პოლიტიკა • 1708517874
აშშ-ის ახალი ელჩის პირველი გაფრთხილება "ქართულ ოცნებას" - რობინ დანიგანი საქართველოში სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას ელოდება. ოლიგარქის პარტიას ამერიკელი დიპლომატი, ფაქტობრივად, მინიშნებას აძლევს. განსაკურებით გამოყოფს ცესკოს. საარჩევნო კომისიას, რომელიც "ოცნებამ" ერთპარტიულ ორგანოდ აქცია, დანიგანი საარჩევნო პროცესში გადამწყეტ როლს აკისრებს. დანიგანმა ასევე ხაზი აგუსვა, რომ არჩევნები დემოკრატიის ტესტი იქნება და სვლა ევროკავშირისკენ რეფორმებით უნდა გაგრძელდეს.
საქართველოშიც და აშშ-იც საარჩევნო წელია. სამართლიანი არჩევნები კი ძლიერი დემოკრატიის ქვაკუთხედია. ასე რომ, აშშ ორიენტირებულია, რომ დაეხმაროს საქართველოს თავისუფალი, სამართლიანი, კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფაში. ჩვენ მჭიდროდ ვმუშაობთ სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებთან, ოპოზიციურ პარტიებთან და მმართველ პარტიასთან და განსაკუთრებით ცესკოსთან, რათა საქართველოს მოქალაქეებმა იცოდნენ, რომ მათი ხმა სამართლიანად იქნება დათვლილი, რომ მათი ხმები ფარულია და რომ პროცესი არის თავისუფალი და სამართლიანი. ასე რომ, მე მოუთმენლად ველი, რომ ქართველებმა გამოიყენონ თავიანთიო დემოკრატიული უფლება და მისცენ ხმა და ამერიკელებმაც იგივე გააკეთონ აშშ-ში, - თქვა დანიგანმა.
აშშ- ელჩმა ასევე, ამერიკის და საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობაზე ისაუბრა. დანიგანმა პირდაპირ თქვა, რომ აშშ-ს პრიორიტეტი საქართველოს ევრკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერაა.
ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა ძალზე ძლიერია და ის მოიცავს მთელ რიგ მიმართულებებს: უსაფრთხოება, განათლება, ჯანდაცვა და ასევე ძალიან მტკიცე ხალხთა შორისი კავშირები. ჩენი ერთ-ერთი პრიორიტეტია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერა. ჩვენ გვსურს, რომ საქართველო იყოს ევროკავშირის წევრი. ერთ-ერთი პირველი, რაც გავაკეთე საქართველოში ჩამოსვლისას, იყო ბრიუსელში ვიზიტი, რათა ევროკავშირთან საქართველოს კანდიდატობის სტატუსზე მესაუბრა და ძალიან მოხარული ვარ, რომ პრემიერ-მინისტრის პირველი ვიზიტი არის ბრიუსელში, სადაც ის დღეს იმყოფება საქართველოს ევროკავშირის კანდიდატობაზე სასაუბროდ. ასე რომ, იმედი მაქვს, რომ მომავალ წლებში ჩვენ ვიხილავთ საქართველოს ევროკავშირის წევრად, - განაცხადა ელჩმა.
ყოფილი დეპუტატი მეგი გოცირიძე: არ ვგმობ არცერთი მხრიდან ძალადობას!ხარებას ბანდამ ცეცხლი გაუხსნა შინჯიკას ბანდას გამშველებლის დედაც
სოცმედია • 1737309135
„ქართული ოცნების“ პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით 613 მსჯავრდებული პირი შეიწყალა. „საქართველოს პრეზიდენტის მ...
პოლიტიკა • 1737307698
"ივანიშვილის ტირანული რეჟიმი ახლა უკვე იტაცებს კიდეც მამაც ქართველებს... ამ სასტიკ რეჟიმს არ შეუძლია დააშინოს ქართველი ხალხი," - ამის შესახებ სოციალურ ქსელში აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონ...
პოლიტიკა • 1737306367
"ხარებას" და გიორგი შინჯიკაშვილის დაჯგუფებებს შორის დაპირისპირება გრძელდება - კერძოდ, დინამოს სტადიონის მიმდებარედ, ფიტნეს დარბაზ "ასპრიასთან" 17 იანვარს სროლა იყო, რა დროსაც ერთი ადამიანი, ჯონი მარიდ...
პოლიტიკა • 1737306226
ქართველმა ახალგაზრდა ;პიანისტმა ირმა გიგანმა ვატიკანში კონცერტი გამართა. ამის შესახებ ირმას დედა, თაკო ჩარკვიანი სოცქსელში წერს და ფოტოებსაც აქვეყნებს: დე მიყვარხარ გილოცავ, ბედნიერი ვარ ირმა დე გენაც...
კულტურა • 1737300315
გუშინ, თემქის პოლიციასთან საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული 6 ადამიანიდან 4 - მარიამ პაიჭაძე, სონა კალანდაძე, თამარა ჩუმაშვილი და მარიამ გილაშვილი გაათავისუფლეს. "მეგობრებო, გოგოები...
პოლიტიკა • 1737297580
ეს საინტერესოა • 1730230380
30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი