სალომე ზურაბიშვილს შესაძლოა, ევროპარლამენტში მოუსმინონ

პოლიტიკა 1734074676

სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტს შესაძლოა, ევროპარლამენტში მოუსმინონ. ევროდეპუტატებმა, რომელიც თბილისში იმყოფებიან, გუშინ რობერტო მეცოლას სპეციალური მოთხოვნით მიმართეს, რომ სალომე ზურაბიშვილი პლენარულ სხდომაზე მიიწვიონ. მათი თქმით, სწორეს სალომე ზურაბიშვილის წარმოადგენს დღეს ღირსების სახეს.

 

ეს წმინდად რობერტა მეცოლას ხელშია. ჩვენ მას ვთხოვეთ, რომ მოეწვია პრეზიდენტი ზურაბიშვილი ევროპარლამენტში. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ დებატებს გავმართავთ საქართველოს შესახებ და მოვუყვებით ჩვენს კოლეგებს რა ვნახეთ და რას ვადევნებთ თვალყურს და რა უნდა გააკეთონ მათ საქართველოს მხარდასაჭერად. ამიტომაც ვთხოვეთ ევროპარლამენტის პრეზიდენტს, რომ სალომე ზურაბიშვილი მიეწვია, რადგან ის არის, - თქვა ნატალი ლუაზომ. 
ჩვენ უკვე გავუგზავნეთ წერილი რობერტა მეცოლას, ვთხოვეთ, რომ გადაალაგოს მომავალი კვირის დღის წესრიგი და ვიმედოვნებ, რომ ამ მოთხოვნას გაითვალისწინებენ. ძალიან მნიშვნელოვანია. რომ ევროპული საქართველოს სურვილები გაჟღერდეს, რათა დავარწმუნოთ პოლიტიკოსები არა მხოლოდ პარლამენტში, არამედ წევრ სახელმწიფოებში, რომ არ უნდა ეშინოდეთ, უნდა იბრძოლონ, რადგანა ხლა იბრძვის ქართველი ხალხი, - თქვა გუშინ რასა იუნკევიჩიანემ. 
ჩვენ ძალიან მოხარულები ვიქნებით, რომ ეს ვნახოთ . ვიცი, რომ ლოჯისტიკური საკითხებია მოსაგვარებელი და ამავდროულად, საქართველოშიც ბევრი რამ არის მოსაგვარებელი. ვნახოთ, სხვადასხვა ვარიანტზე ვმუშაობთ, მაგრამ ყველა ვფიქრობთ, რომ გამოსადეგი იქნებოდა, ამ წელ , ევროპარლამენტოს ბოლო პლენალურ სხდომაზე გვყოლოდა ასეთი კალიბრის პირი, საქართველოს პრეზიდენტი. სალომე ზურაბიშვილს მალე პრეზიდენტობის ვადა გასდის, ამიტომ ეს კიდევ ერთი მიზეზია, რომ ეს არის მნიშვნელოვანი სიგნალი, მაგრამ ვნახოთ, - ამბობს ლაგოდინსკი. 
შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტარების 7 კაციანი დელეგაცია საქართველოშია.  12 დეკემბერს მათ დახურული შეხვედრები გამართეს პრეზიდენტთან, ოპოზიციურ კოალიციებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მედიის წარმომადგენლებთან.

ევროპარლამენტარებმა  ხელახალი არჩევნების ჩატარების აუცილებლობაზე ისაუბრეს, ვინაიდან ოქტომბრის არჩევნები, მათი თქმით, არც თავისუფალი იყო და არც სამართლიანი.

გუშინ საღამოსვეს ევდდეპუტატები რუსთაველის გამზირზე, აქციაზე მივიდნენ. მოქალაქეები მათ ოვაციებით შეხვდნენ.

 

დელეგაციის შემადგენლობაში არიან: რასა იუკნევიჩიანე, ლიეტუვა, ევროპის სახალხო პარტია (EPP); მიჰალ შჩერბა, პოლონეთი, ევროპის სახალხო პარტია (EPP); ნატალი ლუაზო, საფრანგეთი, „განაახლე ევროპა“ (Renew Europe); ბერნარ გეტა, საფრანგეთი, „განაახლე ევროპა“ (Renew Europe); ტობიას კრემერი, გერმანია, სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსი; რაინიე ვან ლანშოტი, ნიდერლანდები, მწვანეები/ევროპული თავისუფალი ალიანსი.    

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ნეთანიაჰუ
„ჩვენ გვაქვს მაჩვენებლები, რომ ირანში მაღალი რანგის ლიდერები უკვე თავიანთ ბარგს ალაგებენ. ისინი გრძნობენ, რაც ელით“ - ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერმინისტრის თქმით, ირანში ისრაელის იერიშებისა და ოპერაცია "აღმავალი ლომის" ფონზე ირანელი მაღალი რანგის ლიდერები "ბარგს ალაგებენ", რადგან "გრძნობენ, რაც ელით"."ჩვენი გამარჯვება თქვენი გამ...

მსოფლიო 1749923137

ავარია
დაიღუპა 3 ახალგაზრდა ქალი , 2 კი დაშავდა - საშინელი ავარია გონიოში

გონიოში ავტოსაგზაო შემთხვევას 3 ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა, 2 კი დაშავდა. ინფორმაცია ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.   არსებული ინფორმაციით, ჯერ ერთმანეთს ორი მსუბუქი მანქანა შეეჯახ...

შემთხვევა 1749922778

გიორგი გახარია ბუკიაა
„გახარიას დაჭერის მუქარით აიძულებენ მიიღოს მონაწილეობა იმ პროცესში, რომელშიც ისედაც აპირებს მონაწილეობის მიღებას? სწორად გავიგე?“ - ვიკა ბუკია

ვიკა ბუკია: ანუ გახარიას დაჭერის მუქარით აიძულებენ მიიღოს მონაწილეობა იმ პროცესში, რომელშიც ისედაც აპირებს მონაწილეობის მიღებას? სწორად გავიგე? ცოტა რთული წინადადებაა, მაგრამ ჩემი ბრალი არაა. ერთი პარ...

სოცმედია 1749922437

ეპისკოპოსის მკვლელობა
ვინ კლავდა სინოდის წევრ - სკანდალური ფარული ჩანაწერი

 "ნოდარ მელაძის შაბათის" ექსკლუზივი - TV პირველის გამომძიებელ ჟურნალისტთა ოფისს, წყარომ მიაწოდა აუდიო-ჩანაწერი, რომელიც კონფიდენტის თქმით, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის, გიორგი ჯამდელიანისა და იმ...

საზოგადოება 1749922088

გომელაური
ვახტანგ გომელაურის გამოკითხვაზე დაბარება - პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

რა საკითხზე დაიბარეს ვახტანგ გომელაური გამოკითხვაზე - პროკურატურა განცხადებას ავრცელებს. უწყება წერს, რომ გადამდგარი მინისტრი გამოკითხვაზე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე დაიბარეს. პროკურატურა ასევე წერს, რომ...

პოლიტიკა 1749910253

ალბი კორძაია
ვიდეო: აქტივისტმა ალბი კორძაიამ იზოლატორი დატოვა

აქტივისტმა ალბი კორძაიამ იზოლატორი დატოვა — მას თეა წულუკიანის შეურაცხყოფის საბაბით დაწყებულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ 10-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.  მას შემდეგ, რაც 11 აპრ...

პოლიტიკა 1749910154