სამოქალაქო სექტორი სახალხო დამცველის კანდიდატების შერჩევის პროცესს იწყებს
პოლიტიკა • 1660724531 85

სამოქალაქო სექტორი სახალხო დამცველის კანდიდატების შერჩევის პროცესს იწყებს. არასამთავრობო ორგანიზაციების გადაწყვეტილებით, ისინი ერთობლივად შეიმუშავებენ ომბუდსმენის კანდიდატობის ნომინირების წესს და კრიტერიუმებს, რასაც კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს.
პროცესის ინკლუზიურობის უზრუნველსაყოფად მესამე სექტორის წარმომადგენლები უფლებადამცველ ჯგუფებსა და ორგანიზაციებს სთავაზობენ, 30 აგვისტომდე, აქტიურად ჩაერთონ შერჩევის პროცესში.
განცხადებას ხელს 45 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს. ისინი წარადგენენ 10 პირს, რომლებიც გაივლიან გასაუბრებას და ამის შემდეგ კანდიდატების სია უკვე პარლამენტში გადაიგზავნება.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარის ნიკა სიმონიშვილის განცხადებით, სამოქალაქო სექტორის შეთავაზება იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ სახალხო დამცველი არა რომელიმე პარტიის სასარგებლოდ შეირჩეს ან მათთან გარიგებით, არამედ შეთანხმებით.
შეგახსენებთ, ნინო ლომჯარიას სახალხო დამცველის უფლებამოსილების ვადა წელს ეწურება. ის 5 წელია აღნიშნულ თანამდებობაზეა და "ქართული ოცნების" ხელისუფლების მხრიდან მუდმივი თავდასხმის სამიზნეა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ჯაბა სამუშია აზერბაიჯანის რესპუბლიკის რელიგიური გაერთიანებების სახელმწიფო კომიტეტის (SCRA) და აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვე...
განათლება • 1695912444

მომღერალი, ზურა ხაჩიძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს: „ჩემი ჯაფარა აღარ მყავს! მოიხსნე უფალო მისი სული სასუფეველსა თვისა! ამინ ღმერთო. რამდენი რამე გავიარეთ ერთად და სად წახვედი ბიჭო…“,- წერს ზურა.
სოცმედია • 1695912177

#ერთადგავიმარჯვებთ საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე საასპარეზოდ ემზადება. თიბისი, როგორც ეროვნული ნაკრების მხარდამჭერი, მათ განსაკუთრებით გულშემატკივრობს და სხვადასხვა...
სპორტი • 1695911623

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში მაჰმუდ ადიბსა და საელჩოს წარ...
განათლება • 1695911532

თბილისში საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ალიანსის რიგით მე-3 ფორუმი გაიმართა. ფორუმში თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალა...
საზოგადოება • 1695911464

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ შრი-ლანკის დემოკრატიული სოციალისტური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან თურქეთში, საქართვ...
განათლება • 1695911169