საქართველოს დაცვის აქტი - "ლელომ" ანტირუსული სტრატეგია წარადგინა

პოლიტიკა 1700480026    48

მამუკა ხაზარაძე

პარტია "ლელოს" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ, "ანტირუსული სტრატეგია" წარადგინა, რომელიც 9 პუნქტისგან შედგება. ხაზარაძის თქმით, სტრატეგიის პუნქტები მოიცავს რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეგულაციების დაწესებას, პირდაპირი ფრენების აკრძალვას, რუსული ფონდებისა და სატელევიზიო არხების აკრძალვას და ა.შ.

საგანგებო ბრიფინგზე მან აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება კომფორტს უქმნის ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეებს და ემსახურება რუსეთს, ნაცვლად იმისა, იმისა რომ ემსახუროს საქართველოს და ქართველ ხალხს.

"ლელოში გვჯერა, რომ დროა მოვიდეს ხელისუფლება, რომლის ერთადერთი პრიორიტეტი იქნება საქართველოს და მისი ხალხის მსახურება. დღეს "ლელო" აცხადებს 9 პუნქტიან გეგმას, რათა წამოიწყოს ჩვენი ქვეყნის უკან დაბრუნების პროცესი, საქართველოში რუსეთისა და რუსეთის გავლენის დასრულების მიზნით...

ხვალ "ლელოს" საპარლამენტო ფრაქცია პარლამენტში განსახილველად შეიტანს საქართველოს დაცვის აქტს, 9-პუნქტიან გეგმას, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის და მოქალაქეების ინტერესების დაცვას და შეზღუდავს რუსულ შემოსევას საქართველოში:

    1. სავიზო რეგულაციის დაწესება რუსეთის მოქალაქეებისთვის;

    2. დასაქმების ბაზრის დაცვა (ეს პუნქტი ზღუდავს რუსეთის მოქალაქეებისთვის მუშაობის უფლების მიცემას);

    3. მიწის გაყიდვის შეზღუდვა (აკრძალვა);

    4. რუსული სანომრენიშნიანი მანქანების აკრძალვა;

    5. რუსული კომპანიებისთვის სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობის აკრძალვა;

    6. რუსული ბიზნესისთვის საოკუპაციო მოსაკრებლის დაწესება;

    7. პირდაპირი ფრენების აკრძალვა;

    8. რუსულის სატელევიზიო არხების მაუწყებლობის აკრძალვა;

    9. რუსული ფონდების აკრძალვა.

საქართველოს დაცვის აქტი სწორედ იმის მაჩვენებელია, თუ როგორ ემსახურება "ლელო" საქართველოს და როგორ უნდა დასრულდეს სამარცხვინო და საშიში პრორუსული ხელისუფლება. კმარა პუტინის ჯიბის მთავრობა. დროა, მოვიდეს ეროვნული ხელისუფლება," - ამბობს ხაზარაძე. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მეორადი პური
“მეორადი” პური რომ არსებობს და ესეც ძვირდება “ადუღებული” ეკონომიკის პირობებში?” – რას წერს თამარ ბუჩუკური

"მეორადი პური რომ არსებობს და ესეც ძვირდება “ადუღებული” ეკონომიკის პირობებში  იყიდებიან ადამიანები თუ არა, ეს ერთი საკითხია… ფაქტი კი ისაა, რომ ამ საზარელ გარემოში ყველა ერთად ვცხოვრობთ. ადამიანები უკ...

სოცმედია 1702239900

ჩერგოლეიშვილი თამარ
“ეს ყველაზე ცუდი სცენარია” – რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი

"თუ ორბანს ევროკავშირის გაფართოების პროცესის დაბლოკვა გაუვიდა, გამოდის პუტინის ვასალ რეჟიმსაც მოსწმინდა პირი საქართველოში და თან ევროკავშირის გაფართოების პროცესის შეფერხებაც გამოუვიდა პუტინის გასახარა...

სოცმედია 1702239300

გაუპატიურება
„რომც მოკვდეს ციხეში, მკვდარიც არ მომიტანონ...“ - 48 წლის კაცი, 14 წლის შვილს 2 წლის განმავლობაში სისტემატურად აუპატიურებდა

კახეთის ერთ-ერთ სოფელში მომხდარი ამბის დეტალები - რომ არა სკოლა, 14 წლის გოგონას შემზარავი ისტორია, სავარაუდოდ, კიდევ დიდხანს გაგრძელდებოდა. სასწავლო დაწესებულების დირექტორი "კურიერი P.S.-სს" უყვება,...

კრიმინალი 1702239000

პოლიცია
მკვლელობის მცდელობა ავტომობილის დაჯახებით - მამაკაცი ყოფილ ცოლს და დასახმარებლად მოსულ პირებს სასტიკად გაუსწორდა

ყოფილი ცოლის მკვლელობის მცდელობა ავტომობილის დაჯახებით. თბილისი, ზღვის უბანი. დღის 4 საათი. 24 წლის გოგოსა და 28 წლის მამაკაცს შორის კონფლიქტი ავტომობილში იწყება. ყოფილი ქმარი ახალგაზრდა გოგოს შერიგებ...

კრიმინალი 1702238700

დომენიკ მანგო
"ქართული ოცნება კიდევ 50 წელი არ შეიცვლება, თუ ეს ოპოზიცია ეყოლება საქართველოს" - რას აცხადებს დომენიკ მანგო (ვიდეო)

„ქართული ოცნების“  ალტერნატივა არ არსებობს, აცხადებს ბლოგერი დომენიკ მანო სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში. "ხომ უნდა არსეპბდეს ვინმე, ვისი მოყვანაც ხელისუფლებაში ღირს? რა დეპოლარიზაცია, რის დეპოლა...

სოცმედია 1702238460

მირცხულავა გოჩა
"ორ რამეს დავუბრუნებდი თბილისს..." - რას წერს გოჩა მირცხულავა

"ორ რამეს დავუბრუნებდი თბილისს - კინოთეატრ "გაზაფხულს", რომელიც აღგავეს მიწიდან და კინოთეატრ "რუსთაველს", რომელსაც სამომავლოდ, ალბათ, სასტუმროდ ამზადებენ და ახლა, სამარცხვინოდ, დიდი ბოქლომი ადევს. თუ...

სოცმედია 1702238100