საქართველო არასდროს აღიარებს უკრაინის რეგიონებში ჩატარებული ე.წ რეფერენდუმების შედეგებს - საგარეო საქმეთა სამინისტრო

პოლიტიკა 1664574545    137

საგარეო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების უკანონო ანექსიას ეხმაურება და წერს, რომ საქართველო, რომელსაც საკუთარ თავზე აქვს გამოცდილი საზღვრების ძალისმიერი შეცვლის მცდელობები, არასდროს აღიარებს უკრაინის რეგიონებში ჩატარებული ე.წ რეფერენდუმების შედეგებს.

"საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უმკაცრესად გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე ჩატარებულ რეფერენდუმებსა და უკანონო ანექსიას, რაც წარმოადგენს უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ძალისმიერი მეთოდებით შეცვლის ღია ქმედებას.

რუსეთის ამ უკანონო ქმედებით, კიდევ ერთხელ, უხეშად დაირღვა საერთაშორისო სამართლის ის ფუნდამენტური პრინციპები, რომელიც იცავს ყველა სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.

საქართველო, რომელსაც საკუთარ თავზე აქვს გამოცდილი საზღვრების ძალისმიერი შეცვლის მცდელობები, არასდროს აღიარებს უკრაინის რეგიონებში ჩატარებული ე.წ რეფერენდუმების შედეგებს და კიდევ ერთხელ მკაფიოდ აფიქსირებს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში" - წერია საგარეო საქმეთა სამინისტოს განცხადებაში. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
დროა ხოშტარია
„მთავრობაში ხალხი იყოფოდა ასე, ახალ წელს ნუ მიფუჭებო“ - ელენე ხოშტარია უკრაინაში დაღუპულ გმირებზე

„რა პოლიტიკა და რა დემოკრატია და რა იდეალები. ადამიანი სიცოცხლე არ წარმოადგენს ფასეულობას. ისტორიის წიგნში რომ წაიკითხავს ბავშვი: საუკუნეების განმავლობაში ქართველები ეწირებოდნენ იმპერიასთან ბრძოლას. 2...

პოლიტიკა 1670223936

სამედიცინო სერვისი
REDMED-ის სამედიცინო სერვისები

REDMED- ი პირველი სამედიცინო სერვისების პლატფორმაა საქართველოში, რომელიც მარტივად გვაკავშირებს სასურველ ექიმს, ჩვენთვის სასურველ დროსა და ადგილას. ის აერთიანებს 20-ზე მეტი სპეციალობის 300-მდე ექიმს სა...

ჯანმრთელობა 1670223631

პაპუაშვილი
„რუსეთის აგრესიულმა ომმა უკრაინის წინააღმდეგ 33 ქართველი იმსხვერპლა“ - შალვა პაპუაშვილის სამძიმარი

მინდა მივუსამძიმრო დაღუპულების ოჯახებს, მათ ახლობლებსა და მთლიანად საქართველოს,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ნიდერლანდებში ვიზიტისას ჟურნალისტებთან განაცხადა. „ბოლო რამდენ...

პოლიტიკა 1670222803

ლენუკა
„ისე შეე@ით ჩემ ძმას, რომ აღარ იცოდა, რა ფორმით გამოეხატა ემოცია“ - ლენუკა ყიფშიძე

ზურა ყიფშიძის შვილი ლენუკა ყიფშიძე იმასთან დაკავშირებით აკეთებს კომენტარს, რაც მისმა ძმამ დაწერა რამდენიმე კვირის წინ, რომ თითქოს და ავად იყო და მაგიტომ გამოიყურებოდა ასე ცუდათ. ხალხი უკემენტარებდა, რ...

სოცმედია 1670221149

სალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი დღეს ანჯეი დუდას შეხვდება

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს, 5 დეკემბერს პოლონეთის პრეზიდენტს, ანჯეი დუდას შეხვდება. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით,  ვარშავაში ორი ქვეყნის ლიდერის შეხვედრის შემდეგ მედიისთვის...

პოლიტიკა 1670221035

პოლიტიკოსი
დამძიმდა თუ არა მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და რატომ დუმს მკურნალი ექიმი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმი კლინიკა "ვივა მედში" ჟურნალისტების კითხვებს არ პასუხობს.   მედიის წარმომადგენლებს მისგან სურდათ პასუხი კითხვაზე დამძიმებულია თუ არა მე...

პოლიტიკა 1670220968