სანქციებს ჩალის ფასი აქვს, ეფექტი ექნება ნული - კახა კალაძე ALDE-ს ინიციატივაზე
პოლიტიკა • 1791110918
„ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ისე და გავატაროთ ისეთი პოლიტიკა, რომელიც, პირველ რიგში, ქართველი ხალხის ინტერესს დაიცავს“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე „ევროპელ ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსის“ (ALDE) და „ევროპული ლიბერალური ფორუმის“ ერთობლივ მიმართვას, სადაც ისინი „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ მიზანმიმართული სანქციების დაწესებას ითხოვენ.
მისი თქმით, შესაძლო სანქციების ახალ პაკეტს არანაირი ეფექტი არ ექნება.
„ეფექტი ექნება ნული. სანქციებს ჩალის ფასი აქვს. როდესაც შენ გაქვს არასამართლიანი დამოკიდებულება კონკრეტულ ქვეყნებთან, კონკრეტულ მთავრობებთან იმ მიზნით, რომ იქ შენი აგენტურა მოვიდეს ხელისუფლებაში, დამერწმუნეთ, რომ შანსი ნული გაქვს.
ჩვენთვის მთავარია, რომ ვიმოქმედოთ ისე და გავატაროთ ისეთი პოლიტიკა, რომელიც, პირველ რიგში, ქართველი ხალხისა და ჩვენი ქვეყნის ინტერესს დაიცავს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
UFC-ის ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი აბუ-დაბიში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.„მინდა ყველას გაცნობოთ, რომ გამათავისუფლეს, კარგად ვარ, ჯანმრთელად და მზად ვარ გზის გასაგრძე...
სპორტი • 1794602917
14 ნოემბრის ენერგიები გამოირჩევა შინაგანი ჰარმონიის აღდგენით, კვირის ბოლოსკენ ძალების შეჯამებითა და განტვირთვის აუცილებლობით. კოსმოსური ფონი გვიბიძგებს, გადავხედოთ გასულ დღეებს, გავაანალიზოთ მიღწეული...
ეს საინტერესოა • 1794600374
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ 2026 წლის ბიუჯეტიდან დარჩენილი სახსრების განაწილების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც საბჭოს წევრებისთვის ერთჯერადად გაზრდილ ჰონორარებსა და დამატებითი ე...
საზოგადოება • 1794598054
ჩრდილო-აღმოსავლეთ ინდოეთში, ასამის შტატში, ავტობუსისა და სატვირთო ავტომობილის შეჯახების შედეგად სულ მცირე 24 ადამიანი დაიღუპა, 11 კი დაშავდა. ავტოსაგზაო შემთხვევა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის...
მსოფლიო • 1794595089
სტამბოლში, ზეითინბურნუს რაიონის სანაპიროსთან ღუზაზე მდგომი ორი სატვირთო გემი ერთმანეთს შეეჯახა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა ორივე ხომალდი დაზიანდა. არსებული ინფორმაციით, ლიბანიდან რუმი...
მსოფლიო • 1794591096
როგორც „რადიო თავისუფლებისთვის“ გახდა ცნობილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ლუკა ეხვაიას თანამდებობიდან გათავისუფლება ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის, ხან ჭენგის ვიზიტს უკავშირდება. არსებული ინფორმაცი...
პოლიტიკა • 1794584851










