„სამოქალაქო სექტორზე თავდასხმის მორიგი მცდელობა“ - DRI სუს-ის განცხადებაზე

პოლიტიკა 1696253827

სუსი

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის შეფასებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დღევანდელი განცხადება სამოქალაქო სექტორზე თავდასხმის მორიგ მცდელობას წარმოადგენს.

არასამთავრობო ორგანიზაცია გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, დღევანდელი განცხადებით მმართველი პარტია მორიგ ჯერზე ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ განცხადება წარმოადგენს ხელისუფლების მხრიდან შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობას.

"მსგავსი განცხადებებით, შესაბამისის უწყებები ცდილობენ შექმნან საფუძველი მომავალში საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საპროტესტო შეკრება-მანიფესტაციების თავიდან ასარიდებლად. გარდა ამისა, ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის მცდელობის შესახებ განცხადებების წინმსწრებად გავრცელებით, მმართველი პარტია ცდილობს საზოგადოებრივი განწყობის შემზადებას აქციების ძალადობრივად დარბევისა და აქციების მონაწილეთა დაკავების შემთხვევებისთვის.

ხელისუფლების მცდელობა, შეავიწროოს თავისუფალი გამოხატვის სივრცე, კარგად ჩანს მმართველი პარტიის მორიგ ინიციატივაში, კიდევ უფრო დაამძიმოს „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შეზღუდვები. კანონის პროექტის მიხედვით, დემონსტრანტებს დროებითი კონსტრუქციების მოწყობა იმ შემთხვევაშიც ეკრძალებათ, თუ მისი მოწყობის გარეშე შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება არსებითად არ ფერხდება.

DRI მიიჩნევს, რომ მმართველი პარტიის პოლიტიკა და დასავლელ პარტნიორებზე მიზანმიმართული შეტევა ხელს უშლის ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს: აღრმავებს პოლარიზაციას, უკიდურესად ზღუდავს და მინიმუმამდე დაჰყავს საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის რესურსი და აუარესებს ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობას"- ნათქვამია განცხადებაში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა "გადატრიალების საქმეზე" მორიგი განცხადება გაავრცელა და ამჯერად USAID-სა და არასამთავრობო ორგანიზაციებზე ისაუბრა.

მათი თქმით, სერბეთის სამი მოქალაქე, რომლებიც, მათივე მტკიცებით, დაკავშირებულები არიან 2003 წლის ვარდების რევოლუციის მოვლენებთან, საქართველოში USAID-ის პროგრამის აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მოწვევით ჩამოვიდნენ.

სუს-ის მტკიცებით, მათი საქართველოში ჩამოსვლის გაცხადებული მიზეზი იყო კულტურის სფეროში მოღვაწე ჯგუფებისთვის ტრენინგების ჩატარება "სტრატეგიული არაძალადობრივი ბრძოლის" საკითხებში, მაგრამ, მათივე თქმით, გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოში მათი ჩამოსვლის მიზანი მხოლოდ ეს არ იყო.

სუს-მა პირველად 18 სექტემბერს გაავრცელა განცხადება და თქვა, რომ ოქტომბერ-დეკემბერში "დესტაბილიზაცია და სამოქალაქო არეულობის მოწყობა" იგეგმება. უწყება განცხადებაში აღნიშნავდა, რომ ამას "საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი პირთა გარკვეული ჯგუფი" გეგმავს.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
კახა კალაძე
„გვინდა, რომ ქართველ ახალგაზრდებს არასდროს ჰქონდეთ შეგრძნება, თითქოს მათ შესაძლებლობებზე წვდომა შეზღუდულია“ - კახა კალაძე

19 მაისი, საქართველოში ოფიციალურად ამოქმედდა პროგრამა, რომელიც ქართველ ახალგაზრდებს კარს უხსნის ევროპის მასშტაბით 25 000 ფასდაკლებაზე. პროგრამას თბილისის მერია ახორციელებს, რომელიც ევროპული ახალგაზრდუ...

საზოგადოება 1779211757

ტრამპი
"შესაძლოა, ირანს კიდევ ერთი დიდი დარტყმა მივაყენო... ძალიან მალე გავიგებთ" - ტრამპი

"შესაძლოა, ირანს კიდევ ერთი დიდი დარტყმა მივაყენოთ, გუშინ დარტყმამდე ერთი საათი იყო დარჩენილი, როდესაც გადაწყვეტილება შევცვალე. ისინი ითხოვენ შეთანხმების დადებას, მაგრამ შესაძლოა, კიდევ ერთი ძლიერი და...

მსოფლიო 1779211622

კახა კალაძე ათეა-ს
„არ აქვს მნიშვნელობა საუბარი იქნება ჩემზე, ოპოზიციის წარმომადგენელზე თუ რიგით მოქალაქეზე, ერთმანეთის შეურაცხყოფა და ცილისწამება უნდა დასრულდეს“ - კახა კალაძე შსს-ს ახალ სამმართველოზე

თბილისის მერი მედიასთან გამოეხმაურა შინაგან საქმეთა სამინისტროში ახალი სამმართველოს შექმნას, რომელიც სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის წინააღმდეგ იმუშავებს. კახა კ...

პოლიტიკა 1779211556

კალაძეე
„აქციის გამართვა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, მაგრამ როცა ამას ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს ამთხვევ, მავნებლობაა“ - კახა კალაძე

„რაში სჭირდება ხელისუფლებას, ისედაც განულებულ ოპოზიციას რამე დაუგეგმოს და აქტივობებში ხელი შეუშალოს?“ - ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განცხადებ...

პოლიტიკა 1779211414

კახა კალაძე1
„მე, როგორც რიგითი მოქალაქე და დედაქალაქის მერი, მივესალმები აზერბაიჯანთან ურთიერთობების გაღრმავებას“ -   კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სხვადასხვა მიმართულებით გაფორმებული ახალი ხელშეკრულებები, მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია. როგორც მან შესაბამისი შეკითხვის საპ...

პოლიტიკა 1779211364

კახა კალაძე
„დანიაში იყო მშვიდობიანი მიტინგი, საქართველოში კი აქციებზე მოქმედებდნენ კონკრეტული კრიმინალური ჯგუფები, რომელთაც ადამიანების ცოცხლად დაწვის მცდელობა ჰქონდათ“ - კახა კალაძე

„დანიაში იყო მშვიდობიანი მიტინგი, საქართველოში კი კონკრეტული კრიმინალური ჯგუფები პოლიციელებს ესროდნენ „მოლოტოვის კოქტეილებს“, ჰქონდათ მცდელობა, რომ ცოცხლად დაეწვათ ადამიანები, აყენებდნენ ფიზიკურ შეურა...

პოლიტიკა 1779211308