"სანქციები დაუწესდეს ივანიშვილს და ოცნების ყველა ლიდერს - პარტია პირდაპირ პასუხისმგებელია ქვეყნის მკვეთრ გადახვევაზე ევროპული გზიდან" - ევროპარლამენტარების განცხადება

პოლიტიკა 1733409138

ევროპარლამენტის რეზოლუცია - დოკუმენტის სრული ტექსტი

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტში დელეგაციის თავმჯდომარე ნილს უშაკოვი, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის თავმჯდომარე, სერგეი ლაგოდინსკი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის საქართველოს მუდმივი მომხსენებელი, რასა იუკნევიჩიენე საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ვრცელ განცხადებას ავრცელებენ და აღნიშნავენ, რომ "ქართული ოცნება" პირდაპირ პასუხისმგებელია დემოკრატიის მიმდინარე უკუსვლაზე და ქვეყნის მკვეთრ გადახვევაზე ევროპული გზიდან.

ევროპარლამეტარების განცხადების მიხედვით, "ოპონენტების დაკავება და ოფისების დარბევა ავტორიტარული რეჟიმების ინსტრუმენტთა ნაკრების ნაწილია და ადგილი არ აქვს ევროკავშირის წევრობის მსურველ ქვეყანაში".

"ჩვენ ვგმობთ საქართველოს ხელისუფლების მზარდ რეპრესიებს დემოკრატიული ოპოზიციის წინააღმდეგ და ძალის გადამეტებულ გამოყენებას მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ. ოპონენტების დაკავება და ოფისების დარბევა ავტორიტარული რეჟიმების ინსტრუმენტთა ნაკრების ნაწილია და ადგილი არ აქვს ევროკავშირის წევრობის მსურველ ქვეყანაში. "ქართული ოცნება" პირდაპირ პასუხისმგებელია დემოკრატიის მიმდინარე უკუსვლაზე და ქვეყნის მკვეთრ გადახვევაზე ევროპული გზიდან, ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის ნების საწინააღმდეგოდ. მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე საპროტესტო აქციები არის საქართველოს მომავლის შესახებ გავრცელებული შეშფოთების ლეგიტიმური გამოხატულება ამჟამინდელი ხელმძღვანელობის პირობებში.

მოვუწოდებთ ევროკავშირს და მის წევრ ქვეყნებს, დააწესონ პერსონალური სანქციები „ქართული ოცნების“ ყველა პოლიტიკური ლიდერის წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან გამოვლენილ საარჩევნო დარღვევებზე და შემდგომ რეპრესიებზე ქუჩებში გამოსული საქართველოს მოქალაქეების მიმართ. გარდა ამისა, ვიმეორებთ ჩვენს მოთხოვნას, დაწესდეს სანქციები ბიძინა ივანიშვილის მისამართით, რომელიც საბოლოოდ არის პოლიტიკურად პასუხისმგებელი პირი რეპრესიების ტალღაზე და ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებაზე.

საქართველოს სჭირდება გაყალბებული არჩევნების ხელახალი ჩატარება, რომელიც ჩატარდება გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ მჭიდრო საერთაშორისო ზედამხედველობის ქვეშ, რათა უზრუნველყოფილი იყოს ჭეშმარიტად სამართლიანი და გამჭვირვალე პროცესი.ჩვენ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომელიც რჩება საქართველოს დემოკრატიისა და ევროინტეგრაციის მტკიცე დამცველად. ევროპარლამენტი მხარს უჭერს საქართველოს მამაც ხალხს და მათ არჩევანს ევროპული მომავლისთვის", - წერია განცხადებაში.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
არჩილ გუჩმანიძე
„დამიკავშირდნენ "კეთილისმყოფლები" და გადმომცეს: "ზევიდან" ითხოვენ, რომ შენ საბუთები უკან გამოიხმოო, წინააღმდეგ შემთხვევაში, პრობლემები გექნებაო, შენ ან შენო ოჯახის წევრებსო“ - ბსუ-ის რექტორობის კანდიდატი

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორობის კანდიდატი არჩილ გუჩმანიძე სავარაუდო ზეწოლის ფაქტზე საუბრობს და სოციალურ ქსელში წერს, რომ უნივერსიტეტის რექტორის არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმას აიძულებ...

პოლიტიკა 1737178309

ნანუკა ჟორჟოლიანი ნუცა ბუზალაძე
"იმედი მაქვს, რომ ეს სიმართლე ოდნავ მაინც შეგარცხვენს" - ნანუკა ჟორჟოლიანი ნუცა ბუზალაძეს

 ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში ნუცა ბუზალაძეს მიმართავს. "უწყინარი კომენტარი დაგიწერე ფეისბუკზე და დამბლოკე ნუცა და ოქეი, ეგრე გააგრძელე… იმედი მაქვს, რომ ეს სიმართლე ოდნავ მაინც შეგარცხვენს, ახლა...

სოცმედია 1737177829

სააკშვილი
„საერთოდ არ ვიცოდი ვინ იყო მურუსიძე, ეს გვარი გაგონილი არ მქონდა“ - მიხეილ სააკაშვილი

„ხშირად იძახიან: „მურუსიძეები და რაღაც სააკაშვილის დროსაც იყო“. მე საერთოდ არ ვიცოდი ვინ იყო მაშინ მურუსიძე. ეს გვარი გაგონილი არ მქონდა, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვი...

პოლიტიკა 1737177638

დაუმორჩილებლობა ნიღბები
„დაუმორჩილებლობა ნიღბებით! სოლიდარობა მარიამ სიჭინავას“ - დღეს, 18 იანვარს, 20:30 საათზე, თბილისში, დაუმორჩილებლობის აქცია გაიმართება

 გამოქვეყნდა: დღეს, 00:54     "დაუმორჩილებლობა ნიღბებით! სოლიდარობა მარიამ სიჭინავას!" - 18 იანვარს, 20:30 საათზე, თბილისში დაუმორჩილებლობის აქცია გაიმართება მოქალაქეები ფილარმონიასთან 20:30 საათზე შე...

პოლიტიკა 1737177278

გიორგი ფოფხაძე ლევან იოსელიან
„ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას მივაწვდი შენ “კაი კაცობებს” სადაც კი ხმა მიმიწვდება…“ – გიორგი ფოფხაძე ლევან იოსელიანს

ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე ლევან იოსელიანს მიმართავს: ,, სახალხო დამცველი კი არა, სახალხო @@@ ხარ შენ და წადი ახლა და მიჩივლე “დამწვარ სუდში”. ყველა საერთშორისო ინსტანციაში დაგხვდები და ყველა საერთაშორ...

სოცმედია 1737176833

სალომე აშშ
ფოტო - დონალდ ტრამპ უმცროსის მიწვევით პრეზიდენტი ზურაბიშვილი რესპუბლიკელების წინასაინაუგურაციო შეხვედრაზე იმყოფებოდა

სალომე ზურაბიშვილი ტრამპის მომავალი კაბინეტის წევრებს, მათ შორის, სახელმწიფო მდივნობის კანდიდატ მარკო რუბიოსა და თავდაცვის მინისტრობის კანდიდატ პიტ ჰეგსეთს შეხვდა.დონალდ ტრამპ უმცროსის მიწვევით ზურაბი...

პოლიტიკა 1737176645