პოლიტიკა • 1701860017
ზუგდიდის, ჭიათურისა და ბათუმის საკრებულოებში შესაძლოა ფრაქცია სახელწოდებით "ნაციონალური მოძრაობა" საერთოდ აღარ იყოს. მას შემდეგ რაც ამ რეგიონებში ფრაქციების თავმჯდომარეებმა, მოადგილეებმა და დეპუტატებმა ენმ დატოვეს, შესაძლოა ფრაქციებს სახელწოდება შეუცვალონ:
"მეგობრებთან ერთად თუ შევთანხმდით და თუ ნაციონალურ მოძრაობაში დარჩენილი ადამიანების მოთხოვნაც იქნება, ქალაქ ბათუმში ფრაქცია ნაციონალური მოძრაობა დაამთავრებს მუშაობას - თავისუფალი კვარტალი იქნება, სახელი შეეცვლება"- ამბობს ენმ-ის ყოფილი წევრი ბათუმის საკრებულოს ფრაქციიდან, ნოდარ დუმბაძე.
მან პარტია გიორგი კირთაძესთან ერთად, 4 დეკემბერს დატოვა.
გუშინ კი ენმ-დან წავიდნენ ზუგდიდისა და ჭიათურის საკრებულოების წევრები. ზუგდიდის ფრაქცია 22 დან 14-მა დეპუტატმა დატოვა, ჭიათურაში კი ხუთმა და ამით "ნაციონალურ მოძრაობას" ჭიათურის საკრებულოში მანდატები საერთოდ აღარ აქვს.
ენმ-დან წასულები ამბობენ, რომ ოლიგარქიული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას სხვა პლატფორმიდან გააგრძელებენ, თუმცა ჯერჯერობით უცნობია საიდან. ისინი ნიკა მელიასთან თანამშრომლობის სურვილს გამოთქვამენ, თუმცა მელიას პარტიაში მიმდინარე მოვლენებზე კომენტარი არ გაუკეთებია.
სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენელია - წერია ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ მომზადებული რეზოლუციის ერთ-ერთი პრორექტში, რომლის ავტორიც ევროპის სახალხო პარტიაა....
პოლიტიკა • 1739202888
მინდა, ვუთხრა ყველას, ვინც მეჯიბრება, მეცინება, რომ მართლა ჰგონიათ, ამ გაუბედურებულ, პატარა ქვეყანაში მე ვარ თქვენი კონკურენტი რაიმე თანამდებობის დაკავებაში. მე საკმარისი ასოებით ვარ უკვე ჩაწერილი მს...
პოლიტიკა • 1739201128
ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქრისტიანული ქვეყანაა მსოფლიოში და ამიტომაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ქრისტიანობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კო...
პოლიტიკა • 1739201047
„ქართული ოცნების“ მთავრობის ადმინისტრაციამ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირაკლი კობახიძე 11 თებერვალს სიტყვით გამოვა მსოფლიო მთავრობათა სამიტზე. სამიტის ოფიციალურ პრესრელიზში კი სტუმრებს შორის საქარ...
პოლიტიკა • 1739199422
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიმდინარე წლის 22 იანვარს ლონდა თოლორაიას საქმე წარმოებაში მიიღო - ამის შესახებ ინფორმაციას "უფლებები საქართველოს" ავრცელებს. გადაწყვეტილება სასამართლოს ოფიც...
პოლიტიკა • 1739198853
8 მარტს, გია სურამელაშვილი მოსკოვში იმღერებს. ინფორმაციას რუსეთის დედაქალაქში მდებარე რესტორანი “გენაცვალე” ავრცელებს “მეგობრებო! რესტორანი “გენაცვალე” 8 მარტის საპატივცემულოდ გრანდიოზულ ზეიმს ამზადებ...
საზოგადოება • 1739197980
ეს საინტერესოა • 1730230380
30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი