვარ თქვენი კონკურენტი რაიმე თანამდებობის დაკავებაში. მე საკმარისი ასოებით ვარ ჩაწერილი უკვე მსოფლიოს ისტორიაში. მეცოდება ყველა, ვისაც ჰგონია, რომ მე ვარ მათი კონკურენტი ქართულ პოლიტიკურ ჭაობში, მეცოდება ყველა, ვინც აგრძელებს პოლიტიკური პარტიულობის თამაშს.
ოთხი წლის წინ ჩამოვედი, თავი გავწირე იმისთვის, რომ ვიცოდი, საქართველო ამ მდგომარეობაში იყო. მე ვისჯები სწორედ იმისთვის, რომ გავბედე და საქართველომ გაბედა, საქართველო ისჯება იმის გამო, რომ იყო წარმატებული, მსოფლიოს დადებითი ყურადღების ცენტრში, იმის გამო, რომ არ ჩადგა შეუმდგარი, კლეპტოკრატიული პოსტსაბჭოთა სახელმწიფოების მწყობრში“, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
ნიუ-იორკის Lower East Side-ში ქართველი ფოტოხელოვანის, ბაკურ თვრინელის, მიერ დაფუძნებული ახალი სივრცე - The White Loft ოფიციალურად გაიხსნა. სტუდიის გახსნას ესწრებოდნენ საერთაშორისო ჟურნალების წარმომადგ...
საზოგადოება • 1768640523
ბოლნისში ავტოსაგზაო შემთხვევას მოტოციკლის მძღოლი 17 წლის კარატისტი ნინი მამარდაშვილი ემსხვერპლა | ინფორმაციას სოციალურ ქსელში დაღუპულის ახლობლები ავრცელებენ. ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ მოხდა.
შემთხვევა • 1768639057
ირანული ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის, HRANA-ს მონაცემებით, ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე დაღუპულთა რიცხვი 3 000-ს აჭარბებს. აშშ-ში დაფუძნებულმა HRANA-მ განაცხადა, რომ ორგანიზაციამ 3...
მსოფლიო • 1768635795
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 6 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება "მეთადონი" ამოიღეს, რომლის ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე 3 მილიონამდე ლარს შეადგენს - დაკავებულია ბელარუსის რესპუბლიკის 2...
კრიმინალი • 1768633614
აქტივისტების თქმით, ირანი გლობალური ინტერნეტიდან სამუდამოდ გათიშვას გეგმავს, შესაბამისად შეუზღუდავი ონლაინ წვდომა "სამთავრობო პრივილეგია" იქნება და მხოლოდ რეჟიმის მიერ შემოწმებული პირებისთვის გახდება...
მსოფლიო • 1768631783
"ჩემო მამაცო თანამემამულეებო,მსოფლიოს მოტყუებისა და დროის მოგების მცდელობისას, ისლამური რესპუბლიკის კრიმინალური რეჟიმი და მისი სისხლისმსმელები დიდ ტყუილს ამბობენ, რომ ირანში ყველაფერი „ნორმალურია“. მა...
მსოფლიო • 1768629642












