"სანქცირებული ოლიგარქი ივანიშვილი აქტივებს სახლისკენ ეზიდება" - "აი ფაქტი"
პოლიტიკა • 1739805198
"სანქცირებული ოლიგარქი ივანიშვილი აქტივებს სახლისკენ ეზიდება" - ამ სათაურით აქვეყნებს "აი ფაქტი" ვრცელ სტატიას, სადაც ბიძინა ივანიშვილის მიერ უცხოეთიდან საქართველოში ქონების გადმოზიდვისა და ქართული ეკონომიკის წინაშე არსებული სამომავლო რისკებია განხილული.
სტატიაში, რომლის ავტორებიც ჯეიმს დოუსეტი (OCCRP), "აი ფაქტი", და მმართველობის მონიტორინგის ცენტრი არიან, წერია, რომ ივანიშვილის აქტივების რესტრუქტურიზაცია შესაძლოა საქართველოსთვის უფრო ფართომასშტაბიან პრობლემებს წარმოშობდეს, თუ მილიარდერის წინააღმდეგ სანქციები გაძლიერდება.
პოლიტიკური რისკების საკონსულტაციო კომპანია Enmetena Advisory-ის დამფუძნებლის, მაქსიმილიან ჰესის განმარტებით, ასეთ სცენარში შესაძლოა ბიზნესებისთვის ქვეყანასთან თანამშრომლობა "ძალიან რთული" გახდეს, რადგან ივანიშვილის ეკონომიკური გავლენების გამო სანქციების რისკი გაიზრდება.
მისი აქტივები საქართველოს მთლიან ეკონომიკაში ძალიან დიდ წილს დაიკავებს, – განაცხადა ჰესმა. – ფაქტობრივად, ივანიშვილს რისკები საკუთარი თავიდან და სიმდიდრიდან საქართველოსა და ქართველ ხალხზე გადააქვს".
ივანიშვილის აქტივების დიდი ნაწილი გადაფორმებულ იქნა ერთ დღეში, 17 იანვარს. ამ დღეს შვიდი კომპანიის მფლობელობა პანამურ კომპანია Limestone Finance International SA-დან გადავიდა ივანიშვილის ქართულ კომპანიაზე, სს “ტერრა”-ზე.
ივანიშვილის ზოგიერთი ქართული აქტივების ბოლოდროინდელი რესტრუქტურიზაციის მიუხედავად, მასთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი ჰოლდინგი კვლავ ოფშორის მფლობელობაშია. ზოგიერთ მათგანს ფლობს საქართველოს თანაინვესტირების ფონდი (GCF Fund), კერძო საინვესტიციო ფონდი, რომელიც მართავს 2 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების აქტივებს ქვეყნის ეკონომიკაში, მათ შორის ჰიდროენერგეტიკულ პროექტებს, ძვირად ღირებულ სასტუმროებსა და ცემენტის ქარხანას.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ანგარიშში აღნიშნულია, რომ ახალი დამოუკიდებელი ერთეული, JSK GCF Georgia, შეიქმნა იანვარში ხვედელიძის უშუალო მფლობელობაში, საზღვარგარეთ კავშირების გარეშე."- ნათქვამია სტატიაში.სტატია სრულად მოცემულ ბმულზე იხილეთ.
"მეუფე შიო როცა დაასახელა, დაიბარა ბატონი ბიძინა ივანიშვილი, პატრიარქმა. არაფორმალური მმართველი, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ გადაწყვეტილების მიმღები ქვეყანაში. ჩამოწერილი 5 თემა იყოო. როცა მოდიოდა ყოფილი...
საზოგადოება • 1776401796
დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, პეტერ მადიარმა მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა იმის შესახებ, რომ არ აპირებს სხვა ქვეყნის შიდა საქმეეში...
პოლიტიკა • 1776399699
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, აბასთუმნის ცის გარკვეული მონაკვეთის დაკორექტირება რომ მოხდა, ამაში პრობლემა არაფერია. ამის შესახებ მან მედიასთან ისაუბრა. როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, სა...
პოლიტიკა • 1776398675
„ქვეყანაში ვინ უნდა იყოს ხელისუფალი, რა თქმა უნდა, ამას წყვეტს მოსახლეობა“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ არჩევნებთან დაკავშირებით...
პოლიტიკა • 1776398624
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და წინსვლა მშვიდობას მოაქვს, რომლის დასაცავად ხელისუფლება კვლავ მზადაა. ამის შესახებ მან საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გა...
პოლიტიკა • 1776398354
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სიახლე არ არის ტელეკომპანია “იმედის” მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ოპოზიციას რევოლუციურ სცენარს „პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის” ერთ-ერთი ლიდერ...
პოლიტიკა • 1776398301












