„საქართველო არ არის იმ ქვეყნებში, რომლებსაც აშშ-ში მსოფლიო ჩემპიონატისთვის სავიზო დეპოზიტის მოთხოვნა გაუუქმდა“ - მედია

პოლიტიკა 1778944042

აშშ

აშშ-მა მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე 50 ქვეყნის გულშემატკივრებისთვის 15000 დოლარამდე ოდენობის სავიზო დეპოზიტის მოთხოვნა გააუქმა, - ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

საქართველო ამ ქვეყნებში არ არის, - ამის შესახებ რადიო თავისუფლებას თბილისში აშშ-ის საელჩოში 15 მაისს წერილობით განუცხადეს.

მანამდე, 15 მაისს გავრცელებულ ინფორმაციაში, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის რუსულენოვანი გვერდი წერდა, რომ ამ ქვეყნებს შორის შედიოდა საქართველოც. რადიო თავისუფლებას აშშ-ის საელჩოში განუცხადეს, რომ აღნიშნულ გვერდზე „ინფორმაცია განახლდა“.

50 ქვეყანაში არ შედის საქართველოს არცერთი მეზობელი ქვეყანა - არც სომხეთი, არც აზერბაიჯანი, არც რუსეთი და არც თურქეთი. არ შედის არც უკრაინა.

ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატი 2026 წლის 11 ივნისიდან 19 ივლისამდე აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში ტარდება.

2026 წლის 2 აპრილიდან საქართველო არის ერთ-ერთი იმ ქვეყანათაგან, რომელთა მოქალაქეებსაც, თუკი შეერთებული შტატების B1/B2 კატეგორიის ვიზის აღება და აშშ-ში მოგზაურობა ენდომებათ, 5, 10 ან 15 ათასი აშშ დოლარის მოცულობის ფულადი სავალდებულო გარანტიის (bond) გადახდა მოუწევთ. ეს თანხა მათ სავიზო წესების დაურღვევლობის შემთხვევაში, სახლში დაბრუნების შემდეგ დაუბრუნდებათ.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
გალტ
გალტ & თაგარტის ჩართულობით, ინვესტორებმა UzNIF-ის ისტორიულ IPO-ში მონაწილეობა მიიღეს

გალტ & თაგარტმა მომხმარებლებს უზბეკეთის ეროვნული საინვესტიციო ფონდის (UzNIF) პირველ საჯარო შეთავაზებაში (IPO) მონაწილეობის შესაძლებლობა მისცა. ფონდის აქციები წარმატებით დაილისტა როგორც ლონდონის, ისე ტ...

ბიზნესი & ეკონომიკა 1781348689

საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ვორკშოპი „SME ლიდერობა: სწრაფი ნაბიჯებით, დიდ გზაზე“ გაიმართა

საქართველოს ბანკი ბიზნესის ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამ მიზნით, ბიზნეს 360˚-ის შეხვედრების სერიის ფარგლებში, ვორკშოპი - „SME ლიდერობა: სწრაფი ნაბიჯებით, დიდ გზაზე“ გაიმართა. მას სალომე არ...

ბიზნესი & ეკონომიკა 1781348549

საბა სხვიტარიძე
"მელაძის შაბათის ანონსმა კიდევ ერთხელ გამახსენა ის საშინელება, რაც მე გადავიტანე დაკავების შემდეგ“ - საბა სხვიტარიძე

"მელაძის შაბათის ანონსმა კიდევ ერთხელ გამახსენა ის საშინელება, რაც მე გადავიტანე დაკავების შემდეგ. მნიშვნელობა არ აქვს, ასე დამნაშავეს ექცევიან თუ უდანაშაულოს. სამართალი იმისთვის არსებობს, რომ ადამიან...

პოლიტიკა 1781348435

ვლადიმერ პუტინი
რა უჯდება კრემლს ომის წარმოება

რა უჯდება კრემლს ომის წარმოება? | გერმანიის საერთაშორისო უსაფრთხოების პრობლემების ინსტიტუტმა რუსეთის ფინანსთა სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით გამოთვალა, რომ 2026 წლის პირველ კვარტალში რუსეთის სამხე...

რუსეთ-უკრაინის ომი 1781346648

არჩილ გორდულაძე
„ძალადობის გუშინ გავრცელებულ კადრებსაც ვერ ვნახავდით, ამ ახალ გუნდს რომ არ გამოევლინა და მოძალადეები არ დაესაჯა სამაგალითოდ“ - არჩილ გორდულაძე

"ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემობრუნებამდე ფაქტია, რომ კორუფციულ შემთხვევებთან ერთად სხვადასხვა ცალკეული პრობლემებიც იყო. ამიტომ გადაწყვიტა პოლიტიკაში დაბრუნება და თქვა კიდეც!ხელისუფლება მთლიანად კ...

პოლიტიკა 1781346587

კახა კალაძე
„ბევრჯერ გვითქვამს, რომ მზად ვართ დიალოგისთვის, მაგრამ ვიღაცამ თითის დაქნევით ელაპარაკოს ქართველ ხალხს და სახელმწიფოს, წარმოუდგენელია“ - კახა კალაძე

„თუ გავიხსენებთ წლებს, როდესაც გარე აქტორების თითის ქნევას თავს ვუხრიდით, ეს ძალიან ძვირი უჯდებოდა ჩვენს ქვეყანას“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ...

პოლიტიკა 1781346058