„სამშობლოსთვის გულანთებულები, ქვეყნის სიყვარულისთვის ვისჯებით? რუსეთი რომ არ გვინდა, ამისთვის?“ - რეზო კიკნაძის სიტყვა სასამართლოზე
პოლიტიკა • 1736513694
სამშობლოსთვის გულანთებულები, ქვეყნის სიყვარულისთვის ვისჯებით? რუსეთი რომ არ გვინდა ამისთვის? - ასე მიმართა რეჟიმის ტყვემ, რეზო კიკნაძემ მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძეს და უთხრა რომ რასაც პროკურატურა ედავება მხოლოდ "ცირკია და სხვა არაფერი".
6 წლის ასაკში ვიყავი ბოლოს ცირკში და არ ვიცოდი 27 წლის ასაკში თუ მომიწევდა - ამბობს რეჟიმის პატიმარი.
კიკნაძემ სასამართლოს წინაშე განაცხადა, რომ არანაირ ძალადობაში არ მიუღია მონაწილეობა და მოსამართლეს გირაოს შუამდგომლობის დაკმაყოფილება სთხოვა.
არ ვფიქრობ რომ გირაოს გადახდას ვიმსახურებ - აქეთ ვარ გამოკეტილი, მაგრამ რადგან მშობლები ნერვიულობენ - განაცხადა რეჟიმის ტყვემ.
მიმალვის საფრთხე? ამ აქციებზე ყოველდღე დავდიოდი და ნიღაბი კი არა პირბადეც არ მკეთებია, სახესაც არ ვფარავდი. რას უნდა დავემალო? მინდა ყველამ იცოდეს, შესაძლებლობა რომ მქონდეს ჩემს კლონებს დავამზადებდი და ხალხს ვეტყოდი რომ მე ვარ.
ჯგუფური რას ნიშნავს? არანაირ ძალადობაში არ მიმიღია მონაწილეობა.
ეს პატრიოტი ადამიანები პირველად სასამართლოში ვნახე - 50 დაჭერილიდან მიმოწერა არ მაქვს, ზარიც კი, სურათიც კი, ერთ წამიანი ვიდეოც არ არსებობს, თავად მოიძიეთ.
რა მტკიცებულებაა ამაში საერთოდ?...
არ ვფიქრობ რომ გირაოს გადახდას ვიმსახურებ - აქეთ ვარ გამოკეტილი, მაგრამ რადგან მშობლები ნერვიულობენ, 2 ათას ლარს გადავიხდიდი. ერთადეთი ადგილი სადაც მისვლის აკრძალვა არ მინდა, რუსთაველის გამზირია.
რისთვის ვისჯებით? - სამშობლოსთვის გულანთებულები ქვეყნის სიყვარულისთვის? რუსეთი რომ არ გვინდა, პუტინის დაკრულს, ტაშს რომ არ ვუკრავთ ამისთვის ვისჯებით? ალბათ გაგეცინებათ, როცა პროკურატურის მტკიცებულებებს ნახავთ, 6 წლის ასაკში ვიყავი ბოლოს ცირკში და არ ვიცოდი 27 წლის ასაკში თუ ვიქნებოდი",- განაცხადა რეზო კიკნაძემ. შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის და კიდევ 9 პირის პროცესი იწყება. საუბარია ასევე გურამ მირცხულავას, ლუკა ჯაბუას, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კიკნაძის და სერგეი კუხარჩუკის საქმეებზე. მოსამართლემ მათ მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ძალაში დატოვების საკითხზე უნდა იმსჯელოს.
ნიუ-იორკის Lower East Side-ში ქართველი ფოტოხელოვანის, ბაკურ თვრინელის, მიერ დაფუძნებული ახალი სივრცე - The White Loft ოფიციალურად გაიხსნა. სტუდიის გახსნას ესწრებოდნენ საერთაშორისო ჟურნალების წარმომადგ...
საზოგადოება • 1768640523
ბოლნისში ავტოსაგზაო შემთხვევას მოტოციკლის მძღოლი 17 წლის კარატისტი ნინი მამარდაშვილი ემსხვერპლა | ინფორმაციას სოციალურ ქსელში დაღუპულის ახლობლები ავრცელებენ. ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ მოხდა.
შემთხვევა • 1768639057
ირანული ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის, HRANA-ს მონაცემებით, ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე დაღუპულთა რიცხვი 3 000-ს აჭარბებს. აშშ-ში დაფუძნებულმა HRANA-მ განაცხადა, რომ ორგანიზაციამ 3...
მსოფლიო • 1768635795
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 6 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება "მეთადონი" ამოიღეს, რომლის ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე 3 მილიონამდე ლარს შეადგენს - დაკავებულია ბელარუსის რესპუბლიკის 2...
კრიმინალი • 1768633614
აქტივისტების თქმით, ირანი გლობალური ინტერნეტიდან სამუდამოდ გათიშვას გეგმავს, შესაბამისად შეუზღუდავი ონლაინ წვდომა "სამთავრობო პრივილეგია" იქნება და მხოლოდ რეჟიმის მიერ შემოწმებული პირებისთვის გახდება...
მსოფლიო • 1768631783
"ჩემო მამაცო თანამემამულეებო,მსოფლიოს მოტყუებისა და დროის მოგების მცდელობისას, ისლამური რესპუბლიკის კრიმინალური რეჟიმი და მისი სისხლისმსმელები დიდ ტყუილს ამბობენ, რომ ირანში ყველაფერი „ნორმალურია“. მა...
მსოფლიო • 1768629642












