სამტრედიაში ჩვენი კანდიდატი 8 საათით ჩაკეტეს და ზეწოლას ახდენდნენ - ვაშაძე

პოლიტიკა 1632044309

გიორგი ვაშაძე

მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებელში" აცხადებენ, რომ სამტრედიაში მათი მაჟორიტარობის კანდიდატი გუშინ მთელი დღის განმავლობაში "ქართული ოცნების" მხრიდან დავალებით უკანონო თავისუფლების აღკვეთაში იმყოფებოდა, როს დროსაც მასზე ხორციელდებოდა მუქარა, რათა ბაში-იანეთის სამაჟორიტარო ოლქში კანდიდატურა მოეხსნა. გიორგი ვაშაძის თქმით, ამ კრიმინალურ სქემაში "ქართული ოცნების" წარმომადგენლების გარდა კრიმინალური ავტორიტეტები და საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებიც იყვნენ ჩართულნი

"მოხდა სისტემური დანაშაულის ფაქტი, რომელშიც ჩართული არიან კრიმინალები,  "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბი და საოლქო საარჩევნო კომისია. გუშინ რვა საათის მანძილზე ფაქტობრივად უკანონოდ იყო დაკავებული ნიკა საკანდელიძე, სამტრედიის ბაში-იანეთის ჩვენი მაჟორიტარობის კანდიდატი. მთელი ამ ხნის მანძილზე მასზე მიმდინარეობდა ზეწოლა, რომ მას დაეწერა განცხადება და მოეხსნა კანდიდატურა მაჟორიტარული ოლქიდან. ის არის ოთხი შვილის მამა და მას ემუქრებოდნენ საკუთარი შვილებით, ემუქრებოდნენ და ეუბნებოდნენ, რომ მისი შვილები აქ თამაშობდნენ საფეხბურთო მოედანზე. საბოლოოდ მათ აიძულეს რამდენიმე საათიანი ზეწოლის შემდეგ, რომ დაეწერა განცხადება. ეს განცხადება დაიწერა "ქართული ოცნების" სამტრედიის შტაბში, შემდგომ გადაეცა, როგორც მას უთხრეს საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანს და ჩვენთვის სრულიად მოულოდნელად ტელეკომპანია "იმედის" მიერ გავრცელებული განცხადებით გახდა ცნობილი, რომ მან მოხსნა კანდიდატურა. დაახლოებით საღამოს ექვს საათზე  ვიპოვეთ ეს ადამიანი და მან სრულად აღწერა ინფორმაცია რაც მოხდა. ეს არის ენით აღუწერელი დანაშაული, რომელსაც ჩადის "ქართული ოცნება", კრიმინალები და საარჩევნო ადმინისტრაცია ადმინისტრაციაში. რაღა თქმა უნდა დაუყოვნებლივ მოვითხოვთ ამ განცხადების გაუქმებას. ჩვენ ამ ინფორმაციას მივაწვდით საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, დაუყოვნებლივ მოვითხოვთ ყველა იმ კრიმინალის დაკავებას, რომელიც ჩართული იყო ამ უმძიმეს დანაშაულში, ასევე მოვითხოვთ დაკავებას "ქართული ოცნების" იმ შტაბის წევრების რომლებიც ჩართულნი იყვნენ ამ დანაშაულებრივ სქემაში და საოლქო საარჩევნო კომისიიდან ვითხოვთ იმ ადამიანების გათავისუფლებას, ვინც შეხმატკბილებულად მოქმედებდა ამ საკითხთან დაკავშირებით. ასევე მივმართავთ სახალხო დამცველს და ყველა ინსტიტუციას იმისათვის, რომ დაცული იყოს ნიკას უფლებები. ეს არ არის ერთადერთი პრეცედენტი მაგრამ ამ ადამიანმა გამოიჩინა ვაჟკაცობა და აქედან გამომდინარე მან უკან არ დაიხია და ყველაფერზე ისაუბრა ღიად" - გიორგი ვაშაძე 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ღარიბაშვილი
"არჩევნებამდე ვიტოვებ ფუფუნებას ვილაპარაკო ამ ადამიანზე, ამ კრიმინალებზე" - ღარიბაშვილი მელიაზე

პრემიერი ღარიბაშვილი ტრადიციას არ ღალატობს და ოპოზიციას ლანძღავ. ამჯერად მან ანზორ და ნიკა მელიებზე ისაუბრა: "მეტს ვილაპარაკებ, რა თქმა უნდა, მანამ, სანამ ბოლომდე არ დავასრულებ მათ ამ კრიმინალურ საქმი...

პოლიტიკა 1634996851

 ანდრეი სადოვოი
არ გვაქვს უფლება მეგობარი გასაჭირში მივატოვოთ! უკრაინის ხელისუფლება უბრალოდ ვერ გაჩუმდება - ლვოვის მერი მიხეილ სააკაშვილზე

ლვოვის მერი, ანდრეი სადოვოი მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს: "ლიზა იასკო გუშინ იყო მიხეილ სააკაშვილთან. გადმოგვცა მოკითხვა, საღამოს მისი მდგომარეობა გაუ...

პოლიტიკა 1634995798

ნიკოლოზ ყიფშიძე
მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად რუსთავის ციხეში პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე მივიდა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მოსანახულებლად რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მისი პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე მივიდა. ნიკოლოზ ყიფშიძეს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

პოლიტიკა 1634994852

კვარაცხელია-ჟვანია
რა კავშირი აქვს ექსპრემიერის შვილს ნიკო კვარაცხელიას მკვლელობასთან - რატომ დაურეკეს მკვლელობაში ბრალდებულებმა ბუსა ჟვანიას

რა კავშირი აქვს ყოფილი პრემიერის შვილს, ბუსა ჟვანიას , ნიკო კვარაცხელიას მკვლელობასთან - როგორც ირკვევა, ზურაბ ჟვანიას ვაჟი იყო პირველი, ვისაც ბრალდებულებმა დაურეკეს, ზარიდან 1 კვირაში კი მან ქვეყანა...

სამართალი 1634994596

ღარიბაშვილი
9 წელიწადში ჩავატარეთ 8 არჩევნები, ხალხი დაიღალა ამდენი არჩევნებით - ღარიბაშვილი

პრემიერი ღარიბაშვილი ამბობს, რომ 9 წელიწადში 8 არჩევნები ჩაატარეს და ხალხი დაიღალა. ასევე, ღარიბაშვილი დარწმუნებულია , რომ მეორე ტურებში გაიმარჯვებს "ოცნება". "ნახეთ თქვენ ყველამ წლევანდელი არჩევნები,...

პოლიტიკა 1634993545

მეწყერი
ლისის ფერდი კვლავ დაიძრა (ვიდეო)

სეისმოლოგი თეა გოდოლაძე აცხადებს, რომ ლისის ფერდი კვლავ დაიძრა, ამის მიზეზად ის მშენებლობებს ასახელებს. "მიწა დაიძრა მშენებლობის გამო! ისევ ლისის ფერდი! მეტი რაღა ვთქვათ. ვინ ხართ ხალხო! რას ერჩით ამ...

საზოგადოება 1634993344